1. კარტოფილი - 4455 კგ.
კარტოფილის ბოლქვი უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის გარეშე;
არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი, მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი,
დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის;
მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე მეტი; კარტოფილის
ბოლქვის დიამეტრის ზომა არანაკლებ 6 სმ; არ უნდა აღენიშნებოდეს
სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები; შეფუთვა მთლიანობის დარღვევის გარეშე,
დაფასოება 50 კგ-მდე (±0.4%) ბადე-ტომრებში (შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად);
2. კომბოსტო - 1890 კგ.
თეთრი ფერის, საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელკანიანი, შავი წერტილების
გარეშე, კარგად შეკრული თავები, მრგვალი ან ოვალური ფორმის; არ უნდა იყოს
ჭიანი, დამპალი, მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და
სხვა); არ უნდა იყოს მოყინული, მიწის შემცველობის გარეშე; თითოეული თავის
წონა უნდა იყოს 0.9–1.5 კგ; თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები;
3. ჭარხალი - 291 კგ.
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ნაკლებძარღვიანი, მრგვალი ან მოგრძო
ფორმის, მუქი წითელი შეფერილობის გულით, სიცარიელისა და ლაქების გარეშე;
არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი, მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი,
დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა იყოს მოყინული; მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%-ზე მეტი; თითოეული ბოლქვის წონა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრ;
თითოეულ თავს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და
სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
4. სტაფილო - 858 კგ.
საღი, საშუალო ზომის, სუფთა, მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე,
მოგრძო ფორმის, ღეროები დაჭრილი; სუნი, ფერი და გემო უნდა იყოს
დამახასიათებელი აღნიშნული პროდუქტისათვის; არ უნდა იყოს ჭიანი,
დამპალი, მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ
უნდა იყოს მოყინული; მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე
მეტი; არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
5. ბრინჯი - 7680კგ.
გრძელი ან მრგვალი ფორმის (მოთხოვნის შესაბამისად),მინარევებისა და
უცხო სხეულების გარეშე; მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების
გარეშე;მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 99%
–ს,ობისა და სინესტის/სისველის გარეშე, სასიამოვნო, პროდუქტისთვის
დამახასიათებელი სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის,
ლპობის სუნი ან გემო;მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის
ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%, ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი
ტომარაზე ან/და ჩაკერებული ძაფით. დაფასოებული 25-50 კგ-იანი ტომრით;
6. წიწიბურა - 7200 კგ.
სუფთა, ფერი - ღია ყავისფერი, ღია ჩალისფერი,მინარევებისა და უცხო
სხეულების გარეშე;მავნებლების მიერ მიყენებული დაზიანებების გარეშე;
ობისა და სინესტის/სისველის გარეშე;პროდუქტისთვის დამახასიათებელი
სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის
სუნი ან გემო, მიწოდებული სურსათის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა
იყოს საერთო ვადის არანაკლებ 50%,ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე
ან/და მიკერებული ძაფით . დაფასოებული 25-50 კგ-იანი ტომრით;
7. ოსპი - 453 კგ.
ფერი - სტაფილოსფერი, სუნი - სასიამოვნო მახასიათებელი შესაბამისი
ნიმუშისთვის (ობისა და ნესტის გარეშე), მინარევებისა და უცხო სხეულების
გარეშე, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
საერთო ვადის არანაკლებ 60%,ეტიკეტი უნდა იყოს ნაბეჭდი ტომარაზე ან/და
ჩაკერებული ძაფით. დაფასოებული 25-50 კგ-იანი ტომრით;
8. ხახვი - 682 კგ.
თეთრი ფერის, საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, თხელფოთლიანი, ღივის გარეშე,
მრგვალი ან ოვალური ფორმის, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი,
დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე
(გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული; თითოეული თავის
მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ-ის, თითოეულ ბოლქვს არ
უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, პროდუქტი დაფასოებული უნდა
იყოს ბადე–ტომრებში;
9. ლობიო - 7740კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია ახალი, დარჩეული, (არ უნდა იყოს დამსხვრეული
და არ უნდა შეიცავდეს უცხო მინარევებს),ფორმა მრგვალი ან მოგრძო, ფერი-
მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის,არადამახასიათებელი/
სპეციფიკური სუნის გარეშე, ობისა და ნესტის გარეშე, მავნებლებით
დაბინძურებისა და დაზიანების გარეშე,მოწოდებისას საქონლის შენახვის
ვადა არანაკლებ საერთო ვადის 50%.დაფასოებული 25-50 კგ-იანი ტომრით;
10. ქიშმიში - 48კგ.
ღია ფერის ან ქარვის ფერის, მინარევების გარეშე, აღნიშნული
პროდუქტისთვის დამახასიათებელი სუნით და ვიზუალით. შესაბამისი
შეფუთვით;
11. მწვანილი - 291კგ.
ახალი, მწვანე შეფერილობის ფოთლებით,საღი, მშრალი, სუფთა, ფესვების
გარეშე,არ უნდა იყოს გაყვითლებული, გაყვავილებული, დამპალი, მექანიკური
დაზიანებების მქონე, მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%-ზე
მეტი, არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები;
12. ნიორი - 14 კგ.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, საშუალო ზომის, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, ნაკლებადძარღვიანი, არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული ლაქების გარეშე.
მიწის შემცველობა არ უნდა იყოს საერთო წონის 1%–ზე მეტი. სურსათის
უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს;
13. მანდარილი - 554 კგ.
საღი, სუფთა, მწიფე, მკვრივი, არ უნდა იყოს დამჭკნარი, ჭიანი, დამპალი,
მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), ფერი და
გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი, თითოეულის წონა უნდა
შეადგენდეს არანაკლებ 80 გრამს. არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. პროდუქტი დაფასოებული უნდა იყოს 15-20 კგ-მდე (±0.4%) ხის ან
მუყაოს ყუთებში.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული, "სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და "სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული
წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების,
გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.