რაოდენობა 3000 (სამი ათასი) ცალი
ზურგჩანთის ზომები:
• სიმაღლე: 62 სმ (+/- 2 სმ)
• სიგანე: 20 სმ (+/- 2 სმ)
• სიგრძე: 35 სმ (+/- 2 სმ)
ძირითადი მასალა:
• საზედაპირე ქსოვილის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი
• სიმკვრივე: არანაკლებ 900D
• შიდა მხარეს უნდა ჰქონდეს თხელი პოლიურეთანის (PU) დაფარვა, რომელიც არ
იშლება და არ იქერცლება ტემპერატურული ცვლილებების პირობებში.
• ქსოვილის ფერი: კოიოტი ან ღია ყავისფერი
• ქსოვილის წონა: 435 გრ/მ² (+/- 10 გრ)
• წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ
სარჩული:
• მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
• ქსოვილის წონა: 115 გრ/მ² (+/- 5 გრ)
• ფერი: კოიოტი ან ღია ყავისფერი
დიზაინი: ზურგჩანთა უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ნაწილებისგან:
1. ძირითადი ნაწილი:
• ზურგჩანთის ძირითად ნაწილზე, ზედა, ქვედა და ორივე გვერდით მხარეს
ჰორიზონტალურად უნდა იყოს ჩაკერებული ზედნადები სალტეები, რომლებზეც
ჩამაგრებები განთავსებული იქნება ყოველ 3.5 სმ-ში.
• ზურგჩანთა შედგება ორი განყოფილებისგან: ზედა და ქვედა,
• ორივე განყოფილების შიდა მხარე დამუშავებული უნდა იყოს სარჩულით,
• ზედა განყოფილების სარჩულის ნაწილი უნდა იყოს ძირითადი ნაწილის
სარჩულიდან განსხვავებული ზომის, ქვედა ნაწილზე არანაკლებ 25 სმ-ით
გრძელი/მაღალი, ქვედა ნაწილი — არანაკლებ 15 სმ-ით გრძელი/მაღალი,
სარჩულის ორივე ბოლო უნდა მთავრდებოდეს მოსაჭიმი თამასით და
პლასტმასის მარეგულირებლით.
• ზურგჩანთის ძირითადი ნაწილის ზედა განყოფილება უნდა იკვრებოდეს
მოსაჭიმი თამასით, რომელიც გაყრილია ერთ მწკრივად განლაგებულ ლითონის
რგოლებში. თამასა უნდა ბოლოვდებოდეს ფიქსაციის ფუნქციის მქონე
პლასტმასის მარეგულირებლით .
• ზურგჩანთის ქვედა განყოფილება უნდა უკავშირდებოდეს ზედა
განყოფილებას ელვა შესაკრავით და 2 (ორი) ცალი პლასტმასის ჩამკეტით;
• ძირი გამაგრებული უნდა იყოს მყარი, არამტვრევადი და არაღუნვადი
პლასტიკატით, რომლის სისქე უნდა იყოს არანაკლებ 1.5 მმ-ი. პლასტიკატი უნდა
იყოს ტექნიკური დანიშნულების, მაღალი სიმტკიცის მასალა, რომელიც არ
დეფორმირდება ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში. პლასტიკატის
კუთხეები უნდა იყოს მომრგვალებული და დაფარული ქსოვილით.
• ზურგჩანთის ქვედა განყოფილების ძირზე ორ მწკრივად განთავსებული უნდა
ჰქონდეს მყარად დაკერებული ოთხი ცალი ორმაგი სალტე, რომლებშიც გაყრილი
იქნება დამატებით ორი ცალი სალტე პლასტმასის მარეგულირებლებით —
ნივთის მყარად დასამაგრებლად.
• ზურგჩანთის ძირითად ნაწილში განთავსებული უნდა იყოს სამი ზედნადები
ჯიბე, ერთი ჯიბე ზურგჩანთის წინა მხრის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო
დანარჩენი ორი გვერდით ნაწილებში, ზომები: ორი გვერდითი: 25x18 სმ (+/- 2 სმ);
ერთი ცენტრალური: 21x22 სმ (+/- 2 სმ). სამივე ზედნადებ ჯიბეს უნდა გააჩნდეს
ლითონის (თავისუფალი სივრცები) რგოლებით ე.წ „საჰაეროები“, რომელებიც
უნდა იკვრებოდეს ელვა-შესაკრავით და სალტეზე დამაგრებული პლასტმასის
ჩამკეტით.
2. სარქველი:
• ზურგჩანთას უნდა გააჩნდეს სარქველი რომელიც მჭიდროდ და სრულიად უნდა
ფარავდეს ძირითად სათავსოს. სარქველის გვერდები უნდა იყოს
მომრგვალებული და მეტი სიმჭიდროვისთვის უნდა გააჩნდეს ორივე გვერდის
ნაწილში გაყრილი რეზინი.
• სარქველი უნდა უკავშირდებოდეს ზურგჩანთის ძირითად ნაწილს
პლასტმასის ჩამკეტების მეშვეობით, ორ წერტილზე, სიმეტრიულად
განთავსებულ სალტეებზე. ეს სალტეები დაკერებული უნდა იყოს ზურგჩანთის
ზედაპირზე ერთმანეთის პარალელურად, რომლებიც აღჭურვილი იქნება
პლასტმასის რგოლებით. თითოეულ რეგულირებად სალტეს ორივე მხარეს უნდა
გააჩნდეს პლასტმასის ჩამკეტის სისტემა, რომელიც დამატებით
უზრუნველყოფს დამაგრებას ზურგჩანთის ზედა და ქვედა განყოფილებებთან.
ზედნადები სალტეს ქვედა ნაწილში უნდა გააჩნდეს ჯვარედინი
ჩამაგრებები.
• სარქველი შიდა მხრიდან დამუშავებული უნდა იყოს სარჩულით.
• სარქველს უნდა ჰქონდეს ერთი შიდა ჯიბე, რომელიც იკვრება ფხრიწით, ხოლო
სარქველს გარეთა მხრიდან შუა ნაწილში უნდა გააჩნდეს ერთი ზედნადები
ჯიბე, ზომით: 16X16 (+/-1)სმ), რომელიც უნდა იკვრებოდეს ელვა-შესაკრავით და
სალტეზე დამაგრებული პლასტმასის ჩამკეტით, სარქველის ზედა ზურგის
მხარეს უნდა გააჩნდეს მეორე ჯიბე რომელიც უნდა იკვრებოდეს
ელვა-შესაკრავით და ტექნიკური შესაკრავით (ფხრიწი) აღნიშნული ჯიბე
განკუთვნილი უნდა იყოს ზურგჩანთის გადასაფარებლის მოსათავსებლად.
გადასაფარებელი სალტით და პლასტმასის ჩამკეტის საშუალებით უნდა
მაგრდებოდეს ჯიბესთან. • სარქველს ზედა მხრიდან დაკერებული უნდა
ჰქონდეს სალტე, სალტეზე ჩამაგრებები უნდა იყოს ყოველ 3.5 (+/-0,10) სმ-ში.
3. გადასაფარებელი:
• უნდა იყოს მთლიანი - უნაკერო;
• მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
• ქსოვილის წონა: არანაკლებ 170 გრ/მ²
• წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ
4. სამხრეები და წელის სარტყელი:
სამხრეებიდა წელის სარტყელი დამზადებული უნდა იყოს საზედაპირე
ქსოვილის, სარჩულისა და რბილი პარალონის კომბინაციით.
• ზურგჩანთის ორივე სამხრეზე ჩამაგრებული უნდა ჰქონდეს (ზედნადები)
სალტე, მთელს სიგრძეზე,ზომით: არანაკლებ 4.5 სმ, რომლებსაც სალტის ზედა და
ქვედა ნაწილში უნდა გააჩნდეს ჯვარედინი ჩამაგრებები. 1) ორივე სამხრე
წელის ადგილში უნდა ბოლოვდებოდეს სალტეებით, ხოლო სალტეები უნდა
რეგულირდებოდეს პლასტმასის ჩამკეტებით, 2) სამხრეები ზედა მხარეს უნდა
იყოს ჩაკერილი ზურგჩანთაზე ჯვარედინი ჩამაგრებებით, სამხრის სიგანე
ჩაკერვის ადგილში არანაკლებ 7 სმ, სამხრეებზე განთავსებული ზედნადები
სალტეები ზედა ნაწილში უნდა რეგულირდებოდეს პლასტმასის ჩამკეტებით. 3).
სამხრეების სარტყელის შუა ნაწილში განთავსებული უნდა ჰქონდეს ხელის
რადიოსადგურისთვის განკუთვნილი ჩამოსაკიდი სალტეები, ზომები: სიმაღლე
4.5სმ (+/-0.5სმ) სიგანე 6 სმ (+/-0.5სმ) 4) ორივე სამხრე ქვედა ნაწილში ერთმანეთეს
უნდა უკავშირდებოდეს სალტეებზე დამაგრებული მარეგულირებელი
პლასტმასის ჩამკეტებით. ასევე ორივე სალტეს ზედა ნაწილში უნდა
გააჩნდეს სალტეზე ჩამაგრებული პლასტმასის (თვითეულს) ერთი ცალი
რგოლი.
• წელის სარტყელი ორივე მხარეს ჩამაგრებული (ჩაკერილი) უნდა იყოს
ზურგჩანთაზე, სარტყლის სიგანე ჩაკერვის ადგილში არანაკლებ: 8 სმ ;
სარტყელს მთელ სიგრძეზე ჯვარედინი ჩამაგრებებით უნდა გააჩნდეს
ზედნადები სალტეები ზომით: არანაკლებ 4.5 სმ. სალტეები თავის მხრივ უნდა
იკვრებოდეს პლასტმასის მარეგულირებელი ჩამკეტებით,სადაც ერთ მხარეს
უნდა გააჩნდეს რეზინის მასალის სალტე. წელის სარტყელი უნდა იკვრებოდეს
მარეგულირებელი ჩამკეტი მოწყობილობით და უნდა ჰქონდეს რეზინის
მასალის დეტალები რეგულირებისათვის.
5. საზურგე:
• საზურგე ზედა მხრიდან რელიეფის შესავსებად შესქელებულია –
პარალონით, რომლის ზედაპირი დამუშავებული უნდა იყოს ტრიკოტაჟის
ქსოვილისაგან;
• ზურგჩანთას ზურგის არეში, შიდა მხრიდან მოთავსებული უნდა ჰქონდეს
ალუმინის მილისებრი კარკასი, რომელიც მოიცავს მთელ ზურგს და
უზრუნველყოფს ზურგჩანთის სიმყარეს და ანატომიურ სტრუქტურას.
დამატებითი დეტალები:
• ზურგჩანთის ზედაპირი: ზედა და ქვედა მხარეს, აგრეთვე გვერდებზე,
განთავსებული უნდა ჰქონდეს სალტეები ჩამაგრებებით (ყოველ 3. 5 (+/-0,10)
სმ-ში)
• ზურგჩანთის წინა ქვედა მხარეს განთავსებული უნდა ჰქონდეს ბეიჯისთვის
განკუთვნილი სათავსო, ზომით: 10.5x17.5 სმ (+/-0,5) სმ, შიგნით მოთავსებული უნდა
იყოს გამჭვირვალე მასალა (ე.წ კლიონკა) ზომით: 11.5x8.5 სმ (+/- 0,5სმ).
დამატებითი მოთხოვნები:
• ზურგჩანთას უნდა ჰქონდეს მაღალი სიმტკიცის სახელური
• ყველა ელვა შესაკრავი უნდა იყოს ორმაგი, ორმაგი მიმართულების და
დაბოლოებული უნდა იყოს თასმებით.
• ყველა სალტე (გარდა წელის დამცავისა) უნდა იყოს არანაკლებ 2.5 სმ (+/-0,10)სმ
სიგანის
• ყველა ნაკერების შესრულება თანაბარი სწორი, დაიშვება სამკერვალო
ძაფით, რომელიც უნდა იყოს გამძლე, ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა
გაწყდეს. ყველა მასალა უნდა ინარჩუნებდეს თვისებებს რეცხვის და
მექანიკური ზემოქმედების დროს;
• ზურგჩანთა და მისი შემადგენელი ნაწილები უნდა ინარჩუნებდეს ხარისხს
და თვისობრივ მახასიათებლებს (რეცხვის შემთხვევაშიც) ექსპლუატაციის
პერიოდში. ფერი გახუნების და ტემპერატურის ზემოქმედების (მზის
სხივების ზემოქმედება) მიმართ უნდა იყოს მედეგი.
• ზურგჩანთის წინა ცენტრალურ ნაწილზე ფხრიწზე დაკერებული უნდა იყოს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოგო, შესრულებული ქარგვის
მეთოდით (დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით).
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის (ქართული
თარგმანით და ნოტარიულად დამოწმებული) დასკვნები შემდეგი
პარამეტრების შესახებ:
1. საზედაპირე ქსოვილის მასალა:ნეილონი ან პოლიესტერი;
2. საზედაპირე ქსოვილის სიმკვრივე არანაკლებ 900D და წონა 435 გრ/მ² (+/- 10 გრ);
3. საზედაპირე ქსოვილის წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ;
4. PU დაფარვა;
5. სარჩულის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი ;
6. სარჩულის ქსოვილის წონა : 115 გრ/მ² (+/- 5 გრ)
7. გადასაფარებლის მასალა: ნეილონი ან პოლიესტერი;
8. გადასაფარებლის ქსოვილის წონა: არანაკლებ 170 გრ/მ²
9. გადასაფარებლის წყალგაუმტარობა: არანაკლებ 3000 მმ
- დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ
წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებლზე კონკრეტული მნიშვნელობები
მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია ექსპერტიზის დასკვნების
წარმოდგენა (მაგ: გრამაჟი, შემადგენლობა, ფერის მედეგობა და ა.შ.). ასევე არ
მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე სხვადასხვა ჩანართების
ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი
გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.