Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69067487)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 69067487
Дата публикации: 04-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022303
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 16:33
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 171`059.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 50`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კვადროციკლების სათადარიგო ნაწილებისა და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 19.08.2025 12:09
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 04.12.2025 16:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645216&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კვადროციკლების სათადარიგო ნაწილებისა და სერვის მომსახურების მრავალწლიანი შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
3. შემსყიდველმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს საევაკუატორო მომსახურება, ხოლო მიმწოდებელმა უზრუნველყოს მობილური ჯგუფის ადგილზე მომსახურება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნიდან 5 (ხუთ) კალენდარულ დღეს ხოლო, საგანგებო სიტუაციის დროს (ხანძარი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ) 2 (ორ) კალენდარულ დღეს.
4. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული კვადროციკლების სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
5. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით.

პირველადი სახარჯი მასალა (ზეთები, ფილტრები, ანტიფრიზი, ანთების სანთლები): არაუმეტეს 24 საათში;
ელექტროობისათვის: 3 სამუშაო დღე;
აგრეგატებისათვის: 5 სამუშაო დღე;
ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 60 კალენდარული დღე (აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წყლის სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, დეფექტური აქტის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო.)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ბორჯომი ან/და ბაკურიანი ან/და ახალციხე ან/და ქობულეთი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მობილური ჯგუფის მიერ მომსახურება საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ან მიმწოდებლის შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში, ან საჭიროების შემთხვევაში მობილური ჯგუფის საშუალებით. შესაკეთებელი კვადროციკლების მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში მიტანას და შემდგომ მათ უკან ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველმა.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებაზე ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 6 თვე (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/მუშა საათი); ა/სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი სათადარიგო ნაწილით.
საგარანტიო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შესრულებული სამუშაოს აქტის თარიღიდან.
მიმწოდებლის მხრიდან წუნდებული საქონლის შეცვლა/შეკეთებისა და ხარვეზის აღმოფხვრისთვის განისაზღვროს 5 კალენდარული დღის ვადა.
საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან გარანტიით შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მომწოდებელს ჩაატარებინოს ტექნიკური ექსპერტიზა, ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენისათვის შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე. მიმწოდებლის მხრიდან ტექნიკურ ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვროს შემსყიდველის მიმართვიდან 15 სამუშაო დღე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის კვადროციკლის სათადარიგო ნაწილებისა და სერვის მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მიმწოდებელს ქ.თბილისში უნდა გააჩნდეს სერვის-ცენტრი და სერვის-ცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და აღჭურვილი უნდა იყოს მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი მატ-ტექნიკური ბაზით. ხოლო მობილური ჯგუფის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყოგბე მეურნეობა, პირველადი სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი (ოთხი ერთეული კვადროციკლისთვის საჭირო: (ზეთები, ფილტრები, ანტიფრიზი, ანთების სანთლები).
მიმწოდებელს ასევე უნდა გააჩნდეს მწარმოებელი კომპანიის კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული კვადროციკლების მწარმოებლის ავტორიზაცია. ავტორიზაცია დამოწმებული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით/სერთიფიკატით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი (უცხოურენოვან დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 30 აპრილისა.
ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 30 აპრილისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2027 წლის 30 აპრილისა.
ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა: მიმწოდებელმა - 2.9.1 და 2.9.2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე - უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9.3. სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.4. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.5 მეორადი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველის თანხმობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორად სათადარიგო ნაწილზე გავრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა.

2.9.6 ტენდერის გახსნის მომდევნო დღეს შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.7 შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონების მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.8 შემსყიდველი უფლებამოსილია ტენდერის გახსნის მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.9 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ აქვს შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წინადადების მიღების დროს, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე, დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, ერთიან ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს რეგიონების მიხედვით იმ კომპეტენტურ პირთა მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი), რომლებიც დაესწრებიან სერვის ცენტის დათვალიერებას და აღნიშნულს დააფიქსირებენ დათვალიერების აქტზე ხელმოწერით.
პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა და დათვალიერების აქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.10 პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაცია სატელეფონო ან და ელ.ფოსტის მეშვეობით უკავშირდება პრეტენდენტს და ატყობინებს სერვის-ცენტრის დათვალიერების მიზნით ვიზიტის დროს.
პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.


2.9.11 შემსყიდველი უფლებამოსილია დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის დროს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ განმეორებით დაათვალიეროს სერვის-ცენტრი შესაბამის უფლებამოსილ პირთან ერთად.

პრეტენდენტის მიერ სერვის ცენტრის დათვარიელებაზე უარის თქმა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მხრიდან ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ, ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში:
- 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 40 000 ლარის ფარგლებში;
- 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ანაზღაურებულ იქნება არაუმეტეს 10 000 ლარის ფარგლებში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის საფინანსო სამმართველოში წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკატერინე ჯანელიძე, 595078112, ekaterinejanelidze99@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში.
10.1.13 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.14 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის .

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

04-12-2025 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.

04-12-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

04-12-2025 Осветительное оборудование и электрические лампы .

04-12-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

04-12-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

04-12-2025 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru