მომსახურების ტექნიკური დავალება - დანართი N2:
1. შენობაში არსებული მოწყობილობებისა და სისტემების ჩამონათვალი:
ჩილერი - GALANS – 220კვ -2ც;
გათბობის ქვაბი - ERENSAN - 300 კვ - 2ც; გაზის სანთურა - UNIGAZ - 320კვ - 2ც; დიზელის სანთურა-
UNIGAZ - 320კვ - 2ც;
სისტემური მართვის ბლოკი - JTX –A- HANBEL; ლიფტი - 2;
ფანკოილი - კასეტური - 161;
გენერატორი - 5KJR -150 კვ -1;
ცხელი წყლის საცირკულაციო ტუმბოები DAB-ის ფირმის - 0,5 კვ-დან - 14 კვ-მდე;
მოცულობითი ბოილერი - 500 ლ - 1ც;
ჰიდრო - მოდული წყლის მიწოდების ტუმბოებით, სარეზერვო ავზებით - 2ც;
ელექტრო სენსორული კარი - 2;
შლაგბაუმები და ტურნიკები - 2;
ელექტრო - სენსორული მაღალწონიანი ჭიშკარი მუშაობის დროის 70% - იანი
დატვირთვით;
ვენტილაციის VRV - სისტემები კომპლექსური -2;
გაგრილების მულტიზონალური სისტემები - 1;
შიდა ელექტრო მოწყობილობა მაღალი ძაბვის ფარები ჩამრთველები, ელექტრო
მაგნიტური
კონტაქტორები, სანათები და სხვადასხვა ტიპის გასანათებელი
მოწყობილობები;
გარე - ელექტრო მოწყობილობა, პერიმეტრისა და ფასადების განათება, მაღალი
ძაბვის ელექტრო კარადები;
სერვერის კონდენცირება - 1;
სარდაფის სავენტილავიო სისტემები და მოწყობილობები;
მიმდებარე ტერიტორია და გაზონები, სკვერი; სარწყავი და საკანალიზაციო
სისტემები;
სველი წერტილები, საშხაპეები, უნიტაზები, ხელსაბანები;
შენობის შიდა ინტერიერის კარებისა და ფანჯრების საკეტები, გულანები,
ანჯამები,
ბოქლომები, სახელურები.
გასაწევი მომსახურების აღწერილობა:
2. შიდა და გარე ელექტრო-სისტემების მომსახურება;
1 .სადენების შემოწმება გადახურების ან დაწვის საშიშროების თავიდან
აცილების მიზნით;
2. იზოლაციის შემოწმება სპეციალური ხელსაწყო <მეგერის> საშუალებით 2
თვეში
ერთხელ და საჭიროებისამებრ;
3. გარე და შიდა განათების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირების
უზრუნველყოფა;
4. ელფარების ყოველკვირეული მონიტორინგი;
5. ამომრთველების შეცვლა;
6. ნათურების დროული შეცვლა;
7. დაზიანებული სანათების რემონტი/შეცვლა;
8. პერიოდულად და საჭიროებისამებრ დენის ძალის (ამპერაჟის) კონტროლი.
პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ
განხორციელდება შესაბამისი პრევენციული ზომები დაუყოვნებლივ.
3. გაგრილების სისტემის მომსახურება;
1. გაგრილების ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი;
2. გაგრილების ცენტრალური დანადგარის და მთლიანი სისტემის გამორეცხვა
და რადიატორის გასუფთავება 6 თვეში ერთხელ და საჭიროებისამებრ.
3. სისტემაში წყლის ან გლიკოლის წნევის კონტროლი;
4.საცირკულაციო დანადგარების კონტროლი გადახურების და მწოყობრიდან
საკისრების გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით;
5. გაგრილების დანადგარების (ფანკოილი) ფილტრების გასუფთავება
ჭუჭყისაგან
საჭიროებისამებრ;
6. სპლიტ კონდიციონერების შეკეთება დაზიანების შემთხვევაში
დაზიანებული დეტალის შეცვლა; ფრეონის დამატება, ფილტრების წმენდა 6
თვეში ერთხელ, და საჭიროებისამებრ;
7. სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა
მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო
სამუშაოები.
4. ვენტილაციის სისტემის მომსახურება;
1.ვენტილაციის ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი და
საჭიროებისამებრ;
2. ვენტილაციის დანადგარის ფილტრების გასუფთავება თვეში ერთხელ და
საჭიროებისამებრ;
3. დანადგარებზე ღვედისა და ძრავის შემოწმება, დაზიანებული ღვედის
შეცვლა;
4. ვენტილაციის კამერის თერმო დანადგარით შემოწმება თვეში ერთხელ და
საჭიროებისამებრ;
5. ჰაერის ნაკადების ციფრული შემოწმება სეზონურად;
6.სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა
მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო
სამუშაოები;
5. გათბობის სისტემების მომსახურება GAZ X5/MCE-EL
1. გათბობის ცენტრალური დანადგარის 24 საათიანი მონიტორინგი;
2. გათბობის ცენტრალური დანადგარის და მთლიანი სისტემის გამორეცხვა
მინიმუმ
ერთჯერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და საჭიროებისამებრ;
3. სისტემაში წყლის ან გლიკოლის წნევის სისტემატიური კონტროლი;
4. საცირკულაციო დანადგარების კონტროლი თერმო კამერის გამოყენებით,
გადახურების
და მწოყობრიდან საკისრების გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით;
5. გათბობის დანადგარის (ფანკოლის) ფილტრების გასუფთავება და რეგულირება
საჭიროებისამებრ;
6. სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა
მწარმოებლის
რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო სამუშაოები.
6. წყალმომარაგების, კანალიზაციის /სან–კვანძების სისტემების
მომსახურება;
1. საკანილაზციო სისტემის დასუთავება და მოვლა პატრონობა
საჭიროებისამებრ;
2. ქსელში წყლის წნევის მონიტორინგი;
3. სახურავის სანიაღვრე სისტემის მოვლა/გამართული ფუნქციონირების
უზრუნველყოფა;
4. დაზიანებების დროულად აღმოფხვრა.
7. გენერატორის მომსახურება
1. ჰაერის ფილტრების, ზეთის ფილტრების, საცხებ-საპოხი მასალების, ტენის
საცირკულაციო ძრავის და აკუმულატორის დროულად შეცვლა;
2. ყოველთვიური საავარიო გაშვება (და საჭიროების შემთხვევაში);
3. დანადგარის სრულფასოვან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
ინფრასტრუქტურის სრული მომსახურება;
4. სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა - პატრონობა
მწარმოებლის
რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო სამუშაოები.
8. ლიფტების მომსახურება;
1. კაბინის ვენტილაციის, განათების, ღილაკების, საზეთურების,
მიმართველების, ძრავის
და მუხრუჭის, კაბინის შიდა სისტემის შემოწმება თვეში ერთხელ და
საჭიროებისამებრ;
2. კაბინის ტროსების, შკივების, სიჩქარის შემზღუდველის, მცოცავების,
ავარიული
დახმარებისა და უწყვეტი კვების წყაროს შემოწმება თვეში ერთხელ.
კაბინის საფიქსირებლების, მართვის კარადის, ძრავის სამაგრის, კაბინის
ავარიული დამჭერების, მუხრუჭის ხვიის, შახტის ელ.გაყვანილობისა და
ავტომატური ამომრთველების შემოწმება
და მუდმივი მონიტორინგი;
3. დანადგარის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული
ინფრასტრუქტურის მომსახურება სრულად;
4. სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა - პატრონობა
მწარმოებლის
რეკომენდაციების სრული დაცვით, ასევე სხვა სარეგლამენტო სამუშაოები.
შლაგბაუმების, სენსორული ელ-კარისა და ტურნიკების მომსახურეობა
ყოველკვირეული შემოწმება, რეგულირება, დეტალებისა და მოწყობილობების
შეცვლა.
მაღალწონიანი ელექტრო-სენსორული გასაგორებელი მეტალის კარი,
საკისრების, ბორბლების, სენსორების, რედუქტორის და უსაფრთხოების
დამცავი მოწყობილობების ყოველდღიური მონიტორინგი და პრობლემების
აღმოფხვრა.
9. მიმდებარე ტერიტორიის მოვლა;
1. გაზონების გაკრეჭვა, დასუფთავება, მორწყვა, ავტოსადგომის
მომსახურება, დახაზვა,
სარწყავი სისტემის ექსპლუატაცია.
2. სადრენაჟო-სანიაღვრო სისტემების გასუფთავება; ფილაქნების, ასფალტის
საფარისა და
სკვერის მოვლა.
10. შიდა ინტერიერი
1. კარებისა და ფანჯრის საკეტები, ანჯამების, გულანების, პლინტუსების,
ლარტყების,
ბოქლომების შეცვლა-შეკეთების სამუშაოები.
2. სარდაფის სავენტილაციო, სადრენაჟო, საკანალიზაციო სისტემების
მომსახურეობა.
დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს
დანართ #1-ში (პრეისკურანტში) მოცემული მომსახურებას და ძვირადღირებული
დეტალების და მასალების ახლით შეცვლას, რომლის ანაზღაურება
განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
11. ობიექტს მოემსახურება
1. თანამშრომელი, მენეჯერი, ყოველდღიურად 09:00 სთ-დან 20:00სთ-მდე, შაბათ-კვირას
საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც გაუწევს მონიტორინგს გაგრილების,
გათბობის,ვენტილაციის სისტემებს, კონდიციონერებს, ელექტროობას,
გენერატორებს, შლაგბაუმებს, ლიფტებს, სენსორული კარებს,
ელექტროსენსორულ მაღალწონიან ჭიშკრს, სარწყავი სისტემას, ინტერიერს
მექანიკური მოწყობილობებს, საკანალიზაციო სისტემებს, სანტექნიკას,
მოამზადებს დეფექტურ აქტებს . მიმწოდებელი წარმოადგენს მიღება
ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებულ სამუშაოსთან ერთად გასული
თვის ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2. ყოველდღიურად შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი
სამუშაო, შესაძლებელია ცენტრალური დანადგარები გამოვიდეს მწყობრიდან,
ძრავებს, კონდენსატს, ფანკოილებს, გენერატორს, ავტომატურ
გადამრთველებს, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და სახანძრო
სისტემებს შეექმნას პრობლემა, დენის წყაროებთან დაკავშირებით
წარმოიქმნას პრობლემა, რომლის აღმოფხვრისათვის საჭირო გახდეს
არასამუშაო საათებში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.
3. მომსახურეობა გულისხმობს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი
მაღალკვალიფიცირებული შესაბამისი ტექნიკური პერსონალით
დაკომპლექტებული ჯგუფების გამოყოფას.
ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ჩაითვალოს გორის
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ
გაგზავნილი შეტყობინება (ელ. ფოსტაზე) .
მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 24 საათის ვადაში
აღმოფხვრას
გაუმართაობა (კვირის ნებისმიერ დღეს).
4. მუშაობის დროს დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები;
მომსახურების გაწევის პროცესში შემსყიდველისთვის მიყენებული
ქონებრივი და
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს სრულად,
საკუთარი ხარჯებით. აღნიშნული ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, ზიანის
აღმოფხვრა განხორციელდება შემსყიდველთან შეთანხმებით გონივრულ
ვადაში.
5.მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანებული ნაწილები და დამხმარე/საჭირო
მასალები
შეცვალოს ახლით, საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებელია მის
ხარისხიანობაზე. სერვისის სამსახურის ხელმძღვანელს და ტექნიკური
პერსონალს გააჩნია შესაბამის ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება,
უზრუნველყოფილნი არიან შესაბამის ხელსაწყოებით, ინვენტარით და
უნიფორმით.