Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #69154478)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National agency of Crime Prevention, Execution of Non-Custodial Sentences and Probation
Номер конкурса: 69154478
Дата публикации: 08-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022667
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 08.12.2025 16:25
Начало приема предложения 14.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`075.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
2026 წლის განმავლობაში სათარჯიმნო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: inga gulordava :: 05.12.2025 11:23
  • Последнее исправление: inga gulordava :: 08.12.2025 16:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=659095&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2026 წლის განმავლობაში სათარჯიმნო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1.სათარჯიმნო მომსახურება მოიცავს ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1.2.2.ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს №1 დანართით - პრეისკურანტით განსაზღვრული ენებიდან ქართულ ენაზე და პირიქით.
1.2.3.მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში.
1.2.4.მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროსა და ადგილზე, საქართველოს მთელი მასშტაბით, რომლის თაობაზეც მიმწოდებელს წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში:
- მინიმუმ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (მინიმუმ 50 კმ.-ის რადიუსი) სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;
- მინიმუმ 6 სთ-ით ადრე - აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;
- მინიმუმ 12 სთ-ით ადრე - დასავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;
- საჭიროების შემთხვევაში ხსენებული მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ შორის დასვენების და უქმე დღეებში.
1.2.5.ზეპირი თარგმანი უნდა განხორციელდეს ხარისხიანად მაღალპროფესიულ დონეზე, სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიის დაცვით.
1.2.6.მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა მომსახურების გაწევის დროს და არ გასცეს მომსახურების გაწევის დროს მიღებული ინფორმაცია.
1.2.7.გაწეული მომსახურების ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მიმწოდებლის მიერ შედგენილი უნდა იქნას შესაბამისი სათარჯიმნო ოქმი, რომლის მიწოდებაც შემსყიდველისათვის უნდა უზრუნველყოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მომსახურების გაწევიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.
1.2.8.ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე (გამოძახებაზე), მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება თარგმნის მომსახურების დაწყებიდან (თარგმნის დაწყებიდან) და დასრულდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე (თარგმნის დასრულება). შესაბამისად, ანაზღაურებაც განხორციელდება აღნიშნული ვადების გათვალისწინებით (დროის გამოთვლით).
1.2.9. თარჯიმნის სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯით.
1.2.10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
1.2.11.გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არ უნდა აღემატებოდეს ამავე პოზიციებზე შემსყიდველის მიერ დაფიქსირებულ ფასებს.
1.2.12.პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
1.2.13.შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა უნდა გამოანგარიშდეს პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს დანართი №1‐ში მოცემულ ყველა პოზიციაზე;
1.2.14. თარგმნის მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, სამხედრო ტერმინოლოგია, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს შესაბამის ტერმინოლოგიას), მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგებზე (ნათარგმნზე), რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე;
1.2.15. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული და მისი შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან. მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წარდგენილი სპეციფიკური ტექსტების თარგმნა. მიმწოდებელი ვალდებულია ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს და დაიცვას მისთვის მიღებული (ცნობილი) და ნათარგმნი ინფორმაციის კონფიდენციალობა, მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე.
1.2.16 მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება, რომლის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი, ნორმატიული აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
1.2.17. წერილობითი თარგმნისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თარგმნა მისთვის სათარგმნი მასალის გადაცემიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში ,ხოლო დიდი მოცულობის მასალის თარგმნის საჭიროების შემთხვევაში - შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია თარგმნითი მომსახურების დასრულების შემდგომ, ნათარგმნი. მასალის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნოს შემსყიდველის ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ქაღალდზე დაბეჭდილი ვარიანტი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს იურიდიულ მისამართზე ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №42.
1.2.19. გაწეულ მომსახურებაზე შედგება მიღება–ჩაბარების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში.
1.4.2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზეპირი თარგმნის მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც პრეტენდენტს წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში: მინიმუმ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (მინიმუმ 50 კმ.-ის რადიუსი) სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 6 სთ-ით ადრე - აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 12 სთ-ით ადრე - დასავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შემსყიდველის მიერ მიწოდებულ მისამართზე, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობის შესაბამისად, კერძოდ:
1.5.1. მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში.
1.5.2. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც პრეტენდენტს წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში: მინიმუმ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში (მინიმუმ 50 კმ.-ის რადიუსი) სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 6 სთ-ით ადრე - აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში; მინიმუმ 12 სთ-ით ადრე - დასავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2024 და 2025 წლებში ცალ-ცალკე უნდა გააჩნდეს თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევის გამოცდილება. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი გამოცდილების არსებობის დასტურად, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი იქნება, იურიდიულ პირთან ან/და ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულებები, მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურები არსებობის შემთხვევაში).
თუ ანალოგიური გამოცდილების არსებობა რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების (ანგარიშფაქტურები) წარმოდგენა არ არის სავალდებულო, მითითებულ უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი.
წარმოდგენილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით უნდა დადგინდეს, რომ პრეტენდენტმა, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში ჯეროვნად შეასრულა აღებული ვალდებულებები.
2.2.1.2. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს 2 (ორი) სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია 2024 წლიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე ანალოგიური თანმიმდევრული თარგმნის მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებზე. სარეკომენდაციო წერილი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმწოდებლის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასებისა და ჯეროვნად შესრულების შესახებ და იგი გაცემული უნდა იყოს სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის ამ ტენდერის გამოცხადების შემდგომ. რეკომენდაცია უნდა მოიცავდეს გაცემის თარიღს, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ) რაზედაც გაიცა დადებითი რეკომენდაცია.
პრეტენდენტმა, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს გამოცდილებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტის 1-ლი 16 პოზიციით ( აზერბაიჯანული, არაბული, ინგლისური, რუსული, ინდური, სომხური, სპარსული, ფრანგული, თურქული, ჩინური, ჟესტური, ესპანური, იაპონური, გერმანული, ივრითული, იტალიური) გათვალისწინებულ თითოეულ ენაზე მომუშავე პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები: დიპლომი ან/და სერთიფიკატი ან/და სხვა დოკუმენტი. მე-17 და მე-18 პოზიციებით გათვალიწინებულ ენებთან დაკავშირებით (ყაზახური, პაკისტანური) პერსონალის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია:
1. განფასებული პრეისკურანტი (1.3 პუნქტის შესაბამისად), რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);
2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად);
3.სარეკომენდაციო წერილები (2.2.1.2 პუნქტის შესაბამისად);
4.პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (2.4.1. პუნქტის შესაბამისად);
5.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტით გათვალისწინებული (თითოეული პოზიცია) მომსახურების ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ეტაპობრივი და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში – ლარში, შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა (მათ შორის შუალედური) და შემსყიდველის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურების საფუძველზე.
7.2.3.მიღება-ჩაბარების აქტი (მათ შორის შუალედური) მხარეთა შორის გაფორმდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირი/ების მიერ შედგენილი დადებითი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესაბამისად შედგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან/დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ინგა გულორდავა, 595015004, ingulordava@prevention.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.2. სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. აღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება ამ კონკრეტული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებითა და სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru