1. საქონლის ხორცი - 675 კგ.
საქონლის რბილი-უძვლო ხორცი - ახლად გაყინული; ორგანოლეპტიკურად
(ფერი-ვარდისფერი, სუნი და კონსისტენცია დამახასიათბელი.)
დამაკმაყოფილებელი; შენახვის ვადა: მიწოდებიდან არანაკლებ 1 თვე.
საქონლის ხორცი, დაკლული და დამუშავებული უნდა იყოს სასაკლაოს მიერ.
საქონლის ხორცი, დაფასოებული, შეფუთული , გაყინული და სათანადოდ
ეტიკეტირებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ, ცალკეული ლოკაციებისათვის
საჭირო რაოდენობების მიხედვით. თითოეულ მოწოდებულ საქონელს უნდა
ჰქონდეს საქართველოს კანონით განსაზღვრული ვეტერინარული მოწმობა
(ფორმა N2).ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს
შესაბამისი შეფუთვით.
2. ქათმის ბარკალი - 898 კგ.
ქათმის ბარკალი , მშრალი გაყინვის მეთოდით, თითოელ მოწოდებულ პარტიას
უნდა ახლდეს წარმოშობის და ხარისხის სერთიფიკატი, შესაბამისი
მარკირებით, საქონლის მოწოდებისას დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. შესაბამისი შეფუთვით.ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს შესაბამისი შეფუთვით;
3. სოსისი - 675 კგ.
შემადგენლობა-ქათმის ხორცი, ფერი,სუნი და გემო დამახასიათებელი
მოცემული სახეობის პროდუქტისთვის. გარეკანი სუფთა, ცხიმოვანი
გამონაღვენთების და დაზიანების გარეშე. ეტიკეტზე დამამზადებლის
რეკვიზიტების ნიშნული. პროდუქტის შემადგენლობა, შენახვის პირობები და
დამზადების ვადა. ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ
სტანდარტებს შესაბამისი შეფუთვით;
4. ხორცის კონსერვი - 14670კგ.
უნდა შეიცავდეს ძროხის ხორცის მკვრივ ნაჭრებს, ცხიმს, ხახვს, შავ
წიწაკას, დაფნის ფოთოლს, მარილს;100გრ. პროდუქტში უნდა იყოს: ცილა 8-15 გრ.
ცხიმი 10-20 გრ. ენერგეტიკული ღირებულება 160- 220კკალ. ხორცის და ცხიმის მასური
წილი არანაკლებ 58%–სა; დაფასოებული თუნუქის უჟანგავ ქილებში, წონით
არანაკლებ 325 გრამი. დასაშვები ცდომილება +/- 5გრ. ბომბაჟის და მექანიკური
დაზიანების გარეშე. შენახვის ვადა მიწოდებიდან არანაკლებ 2 წელი;
დამზადების თარიღი მითითებული ქილის თავსახურზე. პროდუქტი არ უნდა
შეიცავდეს ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს, ღორის ხორცს, ადამიანის
ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების,
კონსერვანტების და ემულგატორების სახით).ტრანსპორტირების პირობები
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს შესაბამისი შეფუთვით;
5. ქათმის ფილე- 3330 კგ.
გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით, სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი
ხორცისთვის, 0.500-1 კგ შეფუთვით.ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს, შესაბამისი შეფუთვით.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივრით) სადაც დაცული იქნება შენახვის
ტემპერატურული პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული
მანქანა რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურული რეჟიმების
გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე, წარმოდგენილი უნდა იქნას,
საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული, „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული, ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა №2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი.
ხორცი უნდა იყოს, სათანადოდ ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის, 2016
წლის 9 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის ხორცისა და
საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ" ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული
უნდა იყოს: ვარგისიანობის ვადა, დაკვლის, დამუშავების, გაყინვის დრო და
ტემპერატურა. ასევე, მითითებული უნდა იყოს, ყველა სავალდებულო ჩანაწერი
მ.შ. საქონლის სანომრე ნიშანი, რომლითაც მოხდება იდენტიფიცირება
ვეტერინარულ მოწმობაში (ფორმა №2) დაფიქსირებულ საქონელსა და
დაფასოებულ ხორცს შორის.
უნდა იყოს, ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით, უნდა აკმაყოფილებდეს, აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული, ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული, „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული, „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 13 მარტის №173
დადგენილებით "ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ"
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.