Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Молочные продукты (Грузия - Тендер #69154538)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gurdjaani Preschool Educational Istitutions Union
Номер конкурса: 69154538
Дата публикации: 08-12-2025
Сумма контракта: 343 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022705
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 18:02
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 343`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15500000-Молочные продукты
Коды классификатора
  • 15511000 - Молоко
  • 15530000 - Масло
  • 15541000 - Столовый творог
  • 15542100 - Творог по-деревенски
  • 15551000 - Йогурт и прочие ферментированные молочные продукты
Срок подачи 2026 წლის იანვრის თვიდან, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`600.00 GEL
Размер гарантии 3`437 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dea megrelishvili :: 08.12.2025 17:01
  • Последнее исправление: teona kasrelishvili :: 08.12.2025 18:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659594&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის რძის პროდუქტების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2. საქონელის აღწერა, შესყიდვის ობიექტის მოცულობა:
მაწონი - 4334.00 კილოგრამი.
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, ცხიმიანობა 3,2 %, უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებსა და ცილებს (მათ შორის მცენარეულ ცხიმებს), არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს, არა მჟავე, საშუალო სისქის, ერთგვაროვანი კონსისტენციით, შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,4 - 2,0 კგ-იან ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 15 დღის განმავლობაში.
არაჟანი - 3686.60 კილოგრამი.
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისგან, ქარხნული დამზადების და ქარხნული წესით დაფასოებული: 0,180 - 2,0 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში, ცხიმიანობა 15 %. ქილაზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებსა და ცილებს (მათ შორის მცენარეულ ცხიმებს), არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს, არადამახასიათებელი სპეციფიური სუნის, ფერის და სიმჟავის გემოს გარეშე. საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 15 დღის განმავლობაში.
ხაჭო - 1880.50 კილოგრამი.
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული რძისაგან, ქარხნული წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. ცხიმიანობა 6 %. თეთრი ფერის, სიმჟავისა და არადამახასიათებელი სუნისა და გემოს გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,180 - 2,0 კგ. დახურულ შეფუთვაში.საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 15 დღის განმავლობაში.
ულტრაპასტერიზებული რძე - 32 620.50 ლიტრი.
ქარხნული წარმოების, ცხიმიანობა 2.5 % . არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი სუნი, ფერი და სიმჟავის გემო. შესაბამისი მარკირებით: - შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები და შტრიხკოდი. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,5-1 კგ-იან შეფუთვაში.
კარაქი - 2349.80 კილოგრამი.
ნაღების კარაქი დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ცხიმიანობა 82.5%, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებებს, დამახასიათებელი მოყვითალო ფერით, სუნის და სიმწარის გემოს გარეშე, დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. შეფუთვა: 0,200კგ- 1,00 კგ-მდე.(კარაქის გარკვეული რაოდენობის დაფასოება თუ მოხდება,მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში,შესაბამისი ეტიკეტით სადაც მინიშნებული იქნება ვადები და კარაქის სახელწოდება, თუ მოთხოვნილი რაოდენობა შეესაბამება ქარხნულ დაფასოებას ის უნდა იყოს მოწოდებული ქარხნული შეფუთვით).მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად, მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისისანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40 %.
ყველი - 3132.30 კილოგრამი.
ყველი ქარხნული წარმოების. უცხო სუნისა და გემოს გარეშე, ნაკლებ მარილიანი, დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, კონსერვანტების, ემულგატორების, საღებავების და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე. დაფასოებული ქარხნული წესით ვაკუუმპაკეტებში, შემსყიდველის მიერ მიწოდებული წონების შესაბამისად, წონა არ უნდა აღემატებოდეს 1.5 კილოგრამს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ეტიკეტირებით, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების და შემადგენლობის მითითებით.
იოგურტი - 980.00 კილოგრამი.
ნატურალური რძისგან დამზადებული, სხვადასხვა ხილის პასტერიზებული დანამატებით, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე, მცენარეული ცხიმის გარეშე, ცხიმიანობა 2.7%, არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს და საღებავებს. დაფასოება 100- 300 გრამიან ქილებში ქარხნული წესით, შესაბამისი მარკირებით, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით. საქონლის ვარგისიანობის ვადა - საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 15 დღის განმავლობაში.

რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
1. თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
2. რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.
3. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
4. რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით ) განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
5. რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
6. რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
7. რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებას, “სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”.
8. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის N55 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“.
9. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილება ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
10. საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16.08 №303/ნ ბრძანების „განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ.”- მოთხოვნებს.
მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მაქსიმუმ 3-ჯერ განახორციელოს ლაბორატორიული შემოწმება (რძის პროდუქტების შემოწმება ცხიმიანობაზე; კარაქის შემოწმება მცენარეული ცხიმის შემცველობაზე; ყველის შემოწმება რძის ცხიმის სისუფთავეზე (მცენარეული ცხიმების გამორიცხვის მიზნით), რძის ფხვნილის შემცველობასა და მარილის შემცველობაზე).

რძის პროდუქტების თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს რძის პროდუქტების კონკრეტულ პარტიაზე/სერიული ნომრის მითითებით გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკატი.

რძის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც საჭიროების მიხედვით მოხდება გაერთიანების მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, გაერთიანება ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონელის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, 2026 წლის იანვრის თვიდან, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. წერილობითი მოთხოვნა დასარიგებელი საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, არაუგვიანეს დარიგების წინა 2-3 დღისა.
1.5.2. საქონლის დარიგება საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორ კვირაში ერთხელ (სამუშაო დღეებში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე). მიწოდება განხორციელდება 37 საბავშვო ბაგა-ბაღში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
სოფ. ვაჩნაძიანი
სოფ. კახიფარი
სოფ. კალაური
სოფ. შაშიანი
სოფ.ვაზისუბანი
სოფ. მუკუზანი
სოფ. ზეგაანი
სოფ. ახაშენი
სოფ. ველისციხე
სოფ. ჩუმლაყი
სოფ. ყიტაანი
ქ.გურჯაანი
სოფ. გურჯაანი
სოფ. ჭანდარი
სოფ. ვეჯინი
სოფ. კოლაგი
სოფ. ბაკურციხე
სოფ. კარდენახი
სოფ. ჩალაუბანი
სოფ. მელაანი
სოფ. ქოდალო
სოფ. დარჩიეთი
სოფ.არაშენდა
სოფ. კაჭრეთი
სოფ. ზემო კაჭრეთი
სოფ. ჯიმითი
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული პროდუქტის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი #3- ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.
2.7.1.2 თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე.
2.7.1.3 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).
2.7.1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე ბიზნესოპერატორს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავლილი უნდა ჰქონდეს (ან ტენდერის დასრულებამდე უნდა გაიაროს) სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, (ინსპექტირება), რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების აქტი) უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, სადაც არ უნდა ფიქსირდებოდეს კრიტიკული შეუსაბამობები და შესასრულებელი დავალებები, გარდა ისეთი შესასრულებელი დავალებების, რომელიც ხელს უშლის აღნიშნული პროდუქტის წარმოება/მომზადება/დაფასოვებას.

2.9 other additional requirements

არ მოითხოვება.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა გაერთიანების ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს რძის პროდუქტების ნიმუშები.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქალაქი გურჯაანი, რუსთაველის #22.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მოწოდების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის, ან/და აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედ დასმული, დანართი #1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონელის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა კასრელიშვილი, 577379727, gurgaanibavshvebi@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ფასების ცხრილის განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ. ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru