Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #69082806)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 69082806
Дата публикации: 05-12-2025
Сумма контракта: 33 120


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022501
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.12.2025 16:27
Начало приема предложения 14.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 33`120.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712710 - Услуги по мониторингу трафика
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (GPS მოწყობილობების მონტაჟის დღიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი"-ს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე/სპეც ტექნიკაზე საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 331.00 GEL
Размер гарантии 331 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela iakobashvili :: 02.12.2025 11:38
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 05.12.2025 16:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658282&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი"-ს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე/სპეც ტექნიკაზე საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი"-ს ბალანსზე რიცხულ 92 (ოთხმოცდათორმეტი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.

მომსახურების გაწევის პირობები:
1. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის სისტემის კომუნიკაცია კლიენტის და ვებ-სერვერს შორის უნდა იყოს დაცული https პროტოკოლით.
3. მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებსერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით: Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
4. დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შექმნას არანაკლებ თხუთმეტი მომხმარებლების რაოდენობა უფლებების და სერვისებზე წვდომის მითითებით;
5. მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის, სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით.
6. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ მინიმუმ შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
ბ) მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფრომაციის მიღება;
გ) პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
დ) პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფომრაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
7. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“ რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
8. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის დაძვრა/გაჩერებების ნახვა. ავტომობილების ცალ-ცალკე ფანჯარაში გამოტანა უნდა იყოს არანაკლებ 9 ფანჯარისა.
9. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე ავტომობილი არჩეულ პერიოდში.
10. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული), მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
11. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ 3 წლის განმავლობაში.
12. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების სიის სახით ნახვა.
13. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
14. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით: მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები რომლებიც დგანან ეხლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი გავლილი კმ-ის მიხედვით.
15. EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
16. დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
17. ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID,დროის და IP მისამართის მითითებით);
18. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
19. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ევროსტანდარტებთან, ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის CE, EN 300/301 სერტიფიკატები;
20. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია: მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია, სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.
21. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ გადაცემა და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, რაც დადასტურდება მოწყობილობების მონტაჟის (მიღება-ჩაბარების) აქტის გაფორმებით
22. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდვლის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
23. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად, სისტემაში წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ განისაზღვროს წვდომის სხვადასხვა დონე განსხვავებული უფლებების მქონე პირებისთვის.
24. სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს პროგრამული მოდულების განახლებისა და დამატების შესაძლებლობა.
25. სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა შაბლონების საშუალებით შექმნას მისთვის სასურველი რეპორტები. ეს პროცესი არ უნდა მოითხოვდეს პროგრამირების ენების ცოდნას.
26. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა საშუალება განახორციელოს მონიტორინგი. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას. აპლიკაცია ხელმოსაწვდომი უნდა იყოს ანდროიდისა და iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტერმინალებისთვის.
27. მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფასა და GPS ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ საშუალება გაანალიზონ და მარტივად აღსაქმელი ფორმით (ცხრილები, გრაფიკები) ასახონ მონიტორინგის სისტემაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხასიათის პარამეტრები (Eco_Driving) გათვალისწინებული უნდა იყოს მკვეთრი აჩქარები, მკვეთრი დამუხრიჭების მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სიჩქარეები. აღნიშნული მონაცემები უნდა აისახებოდეს გრაფიკების სახითაც.
28. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით ხორციელდება ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7). დამკვეთს გადაეცემა საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 24/7 რეჟიმში.
29. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად, ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში.
30. მონოტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების თვალთვალი როგორც ჯგუფების, ასევე საერთო ჩამონათვალის (ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით.
31. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (განვლილი მანძილი, მოძრაობის დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა) ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში.
32. სტატისტიკური მონაცემების მიღება როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე მათი ჯგუფების მიხედვით.
33. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის სიჩქარის ლიმიტი, ან ზონირება, მონიტორინგის სისტემა ასახავს დარღვევებს როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებში.
34. უნდა გააჩნდეს მინიმუმ Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing , ორთო 2014 რუქების მხარდაჭერა;
35. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება დაექსპორტი მინიმუმ Excel, PDF ფორმატში;
36. სატრანსპორტო საშუალებებზე უნდა განხორციელდეს საწვავის მონიტორინგი (პროგრამული გაანგარიშებით ან სხვა დამატებითი აქსესუარების მონტაჟით).
37. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველს საკუთრებაში უნდა გადაეცეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შემსყიდველს ექნება საშუალება მომსახურების პერიოდის გასვლის შემდგომ, ნახოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების გადაადგილების ისტორია. მომსახურების პერიოდის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე პრეტენდენტმა, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადასცეს შემსყიდველს მონაცემთა ბაზა რომელსაც გახსნას შემსყიდველი შეძლებს მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით.
38. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც მონიტორინგის სისტემაში „ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც; მინიმუმ 4 საათის განმავლობაში;
39. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
40. მოწყობილობას უნდა ქონდეს საშუალება GPRS სიგნალის დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 150000 ჩანაწერების შენახვა;
41. GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -30 C - +85 C ტემპერატურის ფარგლებში;
42. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი
43. GPS ტერმინალები უნდა გამოირჩეოდეს დენის მოხმარების მცირე პარამეტრებით. აქტიურ ფაზაში არაუმეტეს 50mah და ძილის რეჟიმში არაუმეტეს 8mah.
44. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად;
45. ყოველი თვის გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო თვეში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) მიმწოდებლის მიერ წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით;
46. GPS ტერმინალები - აღჭურვილი უნდა იყოს GNSS-ის მხარდაჭერილი სატელიტური მიმღებით უნდა გააჩნდეს სარეზერვო კვების წყარო და პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა აწვდიდეს Eco_Driving-ის ოფციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციას. ამავდროულად, ტერმინალებს უნდა გააჩნდეთ საქართველოში მომქმედი GSM ოპერატორების მიერ გამოყენებული ოთხივე სიხშირის მხარდაჭერა.

