1.2.1. დანართის შესაბამისად და ასევე
1.2.2. საქონლის (ძროხის) ხორცი
1.2.3. ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი უძვლო, გაუყინავი, გაცივებული.
1.2.4. ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან
არანაკლებ 48 საათი +2-+6 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურული რეჟიმის
პირობებში (ხორცის მიღებისას გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30% -
არაუმეტეს 14 საათი);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი-მოწითალო, სუნი და კონსისტენცია -
დამახასიათებელი ახალი ხორცისათვის) დამაკმაყოფილებელი;
• სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების
გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით
ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და
მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა
წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე,
ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი, უნდა იყოს თეთრი, კრემისფერი ან მოყვითალო
შეფერილობის. მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი. სახსრების
ზედაპირი თეთრი და ბზინვარე.
• საქონლის დაკვლა, ხორცის დამუშავება და სარეალიზაციოდ მომზადება
უნდა განხორციელდეს სასაკლაოში რომელსაც (სასაკლაოს სსიპ სურსათის
ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი
აღიარება).
• ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივრით) სადაც დაცული იქნება შენახვის
ტემპერატურული ( +2-+6 გრადუსი ცელსიუსი) პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმები. თითოეული მანქანა რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი
ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.
• საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული
„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების
გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და
მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა
(ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და საათი.
• ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული სასაკლაოში (ეტიკეტზე
დატანილი უნდა იყოს ვეტერინარული მოწმობის (ფორმა #2) ნომერი),
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების
წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
1.2.5. ქათმის ახლად გაყინული ფილე.
• უნდა იყოს გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18
გრადუსი ცელსიუსი);
• მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად მაღალი ხარისხის (A კატეგორიის);
• სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
• დაფასოებული ქარხნული წესით არანაკლებ 1 კილოგრამისა.შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად).
• გაყინულ პროდუქტში წყლის საერთო შემცველობით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილებით დამტკიცებული
"ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 40%,
არანაკლებ 4 თვე;
1.2.6. ურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340
დადგენილებით დამტკიცებული "ფრინველის ხორცის მარკეტინგული
მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606
დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი
სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი
მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.