1. ვერმიშელი 237 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან 20-25 კგ-იან ტომრებში,
ზედაპირი გლუვი, არ უნდა ჰქონდეს რაიმე ჩანართი ან/და წერტილი, უნდა იყოს
სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ფერი - ერთგვაროვანი,
კრემისფერი, ფორმა - მოთხოვნის შესაბამისად, სუნი - სასიამოვნო,
პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე
ობის,
ლპობის სუნი ან გემო, მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე, ეტიკეტი
უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით; საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის
80%-ზე ნაკლები;
2, მაკარონი - 7484 კგ.
დამზადებული ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან 20-25 კგ-იან ტომრებში,
ზედაპირი გლუვი, არ უნდა ჰქონდეს რაიმე ჩანართი ან/და წერტილი, უნდა იყოს
სუფთა, მინარევებისა და უცხო სხეულების გარეშე, ფერი - ერთგვაროვანი,
კრემისფერი, ფორმა - მოთხოვნის შესაბამისად, სუნი - სასიამოვნო,
პროდუქტისთვის დამახასიათებელი, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე
ობის,
ლპობის სუნი ან გემო, მშრალი, ობის და სინესტის/სისველის გარეშე, ეტიკეტი
უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით, საქონლის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის
80%-ზე ნაკლები;
3, მარილი - 372 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა,
უცხო მინარევების და უცხო გემოს გარეშე. სინესტის გარეშე. წმინდად
დაფქული, თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის. საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის 30%-ზე ნაკლები.
20-25 კგ-იან ტომრებში, ან ერთ კილოგრამიან შეფუთვებში;
4, შაქარი - 7085 კგ.
თეთრი ან მოყვითალო ფერის, ფხვიერი, უცხო სხეულების გარეშე. არ უნდა იყოს
დანესტიანებული. მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადაზე
60%-ზე ნაკლები. 25-50კგ-იან ტომრებში;
5. კისელი - 507 კგ.
ფხვიერი, ნესტის გარეშე, დაფასოებული 3-10 კგ იან შეფუთვით, ვარგისიანობის
ვადის მითითებით, სასიამოვნო სუნის მქონე დამახასიათებელი შესაბამის
პროდუქტისთვის;
6. პური - 9450 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული უმაღლესი ხარისხის
თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან, კარგად გამომცხვარი, უცხო
მინარევების გარეშე, სიმჟავისა და ტენიანობის გარეშე. სუნი და გემო
დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისათვის. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ მინარევებს. უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში
არსებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს (1 ცალი არანაკლებ 0,4 კგ-ს);
7. ჩაი - 2700 გრ.
შავი ჩაი, მტვრისა და უცხო სხეულების გარეშე, შეფუთული შესაბამისი
მარკირებით მითითებული მოქმედების ვადით. მიწოდებული საქონელის
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო მოქმედების ვადის
80%-ზე ნაკლები;
8. კაკაოს ფხვნილი - 14კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს წმინდად დაფქვილი, შესაბამისი
პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით, უცხო გემოს გარეშე, ფერი - მუქი
ყავისფერი, სუნი - სასიამოვნო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის.
შესაბამისი მარკირებით. მითითებული შენახვის ვადები და პირობები.
მოწოდებისას საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 50%.
ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი. მიწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%;
9, შავი პილპილი - 6 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს წმინდად დაფქვილი, შესაბამისი
პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით, დამახასიათებელი ფერით, სუნით და
გემოთი. ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევების გარეშე. საღებავების,
კონსერვანტების და ემულგატორების გარეშე;
10. სუნელები - 7 კგ.
(უცხო სუნელი, ქონდარი და ქინძი), თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
წმინდად დაფქვილი, შესაბამისი პოლიეთილენის ან მუყაოს შეფუთვით,
დამახასიათებელი ფერით, სუნით და გემოთი. ჯანმრთელობისთვის საშიში
მინარევების გარეშე. საღებავების, კონსერვანტების და ემულგატორების
გარეშე;
11. პასკა - 277 ცალი.
პასკა -წონა 800 გრ, შაქრის პუდრით . შემადგენლობა: ფქვილი(უმაღლესი
ხარისხი) შაქარი,რძის ფხვნილი ან რძე, პასკის სუნელების ნაკრები, მარილი,
ქიშმიში, კვერცი ,საფუარი, მარგარინი, ან კარაქი, ზეთი. კარგად
გამომცხვარი (ვარგისიანობის ვადა მოწოდებიდან 15 დღე) ინდივიდუალურად
შეფუთული;
12. შოკოლადის კანფეტი - 277 კგ.
მოწოდებული პროდუქტის სუნი და გემო სასიამოვნო, დამახასიათებელი
გარკვეული ნიმუშისთვის. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით,
არაუმეტეს 1 კგ-იან შეფუთვაში. დაუზიანებელი ვიზუალით, მითითებული უნდა
იყოს შენახვის, ვარგისიანობის ვადები და პირობები. შეკვრა უნდა იყოს
ქარხნული და მასზე მინიშნებული უნდა იყოს მწარმოებელი.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317
დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის
განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ"
განსაზღვრულ მოთხოვნებს;
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.