1. გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების
სრული აღწერა:
(დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას
გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით).
1.1 ჭერისა და კედლის დასუფთავება – ჭერის და კედლების (მათ შორის სანათი
მოწყობილობების) გაწმენდა კვირაში ერთხელ მშრალად, ხოლო თვეში ერთხელ
სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის გამოყენებით. საფარზე არსებული ხილული
ლაქების და ჭუჭყის დასუფთავება.
1.2 საოფისე ავეჯის წმენდა – მტვრის გაწმენდა ყოველდღიურად, ნათითურების,
ჭუჭყის, ლაქების მოცილება ავეჯის ზედაპირებიდან და ა.შ. სკამების და
სავარძლების დასუფთავება მტვრის, დაღვრილი ნივთიერებებისა და
ლაქებისაგან.
1.3 კომპიუტერებისა და ორგ. ტექნიკის წმენდა – ზედაპირების ყოველდღიური
დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჭუჭყის და ნათითურების მოცილება.
1.4 რბილი ავეჯის და რბილი იატაკის დასუფთავება – ავეჯის ყოველდღიური
დასუფთავება, საჭიროების შემთხვევაში მტვერსასრუტების საშუალებით,
ლაქებისა და მტვრის მოცილება.
1.5 სხვადასხვა მყარი იატაკების და იატაკის კუთხეების (გრანიტი, მეთლახი,
ლამინატი და ა.შ) დასუფთავება – იატაკების ყოველდღიური დაგვა და
სპეციალური ხსნარის და ტილოს საშუალებით მოწმენდა. მტვრის, ლაქების,
ღრმად ჭუჭყის მოცილება.
1.6 ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა – მინისებური
ზედაპირებიდან და ფანჯრებიდან ყოველდღიურად მტვრის და ხილული ლაქების,
ნათითურების მოცილება. ფანჯრის თაროების დასუფთავება.
1.7 დერეფნების, კიბის უჯრედების, კიბის კონსტრუქციის, კიბის უჯრედის
მინის ზედაპირების და სხვა ზოგადი ტერიტორიების დასუფთავება –
დერეფნების, კიბეების და კიბის უჯრედების ყოველდღიური დაგვა. ლაქების
და ჭუჭყის მოცილება, მოაჯირების დასუფთავება.
1.8 ლიფტის დასუფთავება – ლიფტის ყოველდღიური დასუფთავება. იატაკის,
სანათი მოწყობილობის, კაბინის პრიალა ზედაპირის, სარკის, უჟანგავი
ლითონისა და მსგავსი ზედაპირებიდან ნათითურების, ხილული ლაქების
მოცილება და გაპრიალება.
1.9 სველი წერტილების დასუფთავება – ყოველდღიურად სველი წერტილების
დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. ნიჟარების,
იატაკების, კედლების, სარკეების დასუფთავება – გაპრიალება. იატაკზე
განთავსებული არხების და საცობების დასუფთავება. საწმენდი მასალების
და ჰიგიენური საშუალებების (ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი,
თხევადი/მყარი საპონი) ნარჩენებისაგან სველი წერტილების დასუფთავება.
სასაპნეების, ონკანების და ხელსაბანის გაპრიალება.
1.10 ნაგვის ვედროების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და
ნაგვის გატანა -
განხორციელდება ყოველდღიურად, ნაგვის ვედროები დასუფთავდება
ლაქებისა და ჭუჭყისაგან.
1.11 შენობის ეზოს დასუფთავება, გარე განათებების, ურნებისა და სკამების
წმენდა - განხორციელდება ყოველდღიურად.
1.12 შენობაში უნდა იმყოფებოდეს მორიგე დამლაგებლები, რომლებიც
უზრუნველყოფენ დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების
ოპერატიულ აღმოფხვრასა და სისუფთავის შენარჩუნებას შენობის მთელ
ტერიტორიაზე.
1.13 შენობის მთელი ტერიტორიის და ეზოს გენერალური დასუფთავება (თვეში
ერთხელ), რაც მოიცავს:
ა) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და ორგტექნიკის კაპიტალურ
წმენდას;
ბ) ქრომისა და უჟანგავი ლითონის ზედაპირების წმენდა-პოლირებას;
გ) ჭაღებისა და სხვა მანათობელი საშუალებების კაპიტალურ წმენდას;
დ) სველი წერტილების კაპიტალურ დასუფთავებას;
ე) იატაკების, ჭერისა და კედლების, დერეფნების, ფანჯრებისა და
მინისებური ზედაპირების, კიბის უჯრედების კაპიტალურ დასუფთავებას;
ვ ) საგენერატოროს და ლიფტის შახტის კაპიტალურ დასუფთავებას.
1.14 სველი წერტილებისა და ხალხმრავალი ადგილების სანიტარული დამუშავება
დეზინფექცია – ტერიტორიების დამუშავება სხვადასხვა ინფექციური
გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებებით - განხორციელდება თვეში
ერთხელ. დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლებთან
ბრძოლა - საჭიროების მიხედვით.
1.15 დასუფთავების სპეციფიკური სამუშაოები:
ა) ფანჯრების, ვიტრაჟების და მათი ჩარჩოების კაპიტალური წმენდა
(ორმხრივი) სპეციალური, პროფესიონალური ინვენტარის მეშვეობით - ექვს
თვეში ერთხელ;
ბ) მყარი იატაკების ქიმიური მორეცხვა და პოლირება სპეციალური
აპარატების გამოყენებით - ექვს თვეში ერთხელ;
გ) რბილი ავეჯის და იატაკების წმენდა სპეციალური აპარატის გამოყენებით
(სველი წმენდა) - ექვს თვეში ერთხელ.
1.16 მიმწოდებელმა სამუშაო დროის დაწყებამდე (09:00 საათამდე) ნახევარი
საათით ადრე უნდა უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე
დასუფთავების ყოველდღიური, ძირითადი სამუშაოების დასრულება.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება
შრომის კოდექსით გათვალისიწინებულ უქმე დღეებში. ოპერატიული
დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად მორიგე
თანამშრომლების მიერ, დასუფთავების მიმდინარე სამუშაოების
დასრულების შემდეგ. მომსახურე პერსონალის რაოდენობა - მინიმუმ 5
თანამშრომელი. მომსახურე პერსონალის საქმიანობის ყოველდღიურ
ზედამხედველობასა და კონტროლს უნდა ახორციელებდეს მიმწოდებლის მიერ
გამოყოფილი მენეჯერი, რომელიც სამუშაო დღეებსა და საათებში მუდმივად
იქნება სატელეფონო კონტაქტზე, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნით ასევე
არასამუშაო დღეებსა და საათებში.
1.17 მორიგე თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ:
ა) დილის საათებში შენობის მთელი ტერიტორიის ერთ საათიანი შემოვლა,
რომლის დროსაც მორიგემ უნდა დაათვალიეროს მთელი ტერიტორია და
ოპერატიულად აღმოფხვრას მიმდინარე პერიოდში წარმოქმნილი ნებისმიერი
სახის დაბინძურება.
ბ) შემოსულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება, რომლის დროსაც მორიგემ
ინფორმაციის მიღებისთანავე ოპერატიულად უნდა უზრუნველყოს
წარმოქმნილი დაბინძურების აღმოფხვრა. (ინფორმაცია გაიცემა, როგორც
პირადად ასევე, პასუხისმგებელ პირზე მიმაგრებულ მობილურ ტელეფონზე და
კომპანიის ცხელ ხაზზე).
გ) შენობის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საერთო მოხმარების სველ
წერტილებში მორიგე თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ შემოვლა ყოველ
საათში ერთხელ და აღმოფხვრან მიმდინარე პერიოდში წარმოშობილი
ნებისმიერი სახის დაბინძურება, შეამოწმონ და შეავსონ ჰიგიენური
პროდუქციის მარაგი. ამასთან, უნდა მოახდინონ რეაგირება მათი სამოქმედო
ტერიტორიის დაბინძურებასთან დაკავშირებით შემოსულ ინფორმაციაზე.
გენერალური დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამის
ობიექტზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის მიერ თვეში ერთხელ,
არასამუშაო დღეს შაბათს ან კვირას.
1.18 დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების აღწერილობა:
ა) დასუფთავების მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იქნეს
ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანის ჯამრთელობისთვის უსაფრთხო
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები.
ბ) იმ ადგილებისათვის, სადაც ქიმიური ხსნარების მიმართ ალერგიული
დამოკიდებულებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია დასუფთავების
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი
წყლის და ორთქლის გენერატორები.
გ) სააგენტოს მიერ მიმწოდებლისთვის შენობაში გამოიყოფა ფართი,
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
(სხვადასხვა სახის დასუფთავებისათვის საჭირო სარეცხი, საწმენდი და
სხვადასხვა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები) მარაგის
დასაწყობებისათვის. ხელსაწმენდების, ტუალეტის ქაღალდების და თხევადი
საპონის არანაკლებ 5 დღის მარაგი უნდა ინახებოდეს შემსყიდველის მიერ
სპეციალურად გამოყოფილ ფართში, მიმწოდებელმა მუდმივად უნდა ამოწმოს
მარაგები და განახორციელოს მათი დაუყოვნებელი შევსება.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
2.1 მომსახურე პერსონალის ფორმებით, აღჭურვილობით, ინვენტარით და
სახარჯი მასალით სრულყოფილი მომარაგება. სახარჯი მასალები (მათ შორის
ტუალეტის ქაღალდი - არანაკლებ ორფენიანი და არ უნდა იყოს
ჯანმრთელობისთვის საზიანო. ტუალეტის ქაღალდის სტრუქტურა უნდა იყოს
მჭიდრო და მდგრადი, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი შეწოვადობით. ქაღალდის
ხელსახოცი არ უნდა შეიცავდეს ქლორს. ქაღალდის სტრუქტურა უნდა იყოს
მჭიდრო და მდგრადი, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი შეწოვადობით. თხევადი
საპონი - ბლანტი, მაღალი კონცენტრაციის მქონე, ადვილად აქაფებადი,
სასიამოვნო ნეიტრალური არომატით, ეკოლოგიურად სუფთა, მარტივად უნდა
ასუფთავებდეს და იცავდეს ხელის კანს გამოშრობისგან.
2.2 შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო
ნორმების დაცვა, შენობის (ლიფტის ჩათვლით) და ეზოს ყოველდღიური,
ყოველთვიური გენერალური დასუფთავება და ნაგვის გატანა (ოთახების,
ფანჯრების ორმხრივი, კარფანჯრის ჩარჩოების, კიბის უჯრედის, იატაკის
რეცხვა-წმენდა), ყოველდღიურად უზრუნველყოს მორიგე-დამლაგებლის
მომსახურება, სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა,
მათ შორის მათი აღჭურვა ტუალეტის ქაღალდებით, ხელის საწმენდი ქაღალდით,
თხევადი საპნებით, ჰაერის გამწმენდი აეროზოლებით და ურნაში ჩასაფენი
პარკებით, ხელსაწმენდი ქაღალდების, ტუალეტის ქაღალდების და თხევადი
საპნის აპარატებით (დისპენსერები) და ურნებით უზრუნველყოფა.
2.3 შენობაში არსებული ელექტრომომარაგების, კავშირგაბმულობის,
წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის და სხვა კომუნალური
სისტემების გამართული ფუნქციონირება, ხე-მცენარეების მოვლა.
საჭიროების შემთხვევაში მკვებავი დანამატებით, სასუქებით და
მინერალებით უზრუნველყოფა.
2.4 შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით შეასრულოს
სამეურნეო და ტექნიკური სახის შეკეთება, მცირეფასიანი
ელექტრომოწყობილობების, სანგაყვანილობების, სამეურნეო საქონლის
შეძენა-შეცვლა-შეკეთება, ასევე ჩამრთველების, საკეტების, ნათურების,
სველი წერტილების ინვენტარების, ელექტრო, წყლის, კანალიზაციის,
გათბობის და სხვა გაყვანილობების შეძენა-შეცვლა-შეკეთება (დაუშვებელია
არსებულზე დაბალი ხარისხის საქონლით შეცვლა). სააგენტოს შენობაში
სართულიდან სართულზე ტვირთების გადატანის მომსახურება.
2.5 ლიფტის გამართული მუშაობის სისტემატური კონტროლი, მექანიზმების
დაზეთვა, ნაწილების რეგულირება, ელექტრო სისტემის შეკეთება
(ძვირადღირებული კაპიტალური რემონტის და მასალების გარეშე).
2.6 გათბობა-გაგრილების სისტემის მოვლა-ზედამხედველობა; ფილტრების
წმენდა; წყლის დამატება, წნევის რეგულარული შემოწმება, დაზიანების
შემთხვევაში საქვაბის სანათურის, გენერატორის, წყლის ნასოსის და
მწყობრიდან გამოსული სხვა დეტალების შეკეთება-დარეგულირება,
კონდიციონერის მცირე შეკეთება და ფრეონის დამატება.
(2.4, 2,5, და 2.6 პუნქტებში მითითებულ გარემოებებად ჩაითვლება ერთჯერადი
დაზიანების შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ღირებულების
სამუშაოების შესრულება და საქონლის შეძენა). შესრულებული სამუშაოები
უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისობაში, რისი მოთხოვნაც და ტექნიკური
მონიტორინგი განხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული
ინსპექტირების ჯგუფის წევრ(ებ)ის მიერ.