ტექნიკური დავალება:
ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციის
მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის
მომზადებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება:
• -სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერის
გამოცხადება;
• -ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციების მიერ სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოების წარმოება;
• -სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის
განხორციელება.
მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში დადგენილ
სტანდარტებს და ნორმებს.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
დანართის სახით მოცემულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს არსებული
და საპროექტო ფართების სქემატური ნახაზი. მიმწოდებელმა
პროექტირებისას უნდა იხელმძღვანელოს წარმოდგენილი საპროექტო
ნახაზებით, ცვლილებების შემთხვევაში დაპროექტების პროცესში
შემსყიდველთან ეტაპობრივად უნდა აწარმოოს ყველა ასპექტის შეთანხმება
პროექტის საბოლოო სახით მიღებამდე. პროექტირების ეტაპზე მიმწოდებელმა
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დაამუშაოს შემსყიდველის მოთხოვნების
გათვალისწინებით. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული
გადაწყვეტის შემთხვევაში, უშუალოდ საპროექტო დოკუმენტაციის
შემუშავების პროცესში, შესაძლოა, ზემოაღნიშნული მოთხოვნები
ჩამოყალიბდეს განსხვავებული სახით, მისაღწევი მიზნისა და შედეგის
შეუცვლელად.
მიმწოდებელმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე
ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს
ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის
დასკვნით. აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს
მიმწოდებელი;
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამზადებული უნდა იყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით. აქვე
ტენდერში გამარჯვებულმა პრედენდეტმა საპროექტო დოკუმენტაციის
დამუშავების დროს უნდა გაითვალისწინოს ყველა ტექნიკური
დოკუმენტაციის შესაბამისობა შემდგომში რეაბილიტირებული ფართის
უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ხარვეზისა და წუნის გამოვლენის
შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაითვალისწინოს აღნიშნული
და უსასყიდლოდ წარმოუდგინოს შემსყიდველს სრულყოფილი დოკუმენტაცია.
ა) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელი ვალდებულია
წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ალბომის სახით ნაბეჭდი ვერსია A3 ფორმატზე 3-ეგზემპლარად.
ბ) CD - ვერსია (ელექტრონული) PDF, PLA (ARCHICAD), DWG (AUTOCAD) - ფაილის სახით 3- ეგზემპლარად.
გასაწევი მომსახურეობის აღწერა-ჩამონათვალი:
1. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.
2. საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის პერიოდში.
მიმწოდებელი ვალდებული იქნება ადგილზე მოახდინოს შემსყიდველისგან
მიღებული მონაცემების: არსებული გეგმა–აზომვითი ნახაზის დაზუსტება.
საპროექტო დოკუმენტაციაში გამოსაყენებელი სამშენებლო მასალები და
ტექნოლოგიები საშუალებას უნდა იძლეოდეს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი
მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების (რემონტის) ხარჯები;
ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალების და ნაკეთობების შერჩევა უნდა
განხორციელდეს დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე;
პროექტირების დროს ყველა დეტალი შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთთან;
მიმწოდებლის მიერ მომზადებული, ტერასის სართულის რეაბილიტაციის სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
1) არქიტექტურული პროექტი;
- არქიტექტურული ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფორმაციას ჩასატარებელი არქიტექტურული სამუშაოების
შესახებ.
- საპროექტო ფართის არსებული შიდა აზომვითი გეგმა მსხვილ მასშტაბში (1:100
)
- საპროექტო ფართის გრძივი და განივი ჭრილები, მასშტაბი (1:50 ან 1:100).
- საპროექტო ფართის კედლებისა და ტიხრების მარკირების გეგმები მათი
ტიპების ჩვენებით; წარმოდგენილ იქნას შეთავსების გეგმა სადემონტაჟო და
საპროექტო სამუშაოების ჩვენებით. მასშტაბი (1:50 ან 1:100);
- საპროექტო ფართის იატაკებისა და ჭერების მოპირკეთების გეგმები
მოპირკეთების ტიპების ჩვენებით, მასშტაბი (1:50 ან 1:100);
- საპროექტო ფართის ღიობების მარკირების გეგმები და კარ-ფანჯრების
ტიპები მასშტაბი (1:50 ან 1:100); ნახაზებში ნაჩვენები უნდა იყოს ცალ-ცალკე
კარის, ფანჯრის და ვიტრაჟის კვანძები, დეტალური ნახაზები და
სპეციფიკაციები;
- საპროექტო ფართის არქიტექტურული დეტალებისა და კვანძების ნახაზები -
მასშტაბი (1:5, 1:10 ან 1:20);
- საპროექტო ფართის სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური
სპეციფიკაციები.
ავეჯის ტექნოლოგიური ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი; სართულის
გეგმა ავეჯის, ინვენტარის, აპარატურის, მოწყობილობა-დანადგარების
ზუსტი განლაგების ჩვენებით;
საპროექტო სივრცის იერსახე და დიზაინი – ესკიზები, ფოტორენდერები; 3D
საპროექტო ფოტომონტაჟი მასალების, ზომების და სიმაღლის ნიშნულების
ჩვენებით;
2) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ორგანიზაციის პროექტი,
რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების ორგანიზაციის პროექტის
განმარტებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, პროექტში
მოცემული ობიექტის სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობის,
ენერგო-მატერიალურ-შრომით რესურსებზე მშენებლობის მოთხოვნილების,
სასაწყობო და საყოფაცხოვრებო ფართზე მშენებლობის მოთხოვნილების
შესახებ. განმარტებით ბარათში ასევე უნდა მიეთითოს საჭირო
უსაფრთხოების, სახანძრო და გარემოსდაცვითი ღონისძიებები.
ორგანიზაციის პროექტი უნდა მოიცავდეს მშენებლობის კალენდალურ
გეგმა-გრაფიკს, სამშენებლო სამუშაოთა პროცესების ტექნოლოგიური
თანმიმდევრობით დეტალურ აღწერას.
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში აგრეთვე უნდა აისახოს
სამუშაოების განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო; დაფარული
სამუშაოების დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც
მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.
3) ელექტრობის პროექტი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებით ბარათი; რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი
არსებული ელ. მომარაგების ქსელის და სარეაბილიტაციო ფართში
განთავსებული ცენტრალური აგრეგატების/დანადგარების ქსელის მუშაობის
პრინციპი და საპროექტო მოთხოვნებით მათი რეაბილიტაციის პირობები.
- სართულის საპროექტო ძალოვანი ქსელების ნახაზები, წარმოდგენილი უნდა
იყოს ცენტრალური ძალოვანი კაბელის მონტაჟის სქემები შენობაში ან
შენობის გარეთ მდებარე სატრანსფორმატორო სადგურიდან;
- სართულის საპროექტო ელ-ფარ(ებ)ის სქემებს.
- სართულის საპროექტო ფართის ელმომარაგების ქსელის სქემას.
- არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული ენერგიის მიმღების ქსელის
სქემას.
- ტექნიკური დავალების დანართში მოცემული ხელსაწყოების/დანადგარების
ტექნოლოგიურ მოწყობის/დაერთების სქემებს, საერთო სიმძლავრის
მოთხოვნილ მახასიათებლებს და ა.შ.
წარმოდგენილ უნდა იქნეს აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული
შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნა (შეფასება);
4) სუსტი დენების ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებითი ბარათი,
- სახანძრო სიგნალიზაციის და კვამლის დეტექტორების განთავსების გეგმა
და სქემები;
- ინტერნეტისა და მონიტორინგის ვიდეო კამერების (შესაბამისი
მოწყობილობით) ქსელის ნახაზებს;
- სამუშაოთა ჩამონათვალი და სპეციფიკაციები.
5) გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის ნაწილი, რომელშიც დამუშავდება
მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას
განსათავსებელი დანადგარების და არჩეული სისტემების შესახებ.
- გათბობის სისტემის სქემებს და დანადგარების განთავსების გეგმებს.
- ვენტილაციის სისტემის სქემებს და დანადგარების განთავსების
გეგმებს.
- გაგრილების სისტემის სქემებს და დანადგარების განთავსების
გეგმებს.
- გაგრილების სისტემის შიდა და გარე ბლოკების გეგმას.
- სპეციფიკაციებს და სამუშაოთა ჩამონათვალს.
6) წყალსადენ-კანალიზაციის ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში), რომელშიც
დამუშავდება მინიმუმ შემდეგი დოკუმენტაცია:
- საერთო განმარტებითი ბარათი.
- წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო დანადგარების განთავსების
გეგმებს.
- წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო მილსადენების სქემას, საპროექტო
ქსელის დაერთების სქემებს შენობაში არსებულ ქსელთან.
- სამუშაოთა ჩამონათვალს და სპეციფიკაციებს;
* საინჟინრო ქსელი უნდა მოეწყოს შენობაში/სართულზე არსებულ ცენტრალურ
დგარებზე.
7) სახარჯთაღრიცხვო ნაწილი, რომელშიც დამუშავდება მინიმუმ შემდეგი
დოკუმენტაცია:
- სახარჯთაღრიცხვო ნაწილის საერთო განმარტებითი ბარათი, რომელიც უნდა
მოიცავდეს სატიტულო სიას და ინფორმაციას დანარიცხების გაანგარიშების
წესის შესახებ (გაუთვალისწინებელი ხარჯები, ზედნადები ხარჯები,
გეგმიური დაგროვება და სხვა).
- ლოკალური ხარჯთაღრიცხვები შესრულებული რესურსული მეთოდით.
- როგორც ლოკალურ, ასევე კრებსით და საობიექტო ხარჯთაღრიცხვებში
ცალ-ცალკე გამოყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მასალების ღირებულება,
მუშათა ხელფასი, მანქანა მექანიზმების ხარჯები, ზედნადები ხარჯები და
გეგმიური დაგროვება.
- ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის #1-1/1463 ბრძანებისა და
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების
გათვალისწინებით.
სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვები და სატენდერო სამუშაოთა მოცულობების
ცხრილები შედგენილი უნდა იყოს დამკვეთთან შეთანხმებული ფორმით
(რესურსული მეთოდით). წარმოდგენილ უნდა იქნეს აკრედიტირებული
ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი საექსპერტო დასკვნა
(შეფასება); ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს ექსპერტიზა გავლილ
დადებითად შეფასებულ პროექტს. ამის დასადასტურებლად უნდა
განხორციელდეს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ერთმანეთთან
შესაბამისობის ექსპერტიზა.
საავტორო ზედამხედველობის გაწევა მშენებლობის პერიოდში მოიცავს:
- სამშენებლო პროცესების გეგმიურ და არაგეგმიურ ინსპექტირებას.
გეგმიური ინსპექტირების ჩატარების პერიოდულობა უნდა განისაზღვროს
პროექტის ავტორის მიერ, ხოლო არაგეგმიური ინსპექტირება ტარდება
შემსყიდველის მოთხოვნით.
- საავტორო ზედამხედველობის განხორციელებისას, საავტორო ზედამხედველი
ვალდებულია სამშენებლო პროცესების საპროექტო დოკუმენტაციასთან ყველა
შეუსაბამობა დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს.
- სარეაბილიტაციო პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემების,
რეკომენდაციების და სპეციალური ტექნიკური დახმარების გაწევა, ასევე
ანალოგიურად სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში.
- წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩასატარებელი
სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩენილი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ხარვეზების გამოსწორებას, დამატებითი
ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოფს მიმწოდებელი.