Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные пакеты программного обеспечения и информационные системы (Грузия - Тендер #69080127)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 69080127
Дата публикации: 05-12-2025
Сумма контракта: 128 616


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022452
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.12.2025 15:05
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 128`616.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 48900000-Различные пакеты программного обеспечения и информационные системы
Коды классификатора
  • 48900000 - Различные пакеты программного обеспечения и информационные системы
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ელექტრონული ფოსტის პროგრამული პაკეტების, საოფისე პროგრამების და ანტივირუსის ლიცენზიების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 1`286.00 GEL
Размер гарантии 1`286 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 04.12.2025 16:33
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 05.12.2025 15:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658937&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ელექტრონული ფოსტის პროგრამული პაკეტების, საოფისე პროგრამების და ანტივირუსის ლიცენზიების (შემდგომში - საქონელი) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ელექტრონული ფოსტის პროგრამული პაკეტების და საოფისე პროგრამების ლიცენზიები:

1.2.1.1. ბიზნეს კლასის მეილი:
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300 (მოცულობა 50 გიგაბაიტი);
- ელ ფოსტაზე წვდომა ვებ ბრაუზერით;
- საკუთარი დომეინის შექმნის შესაძლებლობა;
- რამოდენიმე დომეინის მიბმის საშუალება;
- მართვის ვებ ინტერფეისი;
- ავტომატური შეტყობინების დაყენება;
- არანაკლებ 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსზე;
სისტემას უნდა გააჩნდეს არქივაციის საშუალება - ძველი გამოუყენებელი წერილების გადატანის საშუალება არქივში. არქივში არსებული წერილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის.
- 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსის არქივზე;
საჭიროების შემთხვევაში, მუშაობის შეუფერხებლად არქივის მოცულობის გაზრდის საშუალება;
- არანაკლებ 150 მეგაბაიტი შეტყობინების გაგზავნა;
- საფოსტო დესკტოპ აპლიკაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
- სისტემას უნდა გააჩნდეს კონტაქტების სანახი, სადაც გაიმიჯნება შიდა და არაკორპორაციული მისამართები, სადაც შესაძლებელი იქნება ჯგუფების და საკონფერენციო ოთახების ორგანიზება.
- ინტეგრირებული კალენდრის მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს შეხვედრების დაგეგმვა. საკუთარი კალენდრის გაზიარება კონკრეტული თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით (ვის შეუძლია კორექტირება, ვის შეუძლია მხოლოდ ნახვა);
- სისტემას უნდა გააჩნდეს მავნე პროგრამებისგან დაცვა და არასასურველი ფოსტის ფილტრაცია;
- ელექტრონული ფოსტის გარანტირებული 99.9% მუშა მდგომარეობა (Uptime). სპამ ფილტრი, ანტივირუსი, POP3S, SMTPS, SSL/TLS, ავტომატური სარეზერვო კოპირება, კონფიდენციალობა, 24/7 მხარდაჭერა (Support); - ორნაბიჯიანი გადამოწმება (2-step verification), SSO (Single sign-on);
- დავალებები და შეხსენებები (Tasks and Reminders) - საფოსტო სერვერს უნდა ჰქონდეს ლოკალური საფოსტო კლიენტიდან დავალებების და შეხსენებების გაგზავნის და სხვა მომხმარებლისათვის და მიმღების კალენდარში ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა (ვებ ვერსია);
- წესები და პოლისები (Out of Office settings) - საფოსტო სერვერს უნდა გააჩნდეს დესკტოპ აპლიკაციიდან ავტო შეტყობინებების დაყენების მხარდაჭერა;
- მეილ სერვერს უნდა შეეძლოს შეტყობინების მიღების დასტურის და წერილის წაკითხვის რეპორტის გაგზავნა;
- მეილ სერვერს უნდა გააჩნდეს ლოკალურ და ქლაუდ აქტივ დირექტორიასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა;
- სამომხმარებლო ფორმატის შექმნის საშუალება. მეილის გაგზავნისას მეილში უნდა იყოს თანამშრომლის ხელმოწერა, კომპანიის დასახელება, ლოგო, სურათი ან სახელი გვარი ტელეფონის ნომერი და თანამდებობა. (ვებ ვერსია);
- მრავალდონიანი აუთენტიფიკაცია (MFA).

1.2.1.2. ღრუბლოვანი შენახვითი საცავი და ონლაინ შეხვედრების მართვის სისტემა:
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300;
- არანაკლებ 1 ტერაბაიტიანი ღრუბლოვანი შემნახველი საცავი თითოეული მომხმარებლისათვის. მასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან. (ვებ ვერსია)
- სისტემას უნდა გააჩნდეს ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ დოკუმენტების გაზიარების შესაძლებლობა და მონიტორინგი იმისა, თუ ვის შეუძლია ამავე დოკუმენტის ნახვა/დაკორექტირება;
- უნდა გააჩნდეს ერთი საერთო სივრცე ორგანიზაციის შიდა ქსელში, შემდეგი სახის ფუნქციონალით:
• ჯგუფების შექმნა ნებისმიერი სახის სორტირებით: დეპარტამენტი, პროექტები და ა.შ..
• ჩატი, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური;
• ონლაინ შეხვედრების/აუდიო და ვიდეო კონფერენციების პლატფორმა სადაც 250-მდე ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას;
• ფაილების გაზიარება და მათი თავმოყრა ერთი ჯგუფის ფარგლებში;
• ერთი და იგივე ფაილთან რამოდენიმე თანამშრომლის ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა, რის დროსაც მკაფიოდ ჩანს ვინ რა სახის ინფორმაციაზე მუშაობს.
• სისტემას უნდა შეეძლოს შემდეგი ინფორმაციის (Log-ების) შეგროვება: ვინ (მომხმარებლის სახელი და გვარი) რა სახის ინფორმაცია შეცვალა და როდის;
• ინტეგრაცია საოფისე აპლიკაციებთან და მესამე პირის (Third Party) გადაწყვეტილებებთან;
- შიდა კორპორატიული სოციალური ქსელი;
- უნდა გააჩნდეს სერვისი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება სხვადასხვა სახის გამოკითხვებისთვის საჭირო ფორმები/კითხვარები და განხორციელდება შეგროვებული პასუხების ანალიტიკა.
-ასევე, სერვისი ციფრული, ინტერაქტიული ანგარიშებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად. მათი სწრაფი გაზიარება ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან. (ვებ ვერსია).
- გაზიარებული დოკუმენტაცია უნდა იყოს ყველა მოწყობილობაზე მორგებული. - ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნა, ნახვა და დათვალიერება.
- უნდა შეეძლოს თანამშრომლების როლების დელეგირება ადმინისტრატორის პანელში.

1.2.1.3. ტექსტური რედაქტორი:
უახლესი როგორც ვებ/ინლაინ ასევე დესკტოპ აპლიკაციები
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300
- სისტემა უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას. რომ ერთმა მომხმარებელმა საოფისე დესკტოპ აპლიკაციები დააყენოს და გამართოს ხუთ სხვადასხვა მოწყობილობაზე;
- სერვისი თავსებადი უნდა იყოს Windows, MacOS, IOS, ANDROID ოპერაციულ სისტემებთან.
- ტექსტური რედაქტორი უნდა უზრუნველყოფდეს ტექსტური ფაილის მარტივ და მოხერხებულ დაფორმატებას კარგად მოფიქრებული ინსტრუმენტებისა და გასაგები ინტერფეისის მეშვეობით, ფუნქციების ფართო სპექტრის წყალობით. პროგრამის ფუნქციურ შესაძლებლობათა შორის უნდა აღინიშნოს:
• მთელი რიგი სხვადასხვა ზომის შრიფტებისა და მოხაზულობის სიმბოლოების არსებობა;
• ტექსტის გამოყოფის საშუალებების არსებობა;
• აბზაცების პარამეტრების, ხაზთა შორის ინტერვალების დაყენების საშუალება;
• მართლწერის, სინონიმების შერჩევის ავტომატური შემოწმების საშუალება;
• გვერდების ავტომატური დანომვრა და სიტყვების ახალ ხაზზე გადატანა;
• ცხრილებისა და ჰიპერტექსტის შექმნის საშუალება ბმულებით და სხვა…
• აღნიშნული პროგრამის ფუნქციონალი უნდა იყოს ძალზედ მრავალფეროვანი, რის წყალობითაც ტექსტს უნდა გააჩნდეს წასაკითხად და აღსაქმელად მოხერხებული სახე. გარდა ამისა, ავტოფორმატირების, სტილების გამოყენება, ასევე წინასწარ შერჩეული შაბლონები უნდა იძლეოდეს ტექსტურ რედაქტორთან მუშაობის გაცილებით მარტივი და მოხერხებული მუშაობის შესაძლებლობას.

1.2.1.4. ელექტრონული ცხრილი:
უახლესი როგორც ვებ/ინლაინ ასევე დესკტოპ აპლიკაციები
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300
- ცხრილის პროფესიონალური რედაქტორი, რომელშიც არის ყველა საჭირო ფუნქცია ნებისმიერი სირთულის ელექტრონული ცხრილების შესაქმნელად;
- ელექტრონული ცხრილმა უნდა მოახდინოს გაანგარიშებები, უნდა გააჩნდეს ცხრილების და დიაგრამების შედგენის შესაძლებლობა, უნდა ქონდეს გამოთვლების უბრალო და რთული ფუნქციები. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს დიდ ცხრილებზე და მონაცემთა ბაზებზე მუშაობა;
- ელექტრონული ცხრილი შეიძლება გამოყენებულ იქნას მონაცემთა ანალიზისათვის;
-ელექტრონული ცხრილი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური გამოთვლების, ამა თუ ორგანიზაციის საკადრო შემადგენლობის აღრიცხვისა და კონტროლისათვის, გრაფიკების ასაგებად და გასაახლებლად, რომლებიც დამყარებულია შეტანილ რიცხვებზე.

1.2.1.5. პრეზენტაციის მოწყობის პროგრამა:
უახლესი როგორც ვებ/ინლაინ ასევე დესკტოპ აპლიკაციები
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300
- პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანიშნულებაა ეფექტური და დინამიური პრეზენტაციების შექმნა. უტილიტებისათვის დამახასიათებელია ფართო ფუნქციურობა, გრაფიკების, სტილებისა და ტექსტის მართვასთან მიმართებაში;
- პროგრამის მეშვეობით, სლაიდების დამუშავება უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად პროფესიონალურ დონეზე;
პროგრამა უნდა იძლეოდეს თემების არჩევის, დიზაინის ვარიანტების დამატების, სურათებისა და ტექსტის გასწორების, ფიგურების გაერთიანების, დაჯგუფების და ფრაგმენტაციის შესაძლებლობას;
- გარდა ამისა, უნდა გაჩნდეს ერთ პრეზენტაციაზე რამდენიმე მომხმარებლის ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა. სიახლეთა შორისაა – რედაქტირების ინოვაციური რეჟიმი და ფართოფორმატიანი შაბლონები.

1.2.2. ანტივირუსის ლიცენზია:
მომხმარებლების სავარაუდო რაოდენობა 300
- Next-generation protection (NGAV)
• ანტივირუსი და ანტიმალვერი – რეალურ დროში მავნე პროგრამების, ვირუსების, რანსომვერების და სპაივეარების აღმოჩენა.
• Cloud protection – ეყრდნობა Microsoft-ის Threat Intelligence ბაზას და ახდენს სწრაფ რეაგირებას ახალ საფრთხეებზე.
• Automatic sample submission – საეჭვო ფაილების ავტომატური გაგზავნა ანალიზისთვის Microsoft Threat Protection სისტემაში.

- Attack Surface Reduction (ASR)
• Exploit protection – აპლიკაციების ექსპლოიტებისგან დაცვა.
• Office macro control – მავნე მაკროების დაბლოკვა (Word/Excel).
• Controlled folder access – რანსომვერისგან მნიშვნელოვანი ფაილების დაცვა.

- Device control და უსაფრთხოების პოლიტიკები
• GPO პოლიტიკების მხარდაჭერა.

- Web protection
• Network protection – მავნე ვებგვერდებზე წვდომის დაბლოკვა.
• SmartScreen integration – ფიშინგის და თაღლითური საიტებისგან დაცვა.

- Visibility & Reporting
• უსაფრთხოების მოვლენების მონიტორინგი Microsoft 365 Security Portal-ში.
• მოწყობილობების სტატუსის კონტროლი (პატჩები, ანტივირუსის განახლებები).
• საბაზისო ანგარიშგება და შეტყობინებები ინციდენტებზე.



შენიშვნა:
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისი (ბიზნეს კლასის ელფოსტა, ღრუბლოვანი საცავი და შეხვედრების სისტემა, ტექსტური რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი, პრეზენტაციების პროგრამა, ანტივირუსული სისტემა უნდა იყოს ერთი ბრენდის/მწარმოებლის ეკოსისტემაში, რათა უზრუნველყოს:
• სრული ინტეგრაცია ერთმანეთთან;
• ერთიანი ადმინისტრირების კონსოლი;
• ერთიანი აუთენტიფიკაციის სისტემა (SSO, MFA);
• მონაცემთა უსაფრთხოება და შესაბამისობა;
• ტექნიკური მხარდაჭერის გამარტივებული პროცესი;
• ლიცენზიების ერთიანი მართვა.
- ამჟამად შემსყიდველი სარგებლობს Microsoft Exchange Online Plan1 რომელიც მოიცავს როგორც მეილ სერვერს, ღრუბლოვან საცავს, ტექსტური რედაქტორს, ელექტრონულ ცხრილის და პრეზენტაციის მოწყობის პროგრამას. სხვა ბრენდის შემოთავაზების შემთხვევაში მიმწოდებელმა თავად უნდა უზრუნველყოს მეილების გადატანა Microsoft-იდან შემოთავაზებულ ბრენდზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.
- მითითებული მომხმარებლის რაოდენობა არის სავარაუდო და შემსყიდველს უფლება აქვს მომხმარებლების სრულ რაოდენობაზე არ განახორციელოს მოთხოვნა. შემსყიდველის მიერ მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მომხამარებლების რაოდენობაზე ლიცენზიების მიწოდების და მისი მიღების, ასევე ანგარიშსწორების უფლებამოვალეობები არ წარმოიქნება. ასევე, ლიცენზიების შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს გადასახადის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშვება.
- მიმწოდებელს არ აქვს აუდიტის ჩატარების უფლება შემსყიდველის ინფრასტრუქტურაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის მიწოდებასთან/გააქტიურებასთან (მათ შორის მეილების გადატანასთან (ასეთის საჭიროების)) დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება (საჭიროების შემთხვევაში);
1.4.2 მიწოდებული ლიცენზიები ძალაში უნდა იყოს გააქტიურებიდან (არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა) არანაკლებ 1 ერთი წლის განმავლობაში (არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონული ვერსიის სახით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის მიწოდებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და ჩაწერილი ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე. ელექტრონული მატარებელი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის დასახელების და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ.

შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის დასახელების ან შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) შესახებ ინფორმაციის სატენდერო წინადადების ფარგლებში წარმოუდგენლობა, ან დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართ #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის დასახელების ან შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის მწარმოებელი კომპანიის მონაცემთა ცენტრების (Data Center) რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 ერთეულს, აქედან არანაკლებ 10 ერთეული მონაცემთა ცენტრი (Data Center) უნდა მდებარეობდეს ევროპის ტერიტორიაზე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქტის/ლიცენზიის და მწარმოებლის (ან/და სასაქონლო ნიშნის) იდენტიფიცირება).

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 24 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ გააქტიურებული ლიზენზიების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 24 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ გააქტიურებული ლიზენზიების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 128 616,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს საქონლის (მათ შორის გააქტიურებული ლიზენზიების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების) შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
10.1.6 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru