ტექნიკური პირობები
შესყიდვის ობიექტის დასახელება:
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის
მოვლა-პატრონობა, რაც მოიცავს:
• ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ერთიანი
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობას, რომელიც მოიცავს: 1818
ერთეული IP კამერას (Pelco IXE31/IXP33, გარე გამოყენების ჰაუსინგით, Pelco გუმბათოვანი
კამერები, Milesight მოტორიზირებული ბულეტ ტიპის კამერები), 194 ერთეული ჩართვის
წერტილს (უწყვეტი კვებით მომარაგების სისტემა) და სასერვერო
ინფრასტრუქტურას.
• ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის მოვლა-პატრონობას, რომელიც მოიცავს 189
ერთეული ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერ(ებ)ის მოვლა-პატრონობას. კომპლექტი მოიცავს
Avigilon-ის წარმოების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასა და AETEK-ის გარე
გამოყენების კორპუსს, წყლის მიწოდების სისტემასა და ინფრაწითელ
განათებას.
• ჩართვის წერტილიდან ვიდეო ნაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფას
სასერვერომდე (452 ერთეული).
მომსახურების აღწერილობა:
1. რეაგირების დრო: გამოძახებიდან არაუგვიანეს 1 საათში მიმწოდებელმა
უნდა მოახდინოს ჯგუფის და ამწე კალათის მობილიზება და მივლინება
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერასთან. გამოძახება დასაშვებია დღე-ღამის
ნებისმიერ დროს, მათ შორის ოფიციალურ უქმე დღეებში. (მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ტექნიკის მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი,
მათ შორის ამწე-კალათის და სხვა სატრანსპორტო საშუალების
მობილიზება)
2. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ხედვის კუთხისა და რაკურსის შეცვლა ან
გასწორება (ულიმიტო გამოძახებით).
3. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გარე გამოყენების კურპუსის სარკმლის
და კამერის ლინზის (ობიექტივის) გაწმენდა საჭიროების დადგომის
შემთხთვევაში (ულიმიტო გამოძახება).
4. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ავტო-სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის სრული კომპლექტის გამართული მუშაობა,
კერძოდ:
• კამერა ლოკალურად იძლევა შესაბამისი ხარისხის ვიდეო-სიგნალს;
• გამართულად მუშაობს კამერის გარე გამოყენების კორპუსის საწმენდი
სითხის შეშხურებისა და გაწმენდის მექანიზმი;
• ავზში არის საკმარისი რაოდენობის სპეციალური საწმენდი სითხე;
• ვიდეო კამერა და მისი გარე გამოყენების კორპუსი ფიზიკურად და
პროგრამულად გამართულია, ისე რომ ანალიტიკური პროგრამა უზრუნველყოფს
გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთო რაოდენობის
(არანაკლებ 300 ცალი) სანომრე ნიშნის ამოცნობას არანაკლებ 90%-იანი
სიზუსტით.
• ინფრაწითელი განათება ფუნქციონირებს გამართულად;
5. დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ.
ბათუმის მუნციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ზოგადი ხედვის
კამერებისთვის განკუთვნილი პროგრამისა (Pelco Endure VMS და Gemstone VMS) და ვიდეო
ნაკადის ჩამწერი ფიზიკურ სერვერების (Pelco Endura Storage, Gemstone Recording Servers) გამართულად
მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ ჩამწერი მოწყობილობა ან მისი პროგრამული ან
აპარატურული კომპონენტი მწყობრიდან გამოვა ან დაზიანდება,
პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს
აღდგენა/შეკეთება ან/და შეცვლა (ტექნიკას მწარმოებლის საგარანტიო ვადა
ამოწურული აქვს).
6. პრეტენდენტმა ოპერატორების სამართავ კომპიუტერებზე უნდა
უზრუნველყოს ე.წ. ცენტრალური კონსოლების გამართული მუშაობა.
საჭიროების შემთხვევაში ხელახალი ინსტალაცია და გამართვა, მათ შორის
აპარატურული გარანტია.
7. პრეტენდენტი ვალდებულია მოახდინოს წუნდებული კამერების დიაგნოსტიკა
და ყველა ღონე იხმაროს რათა მოხდეს ხარვეზის აღმოფხვრა (მოახდინოს IP
კამერის პროგრამული კონფიგურაციის განულება (რესეტი). ხოლო თუ კამერის
ხარვეზი არ გამოსწორდება და დგინდება რომ იგი დაზიანებულია, უნდა
მოახდინოს კამერის ჩანაცვლება ახლით.
8. მიმწოდებელი ვალდებულია კამერების ერთიან სისტემასთან დაკავშირებით
ყველა ინციდენტი მართოს საკუთარი რესურსით, მათ შორის მონაცემთა
გადაცემის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელთან (შპს „მაგთიკომი“) და ენერგო
დისტრიბუციასთან (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) დაკავშირებული ყველა
ხარვეზისა თუ შეფერხების შემთხვევაში სერვის პროვაიდერის სამორიგეო
ტექნიკურ სამსახურთან მოახდინოს კოორდინირება და აწარმოოს ხარვეზის
აღმოფხვრითი სამუშაოების მონიტორინგი.
9. მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ვიდეო სამეთვალყურეო კამერებისთვის განკუთვნილი ჩართვის წერტილებზე
(ბოძებზე განთავსებულ სპეციალურ ყუთებში) არსებული უწყვეტი კვების
სისტემების გამართულად მუშაობა, რაც გულისხმობს, რომ პირველადი წყაროს
(ქალაქის ელ.ქსელი) გათიშვის შემთხვევაში ვიდეო-სამეთვალყურეო კამერამ
დაუბრკოლებლად უნდა იმუშაოს მომდევნო 8 საათის განმავლობაში.
აღნიშნული პირობის უზრუნველსაყოფად მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს
არსებულ უწყვეტ-კვების სისტემებში აკუმულატორების და სხვა ნებისმიერი
მაკომპლექტებელის (ან მთლიანი UPS-ის) ახლით შეცვლა (სულ ჯამში: 387 დაერთების
წერტილი, აქედან 170 ერთეული ჩართვის წერტილიდან (უწყვეტი კვებით
მომარაგების სისტემიდან) უნდა მოხდეს კავშირის უზრუნველყოფა
სასერვერომდე (ქ. ბათუმი, ანგისა და ქ. თბილისი, შსს 112).
10. ჩართვის წერტილის (ბოძებზე განთავსებულ სპეციალურ ყუთებში)
პირველადი ელ-კვების წყაროს დაზიანების შემთხვევაში პრეტენდენტმა, ქ.
ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კოორდინირებულად
უნდა მოახდინოს მისი აღდგენა ან ალტერნატიულ ელ-კვებაზე გადაერთება.
11. ყოველთვიურად უნდა შემოწმდეს სასერვერო ოთახის ინფრასტრუქტურა და
უზრუნველყოს კომპონენტების გამართული მუშაობა:
11.1. გაგრილება-კონდიცირების აგრეგატების მომსახურება, რომელსაც
საჭიროების შემთხვევაში უნდა დაემატოს მაცივარაგენტი, საჭიროების
შემთხვევაში გარე ბლოკების გარეცხვა და შიდა ბლოკის ფილტრების
გაწმენდა და ნებისმიერი სხვა სარემონტო სამუშაოები.
11.2. FG WILSON-ისა და EMSA-ს წარმოების დიზელ გენერატორის ყოველთვირუი გეგმიური
მომსახურეობა. საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით უნდა
მოახდინოს ძრავის ზეთის და ყველა საჭირო ფილტრის შეცვლა (ვალდებულება
არ მოიცავს საწვავით (დიზელით) მომარაგებას და სხვა მარაგი ნაწილების
ან/და დეტალების შეცვლას).
11.3. ელ.სტაბილიზატორის გეგმიური ინსპექტირება.
11.4. პრეტენდენტმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს უწყვეტი კვების
სისტემების (2 ერთეული Riello UPS 40KVA) გეგმიური ინსპექტირება და მომსახურეობა.
საჭიროების შემთხვევაში სერთიფიცირებულმა ინჟინრმა უნდა
განახორიციელოს აკუმულატორეიბის გამოცვლა.
11.5. არსებული აქტიური მეხამრიდისა და დამიწების კონტურის ხარისხის
კონტროლი.
12. მომსახურების პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტმა საკუთარი
სახსრებით უნდა მოახდინოს მონიტორინგის ოთახიდან (ქ. ბათუმი ლ.
ასათიანის ქ. N25) სასერვერო ოთახამდე (ანგისა) ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კაბელითა და შესაბამისი აქტიური აპარატურით კავშირის უზრუნველყოფა.
13. მომსახურების პერიოდის განმავლობაში პრეტენდენტმა წუნის
აღმოჩენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში საკუთარი
სახსრებით უნდა აღადგინოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერები გარდა
ფიზიკურად ან/და ავტო-საგზაო შემთხვევით დაზიანების შემთხვევისა (უნდა
აღადგინოს მათ შორის ელ. ძაბვით ან მეხის დაცემით დაზიანებული
კამერები).
14. პრეტენდენტმა დაზიანებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეცვლა
უნდა მოახდინოს იგივე მწარმოებლის პროდუქტით ან ახალი მოდელით.
15. პრეტენდენტმა სახელმწიფო ნომრის ამომცნობი კამერების შეცვლა უნდა
მოახდინოს იგივე მწარმოებლის პროდუქტით ან ახალი მოდელით.
16. იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო (ყინვა, ქარი, თოვლი,
მეწყერი, ძლიერი წვიმა და ა.შ.) კამერასთან ფიზიკურად შეუძლებელია
ინჟინრის მივლინება, დამკვეთთან ელ-ფოსტით შეთანხმებით შესაძლებელია
რეაგირების გონივრული ვადით გადაწევა.
17. პრეტენდენტის პასუხისგემბლობაში არ შედის: დიზეილ გენერატორების
საწვავით უზრუნველყოფა, კამერების ჩართვის წერტილებთან და
სასერვეროში ელ-ენერგიის როგორც პირველადი წყაროს ყოველთვიური
სატარიფო ხარჯები.
პრეტენდენტის ხელმოწერა ----------------------