1. პური - 4700 კგ
გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან; გამოცხობისას
დაცული ტექნოლოგიური პროცესი და ყველა სხვა არსებული ნორმა;
გარეგნულად კარგი შესახედაობის, არადამწვარი მაგრამ არა მკრთალი
შეფერილობის, გარეთა კანი რბილი, გლუვი, მსხვილი ნახეთქების გარეშე,
შეხებისას მშრალი; პურის გული კარგად გამომცხვარი, არა წებოვანი,
შიგთავსი მოუზელავი ნაწილაკების (კოშტების) გარეშე; ფორიანობის გარეშე,
უცხო სუნის, მჟავე და მწარე გემოს გარეშე. შეფუთული პოლიეთილენის პარკში
, ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემადგენლობა, დამზადების თარიღი. მასა
და ა.შ.
2. ხილის ჩაი - 8 კგ
ქარხნული წარმოების, ქარხნული შეფუთვით, დაფასოებული არანაკლებ 100
გრამიან მუყაოს პაკეტებში. ობის სუნის და გემოს გარეშე.
3. შაქარი - 1000 კგ
მშრალი, დაფასოებული 5-25 კგ ტომრებში. მინიშნებული დამზადებისა და
ვარგისიანობის ვადა.
4. მარილი - 47 კგ
იოდიზირებული, სუფრის მარილი, არანაკლებ 800 გრამიანი შეფუთვით,
შესაბამისი ეთიკეთირებით, ვარგისიანობის ვადის მითითებით.
5. საფუარი - 8 კგ
ქარხნული წარმოების, დაფასოებული არანაკლებ 80-200გრ. პაკეტებში,
ვარგისიანობის ვადის მითითებით.
6. მაკარონი - 340 კგ
დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, ფერი მოყვითალო,
ნესტისა და ობის სუნის გარეშე, დაფასოებული 1-5 კგ პაკეტებში, შესაბამისი
მარკირებით, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით და შემადგენლობით.
7. ვერმიშელი - 200 კგ
დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, ფერი მოყვითალო,
ნესტისა და ობის სუნის გარეშე, დაფასოებული 1-5 კგ პაკეტებში, შესაბამისი
მარკირებით, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით და შემადგენლობით.
8. ჰალვა - 54 კგ
ჰალვა მზესუმზირის, არანაკლებ 250 გრამიანი ქარხნული შეფუთვით. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის მავნე და საშიშ ნივთიერებებს, მინიშნებული
ვარგისიანობის ვადით და შემადგენლობით.
9. მარცვლეულის ბატონი თეთრი შოკოლადით - 100 კგ
ბათონი შოკოლადი თეთრი შოკოლადის გარსით, შიგთავსი მარცვლეულის
შემადგენლობით, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით, წონა 20 გრ.
10. კაკაო - 15 კგ
კაკაო-უკოფეინო, შეფუთული ქარხნულად, პოლიეთილენის ან მუყაოს პაკეტში,
წონა 25-100 გრ, ნესტის გარეშე, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით და
შემადგენლობით.
11. საფანელი - 60 კგ
დაფქული გამომშრალი პური, ობისა და სუნის გარეშე, სრული ეტიკეტის დაცვით
( შემადგენლობა, წონა (ნეტო), ვარგისიანობის ვადა,).
12. ვანილი - 3 კგ
საკონდიტრო ნაწარმი, ქარხნული შეფუთვით, ეტიკეტით ვარგისიანობის ვადის
მითითებით.
13. საცხობი ფხვნილი/გამაფხვიე რებელი (სოდა) - 5 კგ
საკვები სოდა -გამაფხვიერებელი დაფასოებული არანაკლებ 100 -500 გრ მუყაოს
შეფუთვით ქარხნული წესით. ეტკეტირებული ვარგისიანობის ვადის
მითითებით.
14. შავი პილპილი - 8 კგ
დაფქული შავი წიწაკა. ობისა და სუნის გარეშე, შეფუთული არანაკლებ 20 გრ
პოლიეთილენის შეფუთვით. სრული ეტიკეტის დაცვით. ვარგისიანობის
მითითებით.
15. ქათმის ბულიონი მშრალი - 65 კგ
დაფასოებული, მშრალი ბულიონი, 10 გრამიანი. სრული ეტიკეტის დაცვით.
16. ორცხობილა - 270 კგ
ერთი ცალი ორცხობილა 20 გრამიანი.ქარხნული წარმოების, ქარხნული
შეფუთვით, ეტიკეტირებული შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, შაქარი,
საკონდიტრო ცხიმი, სასმელი წყალი, ინვერტული სიროფი, მშრალი რძის
შრატით. ეტიკეტირებული ვარგისიანობის ვადის მითითებით.
17. ფუნთუშა - 100 კგ
წარმოებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან, სუნი და გემო
პროდუქტისთვის დამახასიათებელი, წებოვნობა, ტენიანობა დასაშვებ
ნორმებში. ორგანოლეპტიკური, ფიზიკოქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით, პარამეტრები უნდა
შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
შეფუთული პოლიეთილენის პარკებში ვარგისიანობის ვადის მითითებით.
არანაკლებ 40 გრამი.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედსტანდარტებს.
სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016
წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით)
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
სურსათი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7
თებერვლის დადგენილებას „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან,
გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის
მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“.
შენიშვნა: მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ
გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია
სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების
გაერთიანების 14 საბავშვო ბაღში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31
დეკემბრამდე.
2. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, პური უნდა მიეწოდოს კვირაში
სამჯერ, ხოლო დანარჩენი პროდუქტი ათ დღეში ერთხელ, მოთხოვნიდან 1-2
კალენდარულ დღეში.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის საერთო რაოდენობა წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შესაბამისად შემსყიდველი
უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ
აითვისოს სრულად, ხოლო საქონლის ფაქტობრივი ათვისება განისაზღვრება
ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების შესაბამისად.
4. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით
გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის
თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების
თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის
მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ.
ხელშეკრულების პროექტი);
5. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
6. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
7. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,
როგორიცაა პანდემია, ეპიდემია ან/და სხვა დაუძლეველი ძალა, შეწყდება
სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის
განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად
მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვს საქონლის შესყიდვა,
ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო
პროცესი განახლდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის
მიწოდება.
პრეტენდენტმა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები უნდა
წარმოადგინოს დანართი N1-ით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის
შესაბამისად- .