შენიშვნა:
1.პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ გადაცემა და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე (სატრანსპორტო საშუალებების/სპეც ტექნიკის ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში) შემსყიდველის მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, რაც დადასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
2.ყოველ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე GPS მოწყობილობების მონტაჟი უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
3.მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე.
4.შემსყიდველი უზრუნველყოფს, რომ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად წარმოდგენილი ტექნიკა იყოს სრულად გამართული ტექნიკური მდგომარეობით, მათ შორის ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულობით, რაც აუცილებელია GPS მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის, უსაფრთხო და ხარისხიანი მონტაჟისთვის.
5. GPS მოწყობილობის შემსყიდველის მიერ დაზიანება-დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მიყენებულ ზარალს, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ GPS მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია შემსყიდველის ტექნიკის გაუმართაობით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან (GPS მოწყობილობების მონტაჟის დღიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტექნიკური დოკუმეტაციის (მათ შორის დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის) ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) ორგანიზაციაში საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) გაწევის გამოცდილება (გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N2–ის შესაბამისად ან 2.2.1.3 პუნქტის გათვალისწინებით).
2.2.1.2. დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ დანართი N2 არ იქნება ატვირთული ან დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია CMR/SPA/NAT/MEP ნომრების შესახებ ან ასახული CMR/SPA/NAT/MEP ნომრებში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების პრეტენდნენტის მიერ შესრულების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დღგ-ს დეკლარაცია ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული სხვა სახის რაიმე დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო პირობებთან შესაბამისობა).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ს შესაბამისად (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
2.9.2 საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2026 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, ამასთან ყოველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მომდევნო თვეში, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგს გადამხდელის შემთხვევაში)) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.2.5 საჭიროების შემთხვევაში, პირველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ერთი თვის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) ღირებულების პროპორციულად, გაწეული მომსახურების დღეების მიხედვით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru