Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #69067569)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: zugdidi municipality city hall
Номер конкурса: 69067569
Дата публикации: 04-12-2025
Сумма контракта: 308 655


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022376
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 18:57
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 16:30
Предполагаемая цена закупки 308`655.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფის მომსახურება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`086.00 GEL
Размер гарантии 3`087 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan :: 02.12.2025 14:37
  • Последнее исправление: levan :: 04.12.2025 18:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658375&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1.შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

გასაწევი მომსახურების აღწერა

1) ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს, მის მიერ შემოთავაზებულ ფართში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 300 (სამასი) მოქალაქის ყოველდღიური (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით), ერთჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე (აღნიშნულ ვადაში არ შედის საკვების მომზადებისთვის საჭირო დრო).
2) საკვების დღიური ულუფების რაოდენობა გათვლილი უნდა იყოს 300 (სამასი) ბენეფიციარზე და უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მენიუს, თანდართულ დოკუმენტის (იხ. მიბმული ფაილი) შესაბამისად.
3) ყოველდღიური ერთჯერადი კვება უნდა განხორციელდეს სადილის I, II და III თავით. წარმოდგენილი მენიუს შესაბამისად. სეზონების მიხედვით მენიუში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები.
4) ერთი კვირის მენიუს საშუალო დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 900 კკალორიას.
5) კვების მენიუში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ხოლო შეთანხმების შემდგომ შესაძლებელი იქნება ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, შესაბამისი კალორაჟის დაცვით.
6) ტენდერში გამარჯვებულმა საკვები ულუფები უნდა გასცეს შემსყიდველის მიერ გადაცემული ბენეფიციართა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით.
7) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვების დღიური ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს ბენეფიციართა ძირითად სიაზე ნაკლები.
8) მოსამზადებელი საკვების ულუფების რაოდენობა არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ დღეს საკვების მისაღებად გამოცხადებულ პირთა ოდენობაზე. მოსამზადებელი საკვების ულუფების ოდენობა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ბენეფიციართა ოდენობითა და მენიუთი განსაზღვრული მოცულობით.
9) საკვები პროდუქტების მიღებისას, შენახვისას, კერძების მომზადებისას და გაცემისას დაცულ უნდა იქნეს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ახალი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) კერძები. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი. მზა კერძების მომზადებისა და შენახვისათვის უნდა იქნეს გამოყენებული უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი. მომსახურე პერსონალი შემოსილი უნდა იყოს შესაბამისი უნიფორმით. რეგულარულად უნდა ხდებოდეს სადერატიზაციო და სადეზინსექციო ღონისძიებების ჩატარება.
10) ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ვიდეო სათვალთვალო სისტემების მონტაჟი (სამზარეულოში, დარბაზში), რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინმფორმაცია უნდა ინახებოდეს უცვლელად, არანაკლებ ორი თვის განმავლობაში და მოთხოვნის შესაბამისად უნდა წარედგინოს შემსყიდველს (ვიდეო ფირზე შესაძლებელი უნდა იყოს დროისა და თარიღის იდენტიფიცირება; მოწყობილობების პარამეტრები შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან).
11) სასადილოში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ყოველდღიური მენიუ. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად, ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
12) შემოთავაზებული უფასო სასადილოს ფართი უნდა იყოს მოწესრიგებული და უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნორმებისა და წესების შესაბამისად (განხორციელდება არაგეგმიური შემოწმებები უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით).
13) სასადილო ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა.
14) სასადილოსთვის განკუთვნილ ფართში შესაძლებელი უნდა იყოს არანაკლებ 20 (ოცი) ბენიფიციარისათვის ერთდროულად საკვების ადგილზე მიღება, შესაბამისად, სასადილო უნდა იქნეს მომარაგებული სასადილო ჭურჭლისა და ნივთების საკმაო რაოდენობით. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ადგილზე საკვების მიმღებთათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს (განათება, გათბობა) შექმნა. სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 500 მეტრის რადიუსში.
15) ტენდერში გამარჯვებულმა, ყოველი თვის ბოლოსთვის, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომლებსაც გაუწია მომსახურება, თვის განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევის ვადა: ყოველდღიურად, 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მომსახურების გაწევის ვადა არ მოიცავს სააღდგომო დღეებს: 12 და 13 აპრილს).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მომსახურების გაწევის ადგილია: ქ. ზუგდიდი, შემოთავაზებული სასადილო ფართი უნდა მდებარეობდეს ქ. ზუგდიდის ცენტრალური მოედნიდან არაუმეტეს 3 კმ საგზაო მანძილზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი კვების მომსახურების შესრულების არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 460000 (ოთხას სამოცი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს 150000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მომსახურების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების შესრულების დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დამოწმებული დოკუმენტაცია).
2) ამასთან, მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ საზოგადოებრივი კვების მომსახურება შესრულდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (www.procurement.gov.ge.) რეგისტრირებული შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ის დაკვეთით. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ინფორმაცია (მომსახურების დასახელება, დამკვეთთა სია, ხელშეკრულების დადების თარიღი, ნომერი, სახელშეკრულებო ღირებულება, ფაქტობრივად გადახდილი თანხა, სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები _ „SPA/NAT“ და „CMR“ ნომრები). ამასთან, წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც სისტემაში მინიჭებული აქვს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთულია შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა და ა.შ.) სასადილო ფართი და შესაბამისი მოწყობილობა-ინვენტარი (ჭურჭელი, სასადილო მაგიდა, სკამი, მაცივარი, გაზქურა, სამზარეულო ინვენტარი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ფორმის _ №2 დანართის სახით.

შენიშვნა: 1) შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ, შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასადილო ფართისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან; 2) სასადილო უნდა იქნეს მომარაგებული სასადილო ჭურჭლისა და ნივთების იმ რაოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას და ადგილზე ერთდროულად არანაკლებ 20 (ოცი) ბენეფიციარისათვის საკვების მიღებას.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია პერსონალის _ მზარეულის ხელმისაწვდომობისა და მათი კვალიფიკაციის შესახებ, რომელიც აუცილებელია ხელშეკრულების განსახორციელებლად. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის _ №3 დანართის შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მზარეული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გავლილი უნდა ჰქონდეს მზარეულის სასწავლო ან/და ტრენინგ-კურსები, რის დასტურად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დიპლომ(ებ)ი ან/და სერტიფიკატ(ებ)ი ან/და პროფესიული მიღწევების შესახებ ცნობები. ან უნდა გააჩნდეს მზარეულად მუშაობის გამოცდილება, რომლის დასტურად სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს რეკომენდაცია ან ცნობა (სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ორგანიზაციის დასახელება, კონკრეტული წლები, დაკავებული პოზიცია). ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს წინარე შეთანხმება (იხ. მიბმული ფაილი), როგორც თანმხლები დოკუმენტი, ხელმოწერილი ტენდერში მონაწილე პრეტენდეტისა და პერსონალის მიერ.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების ღირებულება, მომსახურების ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის, კომუნალური (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან. ეროვნულ ვალუტაში _ ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.
6.4.2. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან, პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღოს შესაბამისი თანხა.
6.4.3. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია ამ ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაციას უფლება აქვს გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 10%-ის ოდენობით, მოცემული პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში.
7.2.2. ანგარიშსწორება იწარმოებს ყოველთვიურად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ ქარდავა, 595222788, kardava.b@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების საფუძველზე.
2) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ამ შემთხვევაში მოცემული სატენდერო წინადადების ინტერპრეტაციის დროს, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის უპირატესობის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3) პრედენტენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია შესრულებული/დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმძღვანელო ინსტრუქციის გათვალისწინებით.
4) სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5) პრეტენდენტს უფლება არა აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6) სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru