1.2.1 შესყიდვის ობიექტის მინიმალურ ტექნიკური მახასიათებელი:
1.2.1.1 ყველი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი,
სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. უნდა იყოს ქარხნული
წესით დაფასოებული ვაკუუმპარკებში, დაცული უნდა იყოს ჰერმეტულობა.
შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის
ვადა და შენახვის პირობები. დაჭრისას არ უნდა იფშვნებოდეს.
ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და
სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების
მოთხოვნებს. მოწოდებისას დაცული უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი,
სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები და პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.2 მაწონი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი
ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე,
ცხიმიანობა არანაკლებ 3,2%–ისა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული
არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კილოგრამიან მინის ან პლასტმასის ქილაში.
ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და შენახვის
პირობები. მოწოდებისას უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმი,
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები. ყოველ მოწოდებულ პარტიას
თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის ლაბორატორიის
დასკვნა (გამოცდის ოქმი).
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.3 არაჟანი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი
ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე.
კონსისტენცია ერთგვაროვანი. ცხიმიანობა არანაკლებ 15%. ორგანოლეპტიკური,
ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ - ჰიგიენური
გამოკვლევის შედეგებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ
სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული
წესით დაფასოებული 2 - 5 კგ–მდე პლასტმასის ჭურჭელში. შესაბამისი
მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და
შენახვის პირობები. მოწოდებისას უნდა იყოს დაცული ტემპერატურული
რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები. ყოველ მოწოდებულ
პარტიას თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის
ლაბორატორიის დასკვნა (გამოცდის ოქმი). ვარგისიანობის ვადა: მიწოდების
დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.4 ხაჭო - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი
ფერის, სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე.
ცხიმიანობა არანაკლებ 5 %–სა. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური გამოკვლევის შედეგებით უნდა
შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული
არანაკლებ 2 კგ და არაუმეტეს 5 კგ–მდე პლასტმასის ჭურჭელში. შესაბამისი
მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და
შენახვის პირობები. მოწოდების დროს ტრანსპორტში უნდა იყოს დაცული
ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები.
ყოველ მოწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს პროდუქციის მწარმოებელი
ქარხნის ლაბორატორიის დასკვნა (გამოცდის ოქმი). ვარგისიანობის ვადა:
მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.5 რძე - პასტერიზებული, ქარხნული წარმოების რძის ნაწარმი. ცხიმიანობა
არანაკლებ 2,5%-ისა. არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებს და
ცილებს, მათ შორის მცენარეულსაც. არადამახასიათებელი გემოს გარეშე,
დაფასოებული და ეტიკეტირებული ქარხნული წესით ჰერმეტულად დახურულ
არანაკლებ ნახევარლიტრიან მუყაოს, მინის ან პლასტამასის შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.6 კარაქი (ნაღების) - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის
ნაწარმი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის.
კონსისტენცია მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს
(ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით), არ უნდა შეიცავდეს
მცენარეულ ცხიმს, ტენიანობა არაუმეტეს 25%-ისა. დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნული წესით 200 გრ–დან 10კგ–მდე წონის ბრიკეტებად, შესაბამისი
მარკირებით, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და
შენახვის პირობები. ვარგისიანობის ვადა: მიწოდების პერიოდში არ უნდა
იყოს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
1.2.1.7 შესქელებული რძე - უნდა იყოს რძის ნაწარმი. ფერი, სუნი და გემო
მახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. კონსისტენცია სქელი და
ერთგვაროვანი. ცხიმის მასური წილი არანაკლებ 8.5%, ტენიანობის
მაჩვენებელი არაუმეტეს 26.5%. მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური და
სანიტარულ - ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების
მოთხოვნებს. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
საკვებდანამატებს (საღებავებისა და კონსერვანტების სახით) და
მცენარეულ ცხიმს. უნდა იყოს ქარხნული წესით დაფასოებული არანაკლებ 360
გრამიან თუნუქის უჟანგავ ქილებში (კოროზიული დაზიანებისა და ბომბაჟის
გარეშე). ქილაზე მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.8 რძის ფხვნილი - უნდა იყოს რძის ნაწარმი. ცხიმიანობა არანაკლებ 25%-სა,
კონსისტენცია- მშრალი, ფხვიერი. სუნი და გემო სასიამოვნო, მახასიათებელი
გარკვეული ნიმუშისთვის. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლების პარამეტრების
მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის
უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნული წესით 5-25 კგ-იან (± 0.4%) პოლიეთილენის პარკებში შესაბამისი
მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის ვადა და
შენახვის პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღე.
1.2.1.9 იოგურტი - დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული
რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით, სხვადასხვა
ხილის არომატით, არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს
მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები
უნდა აკმაოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს, ცხიმიანობა: 2,5%. შეფუთვა: ქარხნული. შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული ჰერმეტულად დახურული 100 - 125 გრამიან შეფუთვაში.
შესაბამისი მარკირებით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვარგისიანობის
ვადა და შენახვის პირობები.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.1.10 ნაყინი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს რძის ნაწარმი, თეთრი
ფერის. სუნი და გემო სიმჟავისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე.
ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ
ჰიგიენური მაჩვენებლებით პარამეტრების მნიშვნელობა უნდა
შესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და
უსაფრთხოების მოთხოვნებს. დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით,
შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს: შემადგენლობა,
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები. ვაფლის ჭიქაში, სხვადასხვა
არომატის წონა 60გ (±3 გრ). ინდივიდუალური შეფუთვით.
ვარგისიანობის ვადა: მიწოდების დღიდან არანაკლებ 7 კალენდარული დღე.
1.2.2 მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის:
1.2.2.1 სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
1.2.2.2 „ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დაფასოებული უნდა იყოს
ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული;
1.2.2.3 სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს;
1.2.2.4„სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და
უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო
ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების
სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს
საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის
ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის,
ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის
დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას);
1.2.2.5„ტექნიკური რეგლამენტის - სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათთან
დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების
წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს
სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ
ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ
რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის;
1.2.2.6 „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად
დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით
დამტკიცებული „ურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის)
მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“
განსაზღვრულ ნორმებს.
1.2.2.7 „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152
დადგენილებით დამტკიცებული „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ მოთხოვნებს, რომელიც აწესრიგებს
ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი
პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს;
1.2.2.8 „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10
ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
1.2.3 შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა,
რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების
ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან ერთად
შემსყიდველს გადასცეს შესაბამისი დოკუმენტაცია.