Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69096451)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Financial Monitoring Service of Georgia
Номер конкурса: 69096451
Дата публикации: 06-12-2025
Сумма контракта: 6 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022553
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.12.2025 17:45
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 6`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 35.00 GEL
Размер гарантии 60 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi javakhishvili :: 31.10.2025 14:43
  • Последнее исправление: giorgi javakhishvili :: 05.12.2025 17:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653452&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანების და ჯიპის ტიპის ავტომანქანების რეცხვის მომსახურება. შემსყიდველის მიერ, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა შეთანხმებულ დროს უნდა განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის/ტალონის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 წუთის განმავლობაში.

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძარის, სალონისა და საბარგულის გარეცხვა/გასუფთავება/გამშრალება. რეცხვისას გამოყენებული უნდა იყოს ავტომანქანისათვის რეკომენდებული სარეცხი და საწმენდი საშუალებები, მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი და მტვერსასრუტი;

1.2.3 მომსახურების გაწევის დროს, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს;

1.2.4 სამრეცხაო ობიექტ(ებ)ზე რეცხვითი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღე 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე;

1.2.5 რეცხვის მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს ტალონებით ან საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით. საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით მომსახურების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ყოველ სამრეცხაო ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საბარათე სისტემის წამკითხველი (გასატარებელი) მოწყობილობა, რომელმაც სამრეცხაო ბარათის დაფიქსირების დროს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების მომენტალური ასახვა ელექტრონულ სისტემაში (შემსყიდველის სპეციალურ ანგარიშზე). მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი რეცხვის პლასტიკური ბარათების დამზადება და შემსყიდველისთვის უსასყიდლოდ გადაცემა, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა გადასცეს სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი. მიმწოდებელი ვალდებულია თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს აღნიშნულ ანგარიშზე მოთხოვნილი მომსახურების (რეცხვა) დარიცხვა, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება გადაანაწილოს პლასტიკურ ბარათებზე თავისი შეხედულებისამებრ. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.

ბარათების დამზადებისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მასზე შემსყიდველი ორგანიზაციის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის უსასყიდლოდ განთავსება.

1.2.6 პლასტიკური ბარათი/ტალონი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემსყიდველის დასახელებას;
ბ) მიმწოდებლის დასახელებას;
გ) რეცხვის პლასტიკური ბარათის იდენტიფიცირების უნიკალურ ნომერს;
დ) ავტომობილის სახეობას (სედანი/მაღალი გამავლობა).

1.2.7 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველს ბალანსზე დაემატება ახალი ავტომანქანა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის დამზადება უფასოდ.

1.2.8 პლასტიკური ბარათის დაკარგვის ან პროგრამულად დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უსასყიდლოდ უნდა გამოცვალოს და დაამზადოს ახალი პლასკიტური ბარათი, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

1.2.9 შემსყიდველი არ არის ვალდებული სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი შეისყიდოს სრულად.

შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, მარკა/მოდელის და სახელმწიფო ნომრების მითითებით, ტენდერში გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების დროს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, მიმწოდებლის ავტოსამრეცხაო სადგურ(ებ)ი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2024 წლის პირველი იანვრიდან, ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (ორგანიზაციებისათვის რეცხვის მომსახურების გაწევა) არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება; გამოცდილების დასადასტურებლად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ებ)ი და შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტები (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ფაქტობრივი გადახდები) სრულად, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR მითითება).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებელს ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო, არანაკლებ 2 ბოქსით. სამრეცხაო განათავსებული უნდა იყოს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან (ქ. თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქ. 83) არაუმეტეს 7-8 კმ. საავტომობილო გზის მანძილზე.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ავტოსამრეცხაო(ები)ს (არანაკლებ 2 ბოქსით) მდებარეობის შესახებ (ზუსტი მისამართის მითითებით).
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სატენდერო წინადადებით შემოთავაზებული სამრეცხაო სადგურ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე წერილობით აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ. ჩანაცვლებული ავტო სამრეცხაო სადგური უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამისი სერვისცენტრის შესახებ).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;
2. ფასების ცხრილი (პუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია მომსახურების გაწევის ადგილების შესახებ (პუნქტი 1.5);
4. პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
5. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (პუნქტი 2.3.1);
6. ინფორმაცია/დოკუმენტაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (პუნქტი 2.8.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

- იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია თავდაპირველ ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულთან მიმართებით;

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

- მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის (თუ პირი დღგ-ის გადამხდელია) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

10 (ათი) სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი ჯავახიშვილი, 591400814, gjavakhishvili@fms.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემაში სატენდერო წინადადების (ტექნიკური დოკუმენტაცია და სატენდერო წინადადების ფასი) წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად ადასტურებს, რომ შესყიდვის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში, იგი იმოქმედებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად და გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტის „10.1.1“-„10.1.4“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტის მოთხოვნებზე.


10.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია მის მიერ შექმნილი, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დანართი N1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;

10.1.3 სატენდერო წინადადების ფასი უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru