10.1.1ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით
განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით
წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი
გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.).
დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური
შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF
დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით
ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ
PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF
ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით
ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთან პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა
შესაძლებელია წარმოადგინოს Excel-ის დოკუმენტის ფორმატის სახით,
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი
დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ
ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული
დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები
უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე
ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა
წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული
შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
(მინდობილობა).
10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით
ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF,
უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები,
აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები,
დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა,
მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და
კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში
დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა
დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან
დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული
შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია,
დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.
დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში
მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს
შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია
წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში
ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და
ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და
ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია
კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი
კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ
შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო
დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და
ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის
გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის
მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად
მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა
განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას
შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში,
წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის
დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7
პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების
,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა
დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების
წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ
განხორციელებული გამოცდილების ნაწილში.
10.1.13 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე
ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა
იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების
მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან
აპოსტილით დამოწმებული.
10.1.14 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების
ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური
ინფორმაცია, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება -საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს
სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.