1. „საქართველოს კულტურის სამინისტროს სააგენტოს ბალანსზე რიცხული
სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და
ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციით
გათვალისწინებულ დანართი N2-ში მოცემულ კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებებზე (კონკრეტული მარკის, მოდელის, საიდენტიფიკაციო ნომრის,
გამოშვების წელის შესაბამისად);
2. მომსახურების გაწევის პირობები:
- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი.
- პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) უნდა გააჩნდეს
მინიმუმ ერთი სერვისცენტრი ქ. თბილისში, რის დასტურადაც უნდა
წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საიჯარო ხელშეკრულება,
რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრისა.
- სერვისცენტრის ადგილმდებარეობა და რეკვიზიტები მითითებული უნდა
იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში.
- პრეტენდენტმა თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით უნდა უზრუნველყონ
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში მოცემული ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამართული ფუნქციონირება, რაც თავისმხრივ გულისხმობს -
საწარმოო ფართს, საწარმოო და სასაწყობო სათავსოებს, დაცულ ავტოსადგომს,
სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ძირითად და სათადარიგო
მანქანა-დანადგარებს, საწარმოო სიმძლავრეებს, ავტონომიურ ელექტრო
კვებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
- პრეტენდენტს ერთ საწარმო ფართში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 (სამი)
საავტომობილო ამწე (მათ შორის ქ. თბილისში 8 (რვა) საავტომობილო ამწე).
პრეტენდენტს ერთ საწარმოო ფართში ან მიმდებარედ არაუმეტეს 200მ
რადიუსისა ასევე უნდა გააჩნდეს ელ. სისტემის დიაგნოსტიკური აპარატურა,
ალტერნატიული ელექტრო კვების წყარო, საბურავის დაშლა აწყობის და
ბალანსირების დანადგარი და განშლადობის გასასწორებელი დანადგარი.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოპერატიულად უნდა უზრუნველყოს
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N2-ში მითითებული
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
სერვისცენტრში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ევაკუატორის დაქირავება და ავტომანქანის გადაყვანა სერვისცენტრში
შესაკეთებლად ან საკუთარი მობილური ჯგუფის მეშვეობით ადგილზე ან
სერვისცენტრში გადაყვანის შემდგომ მოახდინოს ავტომანქანის შეკეთება
და ტექმომსახურების გაწევა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება
გულისხმობს ყველა სახის სამუშაოებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების
შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის
მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
სამუშაოების ჩატარებას, უწესრიგობების აღმოფხვრას, სათადარიგო
ნაწილების მოხსნა-დაყენებას, შეკეთებას ან/და გამოცვლას, საცხებ- საპოხი
მასალების გამოცვლას, სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებს,
ელექტროგაყვანილობების რემონტს და სხვა ძირითად კვანძებსა და
სამუშაოებს რომლებიც მთლიანობაში ასახულია სატენდერო დოკუმენტაციით
გათვალისწინებულ დანართ N2-ში (პრეისკურანტი).
- სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური
მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ
გამოყოფილი უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი დეფექტური აქტის
საფუძველზე;
- შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის
სერვისცენტრში შეყვანიდან მაქსიმუმ 1 (ერთ) საათის განმავლობაში
მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი, რომლის
ელექტრონული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შემსყიდველის მიერ
გამოყოფილ კოორდინატორს ელ. ფოსტის მისამართზე შემდგომი
შეთანხმებისთვის და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია
შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული
მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) შემთხვევაში მისი
ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემდეგ დეფექტურ აქტში
აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ მიმწოდებელმა
დაიწყოს მომსახურების განხორციელება, ხოლო თუ მიმწოდებელი არ მოაწერს
დეფექტურ აქტს ხელს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს
ხელშეკრულება. დეფექტურ აქტში მითითებულ უნდა იქნას დაზიანებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების ფირმა, მოდელი, გამოშვების წელი,
საიდენტიფიკაციო ნომერი და გარბენი (კილომეტრაჟი), აღმოჩენილი ხარვეზი,
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო
გასაწევი მომსახურებების ჩამონათვალი (საჭიროების შემთხვევაში
შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით), ხელშეკრულების
პრეისკურანტში (დანართი N2) მითითებული ღირებულებების შესაბამისად;
- მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური
მომსახურება თითოეულ შემთხვევაზე (შემსყიდველის წერილობითი
შეტყობინებიდან ან დეფექტური აქტის დამტკიცებიდან), არ უნდა
აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისათვის - 1 (ერთი) დღეს; ელექტროობისათვის - 1
(ერთი) დღეს; აგრეგატებისათვის - 2 (ორი) დღეს. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა
ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება შესაძლებელია მომსახურების
ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 10
(ათი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ ავტოტექმომსახურება ეხება დეფიციტური
სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების გაწევის ვადა
განისაზღვრება არაუმეტეს 40 (ორმოცი) სამუშაო დღით. ამასთან, თუ რომელიმე
სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს
ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია მაინც, ასეთი სათადარიგო
ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად.
- თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში
მაშინ მხარეები შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ გასაწევ
მომსახურებას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილს ღირებულებების
გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ და მიღება-ჩაბარების აქტებში,
ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის შემდგომ,
სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად.
- გაწეულ მომსახურებაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ადგენენ
მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული
მომსახურების დეტალური აღწერა (საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო
ნაწილ(ებ)ის გათვალისწინებით), რაოდენობა ან/და მოცულობა, ფასი და საერთო
ღირებულება (მომსახურებების ფასები გათვალისწინებული იქნება
პრეისკურანტში მოცემული ფასების შესაბამისად, ხოლო პრეისკურანტით
გაუთვალისწინებელი მომსახურების ან/და შესაცვლელი სათადარიგო
ნაწილის შემთხვევაში ფასი დადგინდება შემსყიდველთან წინასწარ
შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული
ღირებულებების შესაბამისად).
3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით
წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებას და ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს
მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
4. გასაწევი მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების ერთეულის
ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული
უნდა იქნას პრეისკურანტში სატენდერო დოკუმენტაციის (დანართი N2) და არ
უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ
ფასებს.
5. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო
ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის
არსებობის შემთხვევაში, სხვაობა უნდა გამოანგარიშდეს პროცენტულად,
რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და
პროპორციულად უნდა ასახოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2‐ში
მოცემულ ყველა პოზიციაზე.