Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69067588)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Tourism Administration
Номер конкурса: 69067588
Дата публикации: 04-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022396
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 21:16
Начало приема предложения 14.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 659`232.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 6`592.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana dolakidze :: 03.12.2025 21:26
  • Последнее исправление: nana dolakidze :: 04.12.2025 21:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658757&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.
ავტომობილები:
1)MITSUBISHI L200 2015წ. სახ. ნომრით OO-508-GG, ს/ნ MMBJNKL30GH040128 - 2.5 ტურბო დიზელი მექანიკა;
2)RENAULT DUSTER 2015წ. სახ. ნომრით OO-031-GG, ს/ნ VF1HSRC9N52686573 1.6 ბენზინი მექანიკა;
3) RENAULT DUSTER 2019 წლიანი სახ. ნომრით MW-685-MM, ს/ნ VF1HJD40764086019 ძრავის მოცულობა 1.5 ტურბო დიზელი მექანიკა;
4) RENAULT Sandero 2019წლიანი სახ. ნომრით PP-945-FF, ს/ნ VF15SRA1464106728 ძრავის მოცულობა 0.9 ტურბო ბენზინი მექანიკა;
5) Toyota Land cruiser LC 150 სახ. ნომრით LA-840-AL.

შენიშვნა:
1) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაცის 1.3 პუნქტის შესაბამისად მოცემული განფასების ცხრილების (პრეისკურანტების) ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და განფასების ცხრილების თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა;
2) მიმწოდებლის მიერ განფასების ცხრილებში მითითებული ფასები არის მაქსიმალური და არ უნდა აღემატებოდეს განფასების ცხრილებში არსებულ ერთეულის ფასებს;
3) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება განფასების ცხრილების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;
4) დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა სატენდერო კომისიის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს წარმოადგინოს კორექტირებული პრეისკურანტები.
5) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
6) ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდება 40 000.00 (ორმოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარზე.
7) პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანების მოდელებისათვის პირველადი ხარჯვადი სათადარიგო ნაწილების მინიმალური მარაგით;
8)მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ანქანის შეკეთებასთან დაკავშირებით სრული მომსახურება ერთ სივრცეში;
9) ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყონებლივ, რიგგარეშე;
10) ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით გარდა განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) გათვალისწინებული მეორადი სათადარიგო ნაწილისა, ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და შეესაბამებოდეს ავტომობილებისათვის დადგენილ სტანდარტებს;
11) პრეტენდენტმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისათვის თავისუფალი ფართის გამოყოფა. სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები;
12) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
ა) სავალი ნაწილებისათვის ერთიდან ორ დღემდე;
ბ) ელექტროობისათვის ერთიდან ორ დღემდე;
გ) აგრეგატებისათვის ერთიდან სამ დღემდე;
დ) ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო ერთიდან თხუთმეტ დღემდე, ხოლო დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა - არაუმეტეს ოც კალენდარული დღემდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა შემსყიდველის საჭიროების მიხედვით შესაძლებელი უნდა იყოს ქ. თბილისში და საქართველოს არანაკლებ 2 სხვა რეგიონში, ერთი აღმოსავლეთ, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს ქარხნული გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფ ცვეთადი დეტალებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით მიყენებულ დაზიანებებზე. კერძოდ, გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ბოლო 3 (სამი) წლის მანძილზე (2023, 2024 და 2025 წლები) მინიმუმ 3 (სამი) მსგავსი შინაარსის ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების (მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად.
2.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ.) მითითება „შენიშვნის“ გრაფაში.
2.2 შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლი მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 სერვისცენტრი. ერთი სერვისცენტრი ქ. თბილისში - არანაკლებ 8 ბოქსი, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში თითო-თითო სერვისცენტრი არანაკლებ 2-2 ბოქსი. ასევე, საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომობილების განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე.
2. პრეტენდენტი ვალდებულია ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ წარმოადგინოს თანდართული ფორმის შესაბამისად და ასევე, ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამისი დოკუმენტები (საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება)).

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
5. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე:
1. შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების წარმოდგენა - დასაბუთება უნდა განხორციელდეს აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
2. დასკვნასთან ერთად დამატებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენასთან დაკავშირებული ხარჯის გაწევა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში;
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ;
სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისა საგადასხადო დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა დოლაკიძე, 577929777, n.dolakidze@gnta.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru