Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69154529)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of State Property
Номер конкурса: 69154529
Дата публикации: 08-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022714
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 18:15
Начало приема предложения 16.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 985`036.09 GEL
Контрактная цена объекта закупки 180`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 1`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgibasilaia :: 04.12.2025 17:41
  • Последнее исправление: giorgibasilaia :: 08.12.2025 18:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658964&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთება (სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შემდეგ ქალაქებში - ქ. თბილისი, ქ. ფოთი. ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ახალციხე, ქ. გორი, ქ. თელავი, სერვისცენტრები,სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. მიმწოდებელს ყველა ობიექტზე უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისთვის, რომ უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში (ავტომანქანის შეკეთებამდე), შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ერთდროულად მინიმუმ ორი ავტომობილის განთავსება.
3. მიმწოდებლის ავტოსერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში მოცემული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით.
4. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე უნდა ჩაატაროს შესაკეთებელი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები.
5. მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ავტომობილის შეკეთების გეგმა-გრაფიკი იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტში.
6. საგარანტიო პირობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტში.
7. ავტომობილის დაზიანებული სათადარიგო ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით. ავტომანქანების შეკეთებისა და მომსახურებისათვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს.
8. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, ახალი დეტალით, არაუმეტეს ზემოაღნიშნული ვადების შესაბამისად.
9. მიმწოდებლის მხრიდან არაჯეროვანი მომსახურების გაწევის, მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის ან/და გამოცვლილი სათადარიგო ნაწილების ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის სამჯერ დაფიქსირების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10. ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) ჩამონათვალი და ღირებულება.
11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილებია: ადგილებია: ქ. თბილისი, ქ. ფოთი. ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ახალციხე, ქ. გორი, ქ. თელავი.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელი (კონტრაქტორები მათი არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია შეცვლილ ან/და აღდგენილ დეტალებზე გაავრცელოს გარანტია:
1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 (ექვსი) თვე;
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 (ერთი) წელი ან 30 000 კმ;
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 (ერთი) წელი;
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 (ექვსი) თვე;
5. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 (ერთი) წელი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ავტოტექმომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
2. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული ხელშეკრულებების მიხედვით მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი, თითოეული არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით;
3. გამოცდილების დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული ხელშეკრულებები, წარმოდგენილი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტები და ამ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად;
4. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1.1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 8 (რვა) ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად 6 მსუბუქი და 2 სატვირთო ავტომანქანის შეკეთება (რვა ბოქსი).
1.2. ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 2 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ერთი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანის მომსახურება (ორი ბოქსი).
1.3. ქ. ფოთის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 2 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ერთი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანის მომსახურება (ორი ბოქსი).
1.4. ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 3 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანის მომსახურება (სამი ბოქსი).
1.5. ქ. გორის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 2 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ორი მსუბუქი ავტომანქანის მომსახურება (ორი ბოქსი).
1.6. ქ. ახალციხის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 3 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანის მომსახურება (სამი ბოქსი).
1.7. ქ. თელავის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება მინიმუმ 2 ერთეული ამწე მექანიზმით, სადაც შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ორი მსუბუქი ავტომანქანის მომსახურება (ორი ბოქსი).

2. მიმწოდებელს ყველა ობიექტზე უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისთვის, რომ უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში (ავტომანქანის შეკეთებამდე), შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ერთდროულად მინიმუმ ორი ავტომობილის განთავსება.

3.მიმწოდებელის ავტოსერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობით:
3.1. მოქმედი ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.2. ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.3. საყრდენი დისკის მოხვეწის აპარატი, ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.4. ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასწორების აპარატი, ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.5. თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.6. ძრავის დიაგნოსტირება და კაპიტალური შეკეთება არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.7. გადაცემათა კოლოფისა და ხიდების კაპიტალური შეკეთება არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.8. საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.9. დიზელის მაღალი წნევის ტუმბოს დიაგნოსტიკის, მფრქვევანების („ფარსონკების“) დიაგნოსტიკისა და აღდგენის დანადგარები არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.10. ავტომატური კოლოფის ზეთის შეცვლა აპარატით არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.11. პირველადი მოთხოვნის მარაგი ადგილზე: ხუნდები, მტვერდამცავები ყველა არსებულ სერვისცენტრში;
3.12. ყველა სერვისცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები.
3.13. სამღებრო დანადგარი (საშრობი) არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.14. ავტომობილის გასაჭიმი რობოტი არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.15. ავტომობილის სათუნუქე სამუშაოებისათვის შესაბამისი სივრცე არანაკლებ თბილისის სერვისცენტრში;
3.16. წინა მაშუქების რეგულირების აპარატი ან სტენდი ყველა სერვის ცენტრში;
3.17. კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დატენვის მოწყობილობა ყველა სერვისცენტრში.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს ავტომობილის შეკეთება შემდეგ ვადებში:
1. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, იმავე დღეს.
2. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
3. ელექტრო დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, იმავე დღეს.
4. თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალ(ებ)ი, რომლ(ებ)იც არ აღმოაჩნდა კომპანიას და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 40 (ორმოცი) დღის ოდენობით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1. მიმწოდებელმა (კონტრაქტორები მათი არსებობის შემთხვევაში) უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული სერვისცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართის/მისამართების მითითებით;
2.თითოეულ ქვეკონტრაქტორზე წარმოადგინოს მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი (შემსყიდველის (ჩვენს მიერ) გაცემული სარეკომენდაციო წერილი არ ჩაითვლება სარეკომენდაციო წერილად);
3. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი);
4. სავალდებულოა რომ წარმოდგენილ დოკუმენტში შესაბამისი მომსახურების გაწევის ვადები განსაზღვრული იყოს არანაკლებ ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების შესაბამისად - 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
5. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – “შავ სიაში“ და „გაფრთხილებულ მომწოდებელთა სიაში“;
6. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული მომსახურების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. პრეისკურანტი - ფასების ცხრილი (სატენდერო პირობების პუნქტი 1.3-ის შესაბამისად);
3. ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (სატენდერო პირობების პუნქტი 1.7.1-ის შესაბამისად);
4. პრეტენდეტნის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (სატენდერო პირობების პუნქტი 2.2.1 შესაბამისად);
5. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ (სატენდერო პირობების პუნქტი 2.3.1 შესაბამისად);
6. ინფორმაცია პრეტენდენტის მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ (სატენდერო პირობების პუნქტი 2.5.1 შესაბამისად);
7. ინფორმაცია პრეტენდენტის ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ (სატენდერო პირობების პუნქტი 2.8.1 შესაბამისად).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე:
1. შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოდგენა ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
2. პრეტენდენტმა, აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

-ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორებით ლარში;
-ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურის/მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურის და მიღება-ჩაბარების აქტის) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგიბასილაია, 599801177, gbasilaia@nasp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, იმ შემთხვევაში თუ მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
2. მომსახურების გაწევის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს საქართველოში არსებული ყველა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის დაიცვას უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა ნორმა და წესები დაკავშირებული მომსახურების გაწევასთან, ასევე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს აღნიშნული ნორმების დაცვისათვის საჭირო ყველა ინვენტარის თუ აღჭურვილობის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში ფლობა.
3. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს ჩათვლით;
4. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
4.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
4.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
5. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
6. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს განფასება დ.ღ.გ-ს ჩათვლით ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართების მიხედვით;
7. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
9. პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთეულის ფასის კლება პოზიციებზე უნდა განახორციელოს პროპორციულობის პრინციპით, ასევე, კლება პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული ფასიდან გამომდინარე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru