Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по замене данных (Грузия - Тендер #69034433)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Revenue Service
Номер конкурса: 69034433
Дата публикации: 04-12-2025
Сумма контракта: 215 940


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022272
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 14:29
Начало приема предложения 13.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 215`940.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 72300000-Услуги по замене данных
Коды классификатора
  • 72310000 - Услуги по обработке данных
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
არსებული დისტანციური იდენტიფიკაციის მომსახურების და ვიდეო ზარის სერვისის შესყიდვა


Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`160.00 GEL
Размер гарантии 2`159 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopiko mdinaradze :: 26.11.2025 17:21
  • Последнее исправление: sopiko mdinaradze :: 04.12.2025 14:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657396&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

არსებული დისტანციური იდენტიფიკაციის Identomat-ის მომსახურების და ვიდეო ზარის სერვისის შესყიდვა 2026 წლის განმავლობაში

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი
ტექნიკური მოთხოვნა:
1. სერვისი უნდა ინტეგრირდეს მომსახურების მობილურ აპლიკაციებში (IOS და Android) და უზრუნველყოფდეს მუშაობას მობილური მოწყობილობებიდან IOS და Android ოპერაციულ სისტემებში. სერვისი ასევე უნდა იყოს მხარდაჭერილი სხვადასხვა Web Browser- ბით. საინტეგრაციო პაკეტი უნდა მოიცავდეს SDK-ს Android და iOS პლატფორმებისთვის;
2. სისტემა უნდა იყოს ადაპტირებული საქართველოს მოქალაქეს ID ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პასპორტთან და საქართველოს მართვის მოწმობასთან.

შემოწმების შედეგების მიწოდება:
1. OCR - დოკუმენტზე არსებული ინფორმაციის გაციფრულება, როგორც ვიზუალური ზონიდან, ასევე MRZ და QR code (არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტის სხვადასხვა ნაწილში ამოკითხული ინფორმაციის დადარება ერთმანეთთან;
2. პიროვნების ფოტოსა და დოკუმენტზე არსებული ფოტოს დადარება ერთმანეთთან და განსაზღვრა, რამდენად ერთი და იგივე ადამიანია;
3. პიროვნების ავთენტურობის შემოწმება და დადასტურება რეალურ დროში, რომ კამერის მეორე მხარეს ნამდვილად ცოცხალი ადამიანია;
4. ვიდეო ზარი (ვიდეოვერიფიკაცია);
5. ვერიფიკაციის დეტალების (დოკუმენტის ფოტოები, პიროვნების ფოტო/ვიდეო/გიფ, შემოწმების შედეგების, ვერიფიკაციის ლოგიბის ჩანაწერების მოწოდება WEB API საშუალებით).

მომსახურება უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ეტაპებს:
1. მომხმარებელი ეთანხმება ორგანიზაციის წესებს და პირობებს;
2. დოკუმენტის ფოტოს გადაღებას იდენტიფიკაციის პროცესში დოკუმენტის ჯერ წინა, მერე უკანა მხარის ატვირთვა, პასპორტის შემთხვევაში მხოლოდ მთავარი გვერდის გადაღება;
3. დინამიური სელფის რეალურ დროში გადაღება;
4. ვიდეო ზარი (ვიდეოვერიფიკაცია;
5. დოკუმენტზე დატანილი ფოტოსა და დინამიური სელფის დადარება; დოკუმენტის მონაცემების შემოწმება;
6. გადამოწმება მონაცემთა ბაზაში; ოპერატორის გვერდი. დოკუმენტზე დატანილი ფოტოს და დინამიური სელფის დადარება:
7. დოკუმენტის მონაცემების შემოწმება უნდა მოხდეს დოკუმენტზე დატანებული ფოტოსა და დინამიური სელფის ფოტოს დადარება მსგავსების პროცენტულობის განსასაზღვრად;

დადარების მიახლოებული მონაცემებით:
• 85%-ამდე - შედეგი უარყოფითია;
• 85% და მეტი - შედეგი დადებითია.

მოთხოვნები ვიდეო ზარის (ვერიფიკაციის) მიმართ:
1. სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ვიდეო ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირისთვის ვიდეო ზარის ლინკის მიწოდების საშუალებას სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით (მაგ. ელ.ფოსტა, SMS, skype, viber, whatsapp, etc).
2. ლინკზე დაკლიკებით უნდა ხდებოდეს ვიდეო ზარის დაწყება. ვიდეო ზარში შესაძლებელი უნდა იყოს ერთი ან მეტი ფიზიკური პირის მონაწილეობა.
3. ვიდეო იდენტიფიკაციის პროცესის პირველი ეტაპზე უნდა ხდებოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოგადაღება და მონაცემების გაციფრულება. ეს მოიცავს საქართველოს მოქალაქის ID ბარათებს, საქართველოს მოქალაქის პასპორტებს და საქართველოს მართვის მოწმობებს.
4. სესიის მიმდინარეობისას, პიროვნება ეკრანზე გამოსახულ ჩარჩოში უნდა ათავსებდეს დოკუმენტს. სისტემა ავტომატურად უნდა იღებდეს დოკუმენტის ფოტოს და კითხულობდეს დოკუმენტის მონაცემებს.
5. გადაღებული დოკუმენტის ფოტო და გაციფრულებული დოკუმენტის მონაცემები ავტომატურად უნდა ერთვოდეს ვიდეო იდენტიფიკაციის სესიას.
6. ვიდეო ვერიფიკაციის სესიის დროს სისტემა უნდა იღებდეს პიროვნების სახის ფოტოს, რათა მოხდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე გამოსახული ფოტოსთან შედარება და მსგავსების მაჩვენებლის დადგენა.
7. სისტემას უნდა გააჩნდეს ფუნქციონალი უზრუნველყოს პიროვნების სახის და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთდროულად გადაღება, ეკრანზე გამოსახულ ჩარჩოებში სახისა და დოკუმენტის მოთავსების გზით.
8. ოპერატორს უნდა შეეძლოს ღილაკის მეშვეობით დამატებით გადაიღოს მომხმარებლის ფოტოები სესიის მიმდინარეობისას, რომლებიც თან დაერთვება სესიას.
9. უნდა ხდებოდეს სესიის მიმდინარეობის ყველა ეტაპის უწყვეტი ჩაწერა. ჩანაწერი უნდა მოიცავდეს ოპერატორის და ფიზიკური პირის როგორც ვიდეოს, ისევე აუდიოს.
10. სესიის დასრულებისთანავე, სესიის ვიდეოჩანაწერი, ისევე როგორც სესიის სხვა მონაცემები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ოპერატორთან.

მოთხოვნები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ:
1. პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის სიცოცხლიანობის შემოწმებას უნდა ახდენდეს თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში ინდივიდუალურად, შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული დავალების საფუძველზე;
2. უნდა მუშაობდეს დაბალი გარჩევადობის კამერის მეშვეობითაც, მინიმუმ 640 პიქსელი სიგანეში.
3. ფოტოგადაღება და დინამიური სელფის გადაღება უნდა ხდებოდეს ავტომატურად და არ უნდა ითხოვდეს დამატებით ინტერაქციას მომხმარებლის მხრიდან.
4. უნდა უზრუნველყოფდეს სესიის გადართვას უკამერო მოწყობილობიდან კამერიან მოწყობილობაზე ერთი სესიის ფარგლებში.
5. შესაძლებელი უნდა იყოს ვიდეო ზარის მეშვეობით იდენტიფიკაცია, მათ შორის - პროცესის ჩაწერა.
6. პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს ფუნქციონირების დემონსტრირებული შესაძლებლობა ყველა გავრცელებულ საოპერაციო სისტემაზე (Windows, macOS, GNU/Linux, Android, iOSდა ა.შ.).

• მიმწოდებელმა პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის დამუშავდება და განახლდება უნდა განახორციელოს რეგულარულად.
• მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ცვლილებების შეტანა პროგრამულ უზრუნველყოფაში მომსახურების გაწევის ვადის განმავლობაში;
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება სამუშაო საათების განმავლობაში.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირება, მხარდაჭერა და ფუნქციონირების ხარვეზების აღმოფხვრა.
• მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შესაბამისი ტექნიკური პერსონალის ტრეინინგი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურ რეჟიმში, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო და ტექნიკური მხარდაჭერის პირობები:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერა სამუშაო საათების განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ფუნქციონირებას შეექმნა პრობლემა და ვერ ხორციელდება იდენტიფიკაციის პროცესი, მიმწოდებელი იღებს პასუხისმგებლობას, უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოს პრობლემის მოგვარება, ასევე სისტემის მოხმარებასთან და ინტეგრაციასთან არსებულ საკითხებზე მოახდინოს რეაგირება.

მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდება ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი №1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის 03 დეკემბრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისის იმპლემენტაციის არანაკლებ 43 188.00 (ორმოცდასამი ათას ას ოთხმოცდარვა ლარი და 00 თეთრი) ლარის ღირებულების ოდენობის მომსახურების გაწევის გამოცდილება.

აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს აღნიშნული სისტემის დანერგვის დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტაცია ან/და გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ან/და SPA, NAT, CMR ან შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის განცხადების სხვა უნიკალური ნომერი, რომლითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულის დადასტურება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელს დანერგილი უნდა ჰქონდეს მონაცემთა დაცვისთვის აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების პროცედურების სახით. შესაბამისად უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

1. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე, გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).

7. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული.

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

10. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ნათარგმნს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებას დაადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
- გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად (განხორციელებული რეისის მიხედვით) გაწეული მომსახურების ღირებულების მიხედვით უნაღდო ანგარისწორებით ლარში.
- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიკო მდინარაძე, 599973301, s.mdinaradze@rs.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru