Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различые продукты питания (Грузия - Тендер #69154601)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LE Tetritskaro Center of Preschool Edication and Aid to the Socially Unprotected members of Community
Номер конкурса: 69154601
Дата публикации: 09-12-2025
Сумма контракта: 64 544


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022751
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.12.2025 11:46
Начало приема предложения 15.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 64`544.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 15800000-Различые продукты питания
Коды классификатора
  • 15811100 - Хлеб
  • 15812100 - Выпечка
  • 15812200 - Кондитерские изделия
  • 15831000 - Сахар
  • 15841000 - Какао
  • 15842100 - Шоколад
  • 15851000 - Мучные изделия
  • 15851100 - Сырые макаронные изделия
  • 15863000 - Чай
  • 15872100 - Перец
  • 15872200 - Пряности
  • 15872400 - Соль
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალი სასადილოს სამსახურისთვის პურის, მაკარონის, ვერმიშელის, მარილის, შაქარის, კისელის, კაკაოს, ჩაის, სუნელების, პილპილის, პასკის და შოკოლადის კანფეტის შესყიდვა.
Количество и объём закупок მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 645 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino bekauri :: 21.11.2025 14:45
  • Последнее исправление: nino bekauri :: 09.12.2025 11:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656600&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ "თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი"-ში შემავალი სასადილოს სამსახურისთვის პურის, მაკარონის, ვერმიშელის, მარილის, შაქარის, კისელის, კაკაოს, ჩაის, სუნელების, პილპილის, პასკის და შოკოლადის კანფეტის შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ვერმიშელი 237 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან 20-25 კგ-იან ტომრებში, ზედაპირი გლუვი, არ უნდა ჰქონდეს რაიმე ჩანართი ან/და წერტილი, უნდა იყოს სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ფერი - ერთგვაროვანი, კრემისფერი, ფორმა - მოთხოვნის შესაბამისად, სუნი - სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის,
ლპობის სუნი ან გემო, მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე, ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით; საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის 80%-ზე ნაკლები;

2, მაკარონი - 7484 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან 20-25 კგ-იან ტომრებში, ზედაპირი გლუვი, არ უნდა ჰქონდეს რაიმე ჩანართი ან/და წერტილი, უნდა იყოს სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ფერი - ერთგვაროვანი, კრემისფერი, ფორმა - მოთხოვნის შესაბამისად, სუნი - სასიამოვნო, პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის,
ლპობის სუნი ან გემო, მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე, ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით, საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის 80%-ზე ნაკლები;

3, მარილი - 372 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა, უცხო მინარევების და უცხო გემოს გარეშე. სინესტის გარეშე. წმინდად დაფქული, თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის 30%-ზე ნაკლები. 20-25 კგ-იან ტომრებში, ან ერთ კილოგრამიან შეფუთვებში;

4, შაქარი - 7085 კგ.
თეთრი ან მოყვითალო ფერის, ფხვიერი, უცხო სხეულების გარეშე. არ უნდა იყოს დანესტიანებული. მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადაზე 60%-ზე ნაკლები. 25-50კგ-იან ტომრებში;

5. კისელი - 507 კგ.
ფხვიერი, ნესტის გარეშე, დაფასოებული 3-10 კგ იან შეფუთვით, ვარგისიანობის ვადის მითითებით, სასიამოვნო სუნის მქონე დამახასიათებელი შესაბამის პროდუქტისთვის;

6. პური - 9450 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული უმაღლესი ხარისხის თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან, კარგად გამომცხვარი, უცხო მინარევების გარეშე, სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ მინარევებს. უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს (1 ცალი არანაკლებ 0,4 კგ-ს);

7. ჩაი - 2700 გრ.
შავი ჩაი, მტვრისა და უცხო სხეულების გარეშე, შეფუთული შესაბამისი მარკირებით მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის 80%-ზე ნაკლები;

8. კაკაოს ფხვნილი - 14კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს წმინდად დაფქვილი, შესაბამისი პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით, უცხო გემოს გარეშე, ფერი - მუქი ყავისფერი, სუნი - სასიამოვნო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. შესაბამისი მარკირებით. მითითებული შენახვის ვადები და პირობები. მოწოდებისას საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 50%. ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%;

9, შავი პილპილი - 6 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს წმინდად დაფქვილი, შესაბამისი პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით, დამახასიათებელი ფერით, სუნით და გემოთი. ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევების გარეშე. საღებავების, კონსერვანტების და ემულგატორების გარეშე;

10. სუნელები - 7 კგ.
(უცხო სუნელი, ქონდარი და ქინძი), თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს წმინდად დაფქვილი, შესაბამისი პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით, დამახასიათებელი ფერით, სუნით და გემოთი. ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევების გარეშე. საღებავების, კონსერვანტების და ემულგატორების გარეშე;

11. პასკა - 277 ცალი.
პასკა -წონა 800 გრ, შაქრის პუდრით . შემადგენლობა: ფქვილი(უმაღლესი ხარისხი) შაქარი,რძის ფხვნილი ან რძე, პასკის სუნელების ნაკრები, მარილი, ქიშმიში, კვერცი ,საფუარი, მარგარინი, ან კარაქი, ზეთი. კარგად გამომცხვარი (ვარგისიანობის ვადა მოწოდებიდან 15 დღე) ინდივიდუალურად შეფუთული;

12. შოკოლადის კანფეტი - 277 კგ.
მოწოდებული პროდუქტის სუნი და გემო სასიამოვნო, დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით, არაუმეტეს 1 კგ-იან შეფუთვაში. დაუზიანებელი ვიზუალით, მითითებული უნდა იყოს შენახვის, ვარგისიანობის ვადები და პირობები. შეკვრა უნდა იყოს ქარხნული და მასზე მინიშნებული უნდა იყოს მწარმოებელი.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ"
განსაზღვრულ მოთხოვნებს;

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში, მითითებულ მისამართზე: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ.N9, ეტაპობრივად, არაუმეტეს თვეში ორჯერ, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში თითოეულ საქონელზე მიუთითოს კონკრეტული: წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი.
2.1.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.
2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე.

2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

2.9.1 თვის განმავლობაში ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებით ან ანგარიშფაქტურით. საანგარიშო თვის ბოლოს აღნიშნული დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები მ. შ. კორექტირებული ან ანგარიშფაქტურა) საფუძველზე მხარეთა შორის ფორმდება ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი;

2.9.2 ტექნიკური დოკუმენტაციით მოცემული საქონლის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა;

2.9.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მულის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონელის შესაბამისად. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბექაური, 599780727, aaip.shesyidvebi@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.

10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ასევე წარმოშობის ქვეყნის ან მწარმოებელის არ მითითებისას.

10.1.7 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში არ უნდა გაითვალისწინოს დღგ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს სატენდერო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
10.1.8 სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, ასევე წარმოშობის ქვეყნის ან მწარმოებელის არ მითითებისას.

10.1.9. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru