Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69154618)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian National Communication Commission
Номер конкурса: 69154618
Дата публикации: 09-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022769
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.12.2025 13:15
Начало приема предложения 15.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 268`975.13 GEL
Контрактная цена объекта закупки 22`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ავტოტრანსპორტის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`690.00 GEL
Размер гарантии 222 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino mgaloblishvili :: 02.12.2025 15:32
  • Последнее исправление: nino mgaloblishvili :: 09.12.2025 13:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658400&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტომობილების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებულ სერვის-ცენტრებში, ასევე უნდა იყოს აღჭურვილი არანაკლებ ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი სახის მომსახურების მიღება:

1. ელექტროობის დიაგნოსტირება და შეკეთება - ქვემოთხსენებულ ყველა სერვისცენტრში;
2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული - ქვემოთხსენებულ ყველა სერვისცენტრში
3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
4. ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - ქვემოთხსენებულ ყველა სერვისცენტრში
5. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი -არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
6. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
7. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
8. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში
9. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
10. დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვის ცენტრში

- სერვის-ცენტრის ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს მოცდა, შესაბამისად გამოყოფილი უნდა იყოს მანქანისთვის პარკირების ადგილები.

ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მოქმედი სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც შეიძლება იყოს მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით).

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შემსყიდველის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.

სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.

* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი #1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
* პრეისკურანტით განსაზღვრული რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პირვანდელ და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო პრეისკურანტის ღირებულების სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება მიღებული სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით (კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არანაკლებ მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების გარეშე), მხოლოდ იმ პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს). აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით.
* პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, პრეისკურანტის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან არსებითად შეუსაბამო ფასების წარმოდგენა (თუ ერთეულის ფასი აღემატება შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ზღვრულ ფასს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერიდან დაზუსტების გარეშე;


შენიშვნა:
პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას excel-ის ფაილის სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

1. სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 3 სთ.
2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღე.
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღე.
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღე.
5. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 40 კალენდარულ დღეს;
6. ევაკუატორით მომსახურება - მოთხოვნის დღეს, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდგ ქალაქში/რეგიონში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა):

- ქ. თბილისში (შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 5 ავტომანქანის ერთდროულად მომსახურება. შემსყიდველის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, თბილისის სერვის-ცენტრი უნდა მდებარეობდეს ავლაბრის ან ისნის ან სამგორის ან კრწანისის რაიონების ტერიტორიაზე),
- ქ. ზუგდიდში
- ქ. ფოთში
- იმერეთის რეგიონში
- აჭარის რეგიონში
- კახეთის რეგიონში

შენიშვნა: ზემოთაღნიშნული აუცილებელი სერვისცენტრების გარდა მიმწოდებელს შეიძლება გააჩნდეს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით სხვა სერვისცენტრებიც, თუმცა მათ მიმართ არ ვრცელდება 1.2. პუნქტით განსაზღვრული მინიმალური აუცილებელი მოთხოვნების შესახებ;

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელმა შეცვლილ და/ან აღდგენილ დეტალზე და მომსახურებაზე უნდა გასცეს გარანტია:

1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ – 6 თვე;
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ – 1 წელი ან 25 000 კმ;
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ – 1 წელი;
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ – 6 თვე;
5. გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ – 2000 კმ;


– საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღმოფხვრას იგი - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ჩაატაროს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2023 წლის პირველი იანვრის შემდგომ და წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის პერიოდში, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 80 000 ლარის ღირებულების ავტოტექმომსახურების განხორციელების გამოცდილება - წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ნომრებზე ან/და დამკვეთის/შემსყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი შესყიდვის ობიექტის, ღირებულებისა და მომსახურების პერიოდის აღნიშვნით.

*შენიშვნა: ხელშეკრულების დანართების წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ ხელშეკრულების დადების თარიღის, სამუშაოების დასახელების და ღირებულების დადგენა შესაძლებელია უკვე წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ით.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 2 (ორი) იურიდიული პირის სარეკომენდაციო წერილი, თითოეული არანაკლებ 15000 ლარის ღირებულების (ერთი ხელშეკრულების ღირებულება) მსგავსი მომსახურების შესახებ;

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

სერვის-ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, ერთი მისამართის/ტერიტორიის ფარგლებში (ქ. თბილისში წარმოდგენილ სერვის ცენტრში შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 5 ავტომობილის მომსახურება). პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, კერძოდ:
1. ელექტროობის დიაგნოსტირება და შეკეთება - 1.5. პუნქტით მოთხოვნილ ყველა სერვისცენტრში;
2. ამწე მექანიზმი არანაკლებ 2 ერთეული - 1.5. პუნქტით მოთხოვნილ ყველა სერვისცენტრში
3. საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
4. ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - 1.5. პუნქტით მოთხოვნილ ყველა სერვისცენტრში
5. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
6. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
7. გადაცემათა კოლოფის და ხიდების კაპიტალური შეკეთება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
8. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება - არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში
9. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდის სერვისცენტრში
10. დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ თბილისის და ზუგდიდი სერვისცენტრში

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით ან მომსახურების/ქვეკონტრაქტის ხელშეკრულებით არსებული სერვის-ცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით;


პრეტენდენტმა საკუთრება / სარგებლობა / მომსახურება/ ქვეკონტრაქტი უნდა დაასტუროს (სისტემაში ატვირთოს) დოკუმენტურად, რომლიდანაც უნდა იკვეთებოდეს უფლების ვადა არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.


შენიშვნა:
- სხვა სერვისცენტრთან მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გაწეულ სერვისზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებულ სერვის-ცენტრ(ებ)თან (ქვეკონტრაქტორთან) სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს პირ(ებ)ის ნებას ავტოტექმომსახურების განხორციელების თაობაზე).

ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პრეტენდენტს (მიმწოდებელს).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ბოლო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ის ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის/აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დასკვნის გამცემია სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება).

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება პერიოდულად, მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო მგალობლიშვილი, 577387788, nmgaloblishvili@comcom.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 მომსახურების გაწევის პროცესში, შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის სხვა სერვისცენტრში სავალდებულო გადაყვანის ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი ორგანიზაცია (საწვავი, ევაუკატორის მომსახურება და ა.შ.)
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
10.1.5. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს
10.1.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.7.პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
10.1.8. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით; პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru