Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #69154546)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 69154546
Дата публикации: 08-12-2025
Сумма контракта: 1 879 548


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022697
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 17:55
Начало приема предложения 08.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 13.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 1`879`548.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34131000 - Грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 190 კალენდარული დღის განმავლობაში.
Дополнительная информация
სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალება.
information about the subject of procurement: Specialized Vehicles (Pickup);

Estimated value of procurement 1’879’548.00 GEL;
Classifier (CPV) code: 34100000 – Motor Vehicles;
Amount or Volume of Procurements - 20 units;
Supply Period – 190 calendar days after the execution (signing) of the contract;
Bid reduction step 7518.00 GEL
Guarantee amount 18`832 GEL
Guarantee validity period: 160 Days

Source of funding – Budget 2025.
Количество и объём закупок 20 ცალი
Шаг снижения цены 7`518.00 GEL
Размер гарантии 18`795 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nodar sadunishvili :: 14.11.2025 14:51
  • Последнее исправление: nodar sadunishvili :: 08.12.2025 17:55
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655368&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალება - 20 ცალი.

1.2.1. ავტომანქანების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში (დანართი N1). პრეტენდენტი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოადგენს დანართ N1-ს.

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ოთხკარიანი+საბარგულით, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

1.2.9. ამ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, თუმცა აღნიშნულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი,საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.2.11. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი − ჰიბრიდი).

დანართი N2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 190 კალენდარული დღე.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.5.3. მიმწოდებელმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს არანაკლებ ორ ქალაქში, მათ შორის, (თბილისი, ქუთაისი (ან ქუთაისიდან არაუმეტეს 10კმ-ს რადიუსში), ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს ქ. თბილისში. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრების შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1.მიწოდებული ავტომანქანები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი და უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;

1.7.1.2. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.3. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

1.7.1.4. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.5. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.6. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი #2"-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და ავტომანქანის მარკა/მოდელის შესახებ.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი N2-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნისა და მარკა/მოდელის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან თუ ავტომანქანის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ბრენდის, მოდელის ან მწარმოებელი ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ერთერთ ქვემოთ მითითებულ პირობებს:

ა) გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ბ) წარმოადგინოს პრედენტენტმა მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრს შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულება ან/და შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე სხვა სახის დოკუმენტი (შესაძლებელია წერილობითი წინასწარი თანხმობა) იმის თაობაზე, რომ ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებას საგარანტიო პერიოდში გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას გაუწევს მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ტექნიკის, მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი ან/და დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე - აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის სულ მცირე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში ატვირთული დანართის N1 ცხრილის მე-2 სვეტის პირველიდან მე-15 პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები (სპეციფიკაცია).

2.7.1.3. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ავტომანქანებს უნდა გააჩნდეს შემდეგი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი:
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან/და
IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან/და
JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

აღნიშნული დოკუმენტ(ებ)ი უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი) EXCEL ფორმატში;
3. პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.5.3, 1.5.4 და 2.3.1 პუნქტები);
4. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ტექნიკის, მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი ან/და დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.1 პუნქტი);
5. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც მითითებული იქნება შემოთავაზებული საქონლის სულ მცირე წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტში ატვირთულია დანართის N1 ცხრილის მე-2 სვეტის პირველიდან მე-15 პოზიციის ჩათვლით განსაზღვრული ყველა ტექნიკური მახასიათებელი (სპეციფიკაცია) (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.2 პუნქტი).
6. უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.3 პუნქტი).
7. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელთან დაკავშირებით ნოტარიულად დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს:

ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება ჯერ არაღიარებული დავალიანება, აღნიშნული ბიუჯეტის მიმართ სალდირებულ დავალიანებად არ ჩაითვლება).

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
2. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, აღნიშნული განიხილება ვალდებულების შეუსრულებლობად და შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მოცულობის შესაბამისად, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
2. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 10.3 და 10.5 პუნქტებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru