Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Прочие услуги (Грузия - Тендер #69067589)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 69067589
Дата публикации: 04-12-2025
Сумма контракта: 251 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022395
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 21:15
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 251`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 98300000-Прочие услуги
Коды классификатора
  • 98310000 - Услуги прачечных и химчисток
  • 98390000 - Прочие услуги
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 1 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული კარვების აწყობა/დემონტაჟის (ტრანსპორტირებით), ტენტების გაწმენდა-გარეცხვის, გაშრობის, დაკეცვის, პოლიეთილენში შეფუთვისა და დაკომპლექტება-დასაწყობების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 1`005.00 GEL
Размер гарантии 2`510 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar jamagidze :: 02.12.2025 12:32
  • Последнее исправление: tea razmadze :: 04.12.2025 21:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658316&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული კარვების აწყობა/დემონტაჟის (ტრანსპორტირებით), ტენტების გაწმენდა-გარეცხვის, გაშრობის, დაკეცვის, პოლიეთილენში შეფუთვისა და დაკომპლექტება-დასაწყობების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 I და II ტიპის კარვები ინახება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ N5 სასაწყობე ბაზაში (მისამართი: არზაყან(დიმიტრი) ემუხვარის მე2- შესახვევი N6).
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კარვების (ასაწყობი ლითონის კონსტრუქციების და ტენტების) სასაწყობო ბაზაში დატვირთვა სატვირთო ავტომანქანაზე, მათი ტრანსპორტირება შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილ(ებ)ზე ქალაქ თბილისის ნებისმიერ უბანში, კარვების ჩამოცლა და ადგილზე მონტაჟი, ღონისძიების დასრულებისთანავე კარვების დემონტაჟი, მათი დატვირთვა სატვირთო ავტომანქანაზე, ტრანსპორტირება სასაწყობე ბაზაში და მათი ჩამოცლა–დასაწყობება (დალაგება სტელაჟებზე, საწყობის ხელმძღვანელისთვის ჩაბარება). ასევე, შემსყიდველის დავალების შესაბამისად კარვების დემონტაჟი, ტრანსპორტირება და მონტაჟი.
1.2.3 მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ჩატარების ადგილას კარვების დამაგრება ლითონის სამაგრებით, ე.წ „ანკერებით“, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ჩაბეტონება კარვების თითოეული ფეხისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კარვების განთავსების ადგილას არ შეიძლება ანკერების დამაგრება, შემსყიდველის მოთხოვნისამებრ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კარვის თითოეულ ფეხზე 50 ლიტრიანი წყლის ავზის დამონტაჟება. ანკერები და წყლის ავზები მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თავად.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები.
1.2.5 მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის პერიოდში მისი ბრალეულობით მესამე პირისადმი მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.6 მომსახურების გაწევის დროს, კარვების დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ აღადგინოს ან 1 (ერთი) კვირის ვადაში ახლით შეცვალოს დაზიანებული ან დაკარგული საქონელი.
1.2.7 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ქალაქ თბილისის მასშტაბით ერთდროულად 10 (ათი) სხვადასხვა მისამართზე მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) 1-ელიდან მე-6 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მომსახურების გაწევა. ამასთან, კარვების ექსპლუატაციის პერიოდში, ტექნიკური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელს თითოეულ ლოკაციაზე, ადგილზე (ღონისძიების ხანგრძლივობის შესაბამისად) უნდა ჰყავდეს არანაკლებ 1 პერსონა.
1.2.8 მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, კარვის ზედაპირები უნდა დამუშავდეს ორმხრივად, ქიმიური საშუალებების, დანადგარებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. ზედაპირები მაქსიმალურად უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისაგან, წებოვანი ფირისგან (სტიკერი) და სხვა ლაქებისაგან (იხ. ფოტომასალა N1,ფოტომასალა N2 და ფოტომასალა N3).
1.2.9 მიმწოდებლის მიერ კარვების რეცხვის დროს გამოყენებული უნდა იქნას, პროფესიონალური დანიშნულების ლაქების ამომყვანი საწმენდი ხსნარები.
1.2.10 სასაწყობე ბაზიდან კარვების გატანას, კარვების რეცხვას, ტრანსპორტირებას და უკან სასაწყობე ბაზაში დაუზიანებლად, დასუფთავებული კარვების (კარვის ტენტის მოწოდება მშრალ მდგომარეობაში, პოლიეთილენში შეფუთული და დაკომპლექტებული) დაბრუნებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
1.2.11 ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნულ ტენდერზე წინადადების მიღების დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, სადემონსტრაციოდ მოახდინოს სასაწყობე ბაზის ტერიტორიაზე თითო-თითო ცალი I და II ტიპის კარვების აწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომსახურების ხარჯთაღრიცხვით (დანართი N1) განსაზღვრულ დროში, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი. ხოლო, ყოველი მომდევნო დაბალფასიანი პრეტენდენტი (არსებობის შემთხვევაში) ვალდებულია წინა პრეტენდენტისთვის დისკვალიფიკაციის სტატუსის მინიჭებიდან, არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, სადემონსტრაციოდ მოახდინოს სასაწყობე ბაზის ტერიტორიაზე თითო-თითო ცალი I და II ტიპის კარვების აწყობა, სატენდერო დოკუმენტაციის მომსახურების ხარჯთაღრიცხვით (დანართი N1) განსაზღვრულ დროში, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი.
1.2.12 პრეტენდენტის მიერ, მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N1) განფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ I ტიპის კარავის გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები უნდა იყოს II ტიპის კარავის გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებებზე ნაკლები.
1.2.13 შემსყიდველის დავალებით მიმწოდებელს 24 საათში შესასრულებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) I ტიპის და არაუმეტეს 10 (ათი) II ტიპის კარავის რეცხვის და უკან სასაწყობე ბაზაში დაბრუნების მომსახურების გაწევა.

1.2.14 შესყიდვის ობიექტის დასახელებები, აღწერილობა, განზომილება და რაოდენობა მოცემულია მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1), რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
1.4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულდეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, დავალებაში განსაზღვრულ ვადაში, ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხოლო 2027 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვრება ღონისძიებების საჭიროებებიდან გამომდინარე.
1.4.3 ღონისძიების საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა შესაძლოა არ აღემატებოდეს დავალებიდან 24 საათს.
1.4.4 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობით, ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო (მოკლეტექსტური) შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სახეობის, რაოდენობის, მიწოდების ადგილის და ვადის შესახებ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში, შემსყიდველის დავალებით განსაზღვრული ადგილ(ებ)ი.

technical requirements

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადება შეადგენს 200 000 ლარზე ნაკლებს, გარანტიის მექანიზმი არ გამოიყენება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 2027 წლის საახალწლო ღონისძიებისათვის გასაწევი მომსახურების ღირებულება (გასაწევი მომსახურების ღირებულების 100%-ის ოდენობით) ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარი ანგარიშსწორების, საავანსო გარანტიის საფუძველზე, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის შემდგომ. საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს მისი გაცემიდან არანაკლებ 2027 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდს. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჯამაგიძე, 571059111, tamarjamagidze1@gmail.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - გიორგი სარალიძე, მობილური ტელეფონის ნომერი - 555555460; ელ-ფოსტა: g.saralidze@tbilisi.gov.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.12 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru