შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი"-ს ბალანსზე რიცხულ 92 (ოთხმოცდათორმეტი) ერთეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე საგზაო მოძრაობის
მონიტორინგის მომსახურების (GPS მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა.
მომსახურების გაწევის პირობები:
1. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის სისტემის კომუნიკაცია კლიენტის და ვებ-სერვერს შორის
უნდა იყოს დაცული https პროტოკოლით.
3. მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“
ვებსერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი
უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით: Google Chrome, Mozilla
Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი
პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
4. დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან
შექმნას არანაკლებ თხუთმეტი მომხმარებლების რაოდენობა უფლებების და
სერვისებზე წვდომის მითითებით;
5. მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე
კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე
სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის
მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების
აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე უნდა
იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი
პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის,
სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით.
6. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ მინიმუმ
შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:
ა) პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის
ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
ბ) მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად
განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ
ინფრომაციის მიღება;
გ) პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
დ) პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფომრაციის
მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
7. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
8. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული
ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ
ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის
დაძვრა/გაჩერებების ნახვა. ავტომობილების ცალ-ცალკე ფანჯარაში
გამოტანა უნდა იყოს არანაკლებ 9 ფანჯარისა.
9. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის
და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე
ავტომობილი არჩეულ პერიოდში.
10. მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი,
შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული),
მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც
„ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
11. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ
3 წლის განმავლობაში.
12. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე
მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების
სიის სახით ნახვა.
13. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
14. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც
იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით:
მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები
რომლებიც დგანან ეხლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები
ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების
მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი
გავლილი კმ-ის მიხედვით.
15. EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
16. დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
17. ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID,დროის და IP მისამართის მითითებით);
18. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
19. მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ევროსტანდარტებთან, ელექტრომაგნიტურ
თავსებადობასთან შესაბამისობის CE, EN 300/301 სერტიფიკატები;
20. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია,
სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე.
21. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ
გადაცემა და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო
საშუალებებზე ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში,
რაც დადასტურდება მოწყობილობების მონტაჟის (მიღება-ჩაბარების) აქტის
გაფორმებით
22. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდვლის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
23. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი
კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე
უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად, სისტემაში
წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე
პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ
განისაზღვროს წვდომის სხვადასხვა დონე განსხვავებული უფლებების
მქონე პირებისთვის.
24. სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს პროგრამული
მოდულების განახლებისა და დამატების შესაძლებლობა.
25. სერვერული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას,
რომ მომხმარებელმა შაბლონების საშუალებით შექმნას მისთვის სასურველი
რეპორტები. ეს პროცესი არ უნდა მოითხოვდეს პროგრამირების ენების
ცოდნას.
26. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს
მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას. აპლიკაცია
ხელმოსაწვდომი უნდა იყოს ანდროიდისა და iOS ოპერაციულ სისტემაზე
მომუშავე ტერმინალებისთვის.
27. მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფასა და GPS ტერმინალებს უნდა
ჰქონდეთ საშუალება გაანალიზონ და მარტივად აღსაქმელი ფორმით
(ცხრილები, გრაფიკები) ასახონ მონიტორინგის სისტემაში ჩართული
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხასიათის პარამეტრები (Eco_Driving)
გათვალისწინებული უნდა იყოს მკვეთრი აჩქარები, მკვეთრი დამუხრიჭების
მოსახვევში შესვლისა და გამოსვლის სიჩქარეები. აღნიშნული მონაცემები
უნდა აისახებოდეს გრაფიკების სახითაც.
28. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით
ხორციელდება ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7). დამკვეთს
გადაეცემა საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რომელიც ხელმისაწვდომი
იქნება 24/7 რეჟიმში.
29. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება
მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად,
ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ
თემატურ ჯგუფში.
30. მონოტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების თვალთვალი
როგორც ჯგუფების, ასევე საერთო ჩამონათვალის (ყველა ობიექტის ან
შერჩევით) საშუალებით.
31. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (განვლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა)
ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში.
32. სტატისტიკური მონაცემების მიღება როგორც ცალკეულ სატრანსპორტო
საშუალებებზე, ასევე მათი ჯგუფების მიხედვით.
33. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის
სიჩქარის ლიმიტი, ან ზონირება, მონიტორინგის სისტემა ასახავს
დარღვევებს როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე
სტატისტიკურ მონაცემებში.
34. უნდა გააჩნდეს მინიმუმ Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing , ორთო 2014 რუქების
მხარდაჭერა;
35. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება დაექსპორტი მინიმუმ Excel, PDF ფორმატში;
36. სატრანსპორტო საშუალებებზე უნდა განხორციელდეს საწვავის
მონიტორინგი (პროგრამული გაანგარიშებით ან სხვა დამატებითი
აქსესუარების მონტაჟით).
37. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველს საკუთრებაში უნდა
გადაეცეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შემსყიდველს
ექნება საშუალება მომსახურების პერიოდის გასვლის შემდგომ, ნახოს
საკუთრებაში არსებული ავტომობილების გადაადგილების ისტორია.
მომსახურების პერიოდის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე პრეტენდენტმა,
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადასცეს შემსყიდველს
მონაცემთა ბაზა რომელსაც გახსნას შემსყიდველი შეძლებს მიწოდებული
პროგრამული უზრუნველყოფით.
38. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია
სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც
მონიტორინგის სისტემაში „ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და
აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც; მინიმუმ 4 საათის განმავლობაში;
39. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც
მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა
ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
40. მოწყობილობას უნდა ქონდეს საშუალება GPRS სიგნალის დაფარვის ზონიდან
გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 150000 ჩანაწერების შენახვა;
41. GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -30 C - +85 C ტემპერატურის
ფარგლებში;
42. მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი
43. GPS ტერმინალები უნდა გამოირჩეოდეს დენის მოხმარების მცირე
პარამეტრებით. აქტიურ ფაზაში არაუმეტეს 50mah და ძილის რეჟიმში არაუმეტეს
8mah.
44. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების
შესაბამისად;
45. ყოველი თვის გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება
მომდევნო თვეში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების
გაწევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო
ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) მიმწოდებლის მიერ
წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით;
46. GPS ტერმინალები - აღჭურვილი უნდა იყოს GNSS-ის მხარდაჭერილი სატელიტური
მიმღებით უნდა გააჩნდეს სარეზერვო კვების წყარო და პროგრამულ
უზრუნველყოფას უნდა აწვდიდეს Eco_Driving-ის ოფციის განსახორციელებლად
საჭირო ინფორმაციას. ამავდროულად, ტერმინალებს უნდა გააჩნდეთ
საქართველოში მომქმედი GSM ოპერატორების მიერ გამოყენებული ოთხივე
სიხშირის მხარდაჭერა.
შენიშვნა:
1.პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ
გადაცემა და მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო
საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე (სატრანსპორტო საშუალებების/სპეც
ტექნიკის ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში) შემსყიდველის
მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, რაც დადასტურდება
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
2.ყოველ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე/სპეც ტექნიკაზე GPS
მოწყობილობების მონტაჟი უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში.
3.მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე.
4.შემსყიდველი უზრუნველყოფს, რომ GPS მოწყობილობის დასამონტაჟებლად
წარმოდგენილი ტექნიკა იყოს სრულად გამართული ტექნიკური მდგომარეობით,
მათ შორის ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულობით, რაც
აუცილებელია GPS მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის, უსაფრთხო და
ხარისხიანი მონტაჟისთვის.
5. GPS მოწყობილობის შემსყიდველის მიერ დაზიანება-დაკარგვის შემთხვევაში,
შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მიყენებულ ზარალს, მათ შორის იმ
შემთხვევაში, თუ GPS მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია შემსყიდველის
ტექნიკის გაუმართაობით.