Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Товары для путешествий, седельное снаряжение, мешки и пакеты (Грузия - Тендер #69034423)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 69034423
Дата публикации: 04-12-2025
Сумма контракта: 465 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022258
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2025 12:47
Начало приема предложения 07.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 465`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18900000-Товары для путешествий, седельное снаряжение, мешки и пакеты
Коды классификатора
  • 18900000 - Товары для путешествий, седельное снаряжение, мешки и пакеты
  • 18931100 - Рюкзаки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ზურგჩანთების შესყიდვა


Procurement type Electronic Tender Without Reverse Auction(NAT)
Announcement number N/A
Procurement proceeding status Draft call for tender
Procuring entities MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Procurement announcment date
Bids accepted from 07.12.2025 00:00
Deadline for bid submission 12.12.2025 12:00
Financing 2026 Funds (year)
Estimated value of procurement 465`000.00 GEL
Bid must be submitted Including VAT
Classifier (CPV) code
18900000 - Luggage, saddlery, sacks and bags
Classifier (CPV) code and specific procurement object
18900000 - Luggage, saddlery, sacks and bags
18931100 - Rucksacks
Amount or Volume of Procurements See the tender documentation
Supply Period See the tender documentation
Bid reduction step 5`000.00 GEL
Guarantee amount 4`650 GEL
Guarantee validity period 160 Day
Additional Info Procurement of backpacks
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 4`650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 31.07.2025 10:48
  • Последнее исправление: zaza kandelaki :: 04.12.2025 12:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642098&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ზურგჩანთები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

რაოდენობა 3000 (სამი ათასი) ცალი

ზურგჩანთის ზომები:
• სიმაღლე: 62 სმ (+/- 2 სმ)
• სიგანე: 20 სმ (+/- 2 სმ)
• სიგრძე: 35 სმ (+/- 2 სმ)
ძირითადი მასალა:
• საზედაპირე ქსოვილის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი
• სიმკვრივე: არანაკლებ 900D
• შიდა მხარეს უნდა ჰქონდეს თხელი პოლიურეთანის (PU) დაფარვა, რომელიც არ იშლება და არ იქერცლება ტემპერატურული ცვლილებების პირობებში.
• ქსოვილის ფერი: კოიოტი ან ღია ყავისფერი
• ქსოვილის წონა: 435 გრ/მ² (+/- 10 გრ)
• წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ
სარჩული:
• მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
• ქსოვილის წონა: 115 გრ/მ² (+/- 5 გრ)
• ფერი: კოიოტი ან ღია ყავისფერი
დიზაინი: ზურგჩანთა უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან:
1. ძირითადი ნაწილი:
• ზურგჩანთის ძირითად ნაწილზე, ზედა, ქვედა და ორივე გვერდით მხარეს ჰორიზონტალურად უნდა იყოს ჩაკერებული ზედნადები სალტეები, რომლებზეც ჩამაგრებები განთავსებული იქნება ყოველ 3.5 სმ-ში.
• ზურგჩანთა შედგება ორი განყოფილებისგან: ზედა და ქვედა,
• ორივე განყოფილების შიდა მხარე დამუშავებული უნდა იყოს სარჩულით,
• ზედა განყოფილების სარჩულის ნაწილი უნდა იყოს ძირითადი ნაწილის სარჩულიდან განსხვავებული ზომის, ქვედა ნაწილზე არანაკლებ 25 სმ-ით გრძელი/მაღალი, ქვედა ნაწილი — არანაკლებ 15 სმ-ით გრძელი/მაღალი, სარჩულის ორივე ბოლო უნდა მთავრდებოდეს მოსაჭიმი თამასით და პლასტმასის მარეგულირებლით.
• ზურგჩანთის ძირითადი ნაწილის ზედა განყოფილება უნდა იკვრებოდეს მოსაჭიმი თამასით, რომელიც გაყრილია ერთ მწკრივად განლაგებულ ლითონის რგოლებში. თამასა უნდა ბოლოვდებოდეს ფიქსაციის ფუნქციის მქონე პლასტმასის მარეგულირებლით .
• ზურგჩანთის ქვედა განყოფილება უნდა უკავშირდებოდეს ზედა განყოფილებას ელვა შესაკრავით და 2 (ორი) ცალი პლასტმასის ჩამკეტით;
• ძირი გამაგრებული უნდა იყოს მყარი, არამტვრევადი და არაღუნვადი პლასტიკატით, რომლის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1.5 მმ-ი. პლასტიკატი უნდა იყოს ტექნიკური დანიშნულების, მაღალი სიმტკიცის მასალა, რომელიც არ დეფორმირდება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. პლასტიკატის კუთხეები უნდა იყოს მომრგვალებული და დაფარული ქსოვილით.
• ზურგჩანთის ქვედა განყოფილების ძირზე ორ მწკრივად განთავსებული უნდა ჰქონდეს მყარად დაკერებული ოთხი ცალი ორმაგი სალტე, რომლებშიც გაყრილი იქნება დამატებით ორი ცალი სალტე პლასტმასის მარეგულირებლებით — ნივთის მყარად დასამაგრებლად.
• ზურგჩანთის ძირითად ნაწილში განთავსებული უნდა იყოს სამი ზედნადები ჯიბე, ერთი ჯიბე ზურგჩანთის წინა მხრის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ორი გვერდით ნაწილებში, ზომები: ორი გვერდითი: 25x18 სმ (+/- 2 სმ); ერთი ცენტრალური: 21x22 სმ (+/- 2 სმ). სამივე ზედნადებ ჯიბეს უნდა გააჩნდეს ლითონის (თავისუფალი სივრცები) რგოლებით ე.წ „საჰაეროები“, რომელებიც უნდა იკვრებოდეს ელვა-შესაკრავით და სალტეზე დამაგრებული პლასტმასის ჩამკეტით.
2. სარქველი:
• ზურგჩანთას უნდა გააჩნდეს სარქველი რომელიც მჭიდროდ და სრულიად უნდა ფარავდეს ძირითად სათავსოს. სარქველის გვერდები უნდა იყოს მომრგვალებული და მეტი სიმჭიდროვისთვის უნდა გააჩნდეს ორივე გვერდის ნაწილში გაყრილი რეზინი.
• სარქველი უნდა უკავშირდებოდეს ზურგჩანთის ძირითად ნაწილს პლასტმასის ჩამკეტების მეშვეობით, ორ წერტილზე, სიმეტრიულად განთავსებულ სალტეებზე. ეს სალტეები დაკერებული უნდა იყოს ზურგჩანთის ზედაპირზე ერთმანეთის პარალელურად, რომლებიც აღჭურვილი იქნება პლასტმასის რგოლებით. თითოეულ რეგულირებად სალტეს ორივე მხარეს უნდა გააჩნდეს პლასტმასის ჩამკეტის სისტემა, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს დამაგრებას ზურგჩანთის ზედა და ქვედა განყოფილებებთან. ზედნადები სალტეს ქვედა ნაწილში უნდა გააჩნდეს ჯვარედინი ჩამაგრებები.
• სარქველი შიდა მხრიდან დამუშავებული უნდა იყოს სარჩულით.
• სარქველს უნდა ჰქონდეს ერთი შიდა ჯიბე, რომელიც იკვრება ფხრიწით, ხოლო სარქველს გარეთა მხრიდან შუა ნაწილში უნდა გააჩნდეს ერთი ზედნადები ჯიბე, ზომით: 16X16 (+/-1)სმ), რომელიც უნდა იკვრებოდეს ელვა-შესაკრავით და სალტეზე დამაგრებული პლასტმასის ჩამკეტით, სარქველის ზედა ზურგის მხარეს უნდა გააჩნდეს მეორე ჯიბე რომელიც უნდა იკვრებოდეს ელვა-შესაკრავით და ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი) აღნიშნული ჯიბე განკუთვნილი უნდა იყოს ზურგჩანთის გადასაფარებლის მოსათავსებლად. გადასაფარებელი სალტით და პლასტმასის ჩამკეტის საშუალებით უნდა მაგრდებოდეს ჯიბესთან. • სარქველს ზედა მხრიდან დაკერებული უნდა ჰქონდეს სალტე, სალტეზე ჩამაგრებები უნდა იყოს ყოველ 3.5 (+/-0,10) სმ-ში.
3. გადასაფარებელი:
• უნდა იყოს მთლიანი - უნაკერო;
• მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
• ქსოვილის წონა: არანაკლებ 170 გრ/მ²
• წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ
4. სამხრეები და წელის სარტყელი:
სამხრეებიდა წელის სარტყელი დამზადებული უნდა იყოს საზედაპირე ქსოვილის, სარჩულისა და რბილი პარალონის კომბინაციით.
• ზურგჩანთის ორივე სამხრეზე ჩამაგრებული უნდა ჰქონდეს (ზედნადები) სალტე, მთელს სიგრძეზე,ზომით: არანაკლებ 4.5 სმ, რომლებსაც სალტის ზედა და ქვედა ნაწილში უნდა გააჩნდეს ჯვარედინი ჩამაგრებები. 1) ორივე სამხრე წელის ადგილში უნდა ბოლოვდებოდეს სალტეებით, ხოლო სალტეები უნდა რეგულირდებოდეს პლასტმასის ჩამკეტებით, 2) სამხრეები ზედა მხარეს უნდა იყოს ჩაკერილი ზურგჩანთაზე ჯვარედინი ჩამაგრებებით, სამხრის სიგანე ჩაკერვის ადგილში არანაკლებ 7 სმ, სამხრეებზე განთავსებული ზედნადები სალტეები ზედა ნაწილში უნდა რეგულირდებოდეს პლასტმასის ჩამკეტებით. 3). სამხრეების სარტყელის შუა ნაწილში განთავსებული უნდა ჰქონდეს ხელის რადიოსადგურისთვის განკუთვნილი ჩამოსაკიდი სალტეები, ზომები: სიმაღლე 4.5სმ (+/-0.5სმ) სიგანე 6 სმ (+/-0.5სმ) 4) ორივე სამხრე ქვედა ნაწილში ერთმანეთეს უნდა უკავშირდებოდეს სალტეებზე დამაგრებული მარეგულირებელი პლასტმასის ჩამკეტებით. ასევე ორივე სალტეს ზედა ნაწილში უნდა გააჩნდეს სალტეზე ჩამაგრებული პლასტმასის (თვითეულს) ერთი ცალი რგოლი.
• წელის სარტყელი ორივე მხარეს ჩამაგრებული (ჩაკერილი) უნდა იყოს ზურგჩანთაზე, სარტყლის სიგანე ჩაკერვის ადგილში არანაკლებ: 8 სმ ; სარტყელს მთელ სიგრძეზე ჯვარედინი ჩამაგრებებით უნდა გააჩნდეს ზედნადები სალტეები ზომით: არანაკლებ 4.5 სმ. სალტეები თავის მხრივ უნდა იკვრებოდეს პლასტმასის მარეგულირებელი ჩამკეტებით,სადაც ერთ მხარეს უნდა გააჩნდეს რეზინის მასალის სალტე. წელის სარტყელი უნდა იკვრებოდეს მარეგულირებელი ჩამკეტი მოწყობილობით და უნდა ჰქონდეს რეზინის მასალის დეტალები რეგულირებისათვის.
5. საზურგე:
• საზურგე ზედა მხრიდან რელიეფის შესავსებად შესქელებულია – პარალონით, რომლის ზედაპირი დამუშავებული უნდა იყოს ტრიკოტაჟის ქსოვილისაგან;
• ზურგჩანთას ზურგის არეში, შიდა მხრიდან მოთავსებული უნდა ჰქონდეს ალუმინის მილისებრი კარკასი, რომელიც მოიცავს მთელ ზურგს და უზრუნველყოფს ზურგჩანთის სიმყარეს და ანატომიურ სტრუქტურას.
დამატებითი დეტალები:
• ზურგჩანთის ზედაპირი: ზედა და ქვედა მხარეს, აგრეთვე გვერდებზე, განთავსებული უნდა ჰქონდეს სალტეები ჩამაგრებებით (ყოველ 3. 5 (+/-0,10) სმ-ში)
• ზურგჩანთის წინა ქვედა მხარეს განთავსებული უნდა ჰქონდეს ბეიჯისთვის განკუთვნილი სათავსო, ზომით: 10.5x17.5 სმ (+/-0,5) სმ, შიგნით მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე მასალა (ე.წ კლიონკა) ზომით: 11.5x8.5 სმ (+/- 0,5სმ).
დამატებითი მოთხოვნები:
• ზურგჩანთას უნდა ჰქონდეს მაღალი სიმტკიცის სახელური
• ყველა ელვა შესაკრავი უნდა იყოს ორმაგი, ორმაგი მიმართულების და დაბოლოებული უნდა იყოს თასმებით.
• ყველა სალტე (გარდა წელის დამცავისა) უნდა იყოს არანაკლებ 2.5 სმ (+/-0,10)სმ სიგანის
• ყველა ნაკერების შესრულება თანაბარი სწორი, დაიშვება სამკერვალო ძაფით, რომელიც უნდა იყოს გამძლე, ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა გაწყდეს. ყველა მასალა უნდა ინარჩუნებდეს თვისებებს რეცხვის და მექანიკური ზემოქმედების დროს;
• ზურგჩანთა და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა ინარჩუნებდეს ხარისხს და თვისობრივ მახასიათებლებს (რეცხვის შემთხვევაშიც) ექსპლუატაციის პერიოდში. ფერი გახუნების და ტემპერატურის ზემოქმედების (მზის სხივების ზემოქმედება) მიმართ უნდა იყოს მედეგი.
• ზურგჩანთის წინა ცენტრალურ ნაწილზე ფხრიწზე დაკერებული უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოგო, შესრულებული ქარგვის მეთოდით (დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის (ქართული თარგმანით და ნოტარიულად დამოწმებული) დასკვნები შემდეგი პარამეტრების შესახებ:

1. საზედაპირე ქსოვილის მასალა:ნეილონი ან პოლიესტერი;
2. საზედაპირე ქსოვილის სიმკვრივე არანაკლებ 900D და წონა 435 გრ/მ² (+/- 10 გრ);
3. საზედაპირე ქსოვილის წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ;
4. PU დაფარვა;
5. სარჩულის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი ;
6. სარჩულის ქსოვილის წონა : 115 გრ/მ² (+/- 5 გრ)
7. გადასაფარებლის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
8. გადასაფარებლის ქსოვილის წონა: არანაკლებ 170 გრ/მ²
9. გადასაფარებლის წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ


- დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთჯერადად არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრისა;

შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. ქუთაისი, ავტომშენებლს N41 - 1000 ცალი;
ქ. თბილისი, უცნობ გმირთა N182 -2000 ცალი;

მომწოდებელმა საქონლის მიწოდება და ჩამოტვირთვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი მუშა ხელით და ტრანსპორტირებით

1.7.1 requirement related to guarantee period

- შესყიდვის ობიექტის გარანტია: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი.
- პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
- ზურგჩანთა უნდა იყოს რეცხვაგამძლე და ფერის გადასვლის შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი გამოცვლა ახლით.
-საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს;
- რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას. ყველგან გამოყენებული გვირისტი შესრულებულია სამკერვალო ძაფით, რომელიც ხელის ძლიერი ზემოქმედებით არ წყდება, გვირისტის შესრულება სწორი და პროპორციული. გამძლე;
- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
- საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან/და წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
- შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა დანართი N1 - ფასთა ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელი/ბრენდისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" შესაბამისად.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური საქონლის (საბარგო ნივთების ან/და ტომრების ან/და ჩანთების ან/და ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და აღნიშნული პროდუქტ(ებ)ის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყივის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა 10 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა. შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთი ცალი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაულუქავ მდგომარეობაში და მეორე ცალი ნიმუში ან ქსოვილი (რომლითაც იკერება აღნიშნული შესყიდვის ობიექტი) ლაბორატორიაში შემოწმებული ექსპერტიზა გავლილი დალუქულ მდგომარეობაში
3.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტების ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში "პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის (ქართული თარგმანით და ნოტარიულად დამოწმებული) დასკვნები შემდეგი პარამეტრების შესახებ" მითითებულ მახასიათებლებზე.
3.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში. (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.4. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა.
3.1.1.5. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია მხოლოდ შს სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერის ნომრების მითითება.
3.1.1.6. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.7 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი , გორგასლის 83ა

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. (ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება 2027 წლის 31 იანვარი)

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru