Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности (Грузия - Тендер #69010320)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Assets Management And Development Company LTD
Номер конкурса: 69010320
Дата публикации: 03-12-2025
Сумма контракта: 199 200


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250001230
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 14:54
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 199`200.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79700000-Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности
Коды классификатора
  • 79713000 - Охранные услуги
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" საკუთრებაში არსებული 3 ობიექტის დაცვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 1`992 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar japiashvili :: 02.12.2025 13:11
  • Последнее исправление: tamar japiashvili :: 03.12.2025 14:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=658331&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის" საკუთრებაში არსებული 3 ობიექტის დაცვის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის საკუთრებაში არსებული 3 ობიექტის დანართი(N3-ის შესაბამისად) დაცვის მომსახურების გაწევა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს დაცვის მომსახურება ცოცხალი ძალით, სამუშაო ფორმით, ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე ,,პოლიციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
2. დაიცვას/არ გაამჟღავნოს შემსყიდველის სამსახურებრივი საიდუმლოება;
3. განახორციელოს დაცვის ობიექტში ადამიანების შესვლა-გასვლისა და მატერიალურ ფასეულობათა შეტანა-გატანის კონტროლი, რაზეც უნდა აწარმოოს შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალები და წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეათანხმოს შემსყიდველთან ობიექტზე დასაშვებ პირთა მონაცემები;
4. უზრუნვლეყოს დაცვის ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის, მისი ცალკეული ნაწილების, დაცვის ობიექტში განთავსებულ მატერიალურ ფასეულობათა დაზიანების ან/და დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
5. უზრუნვლეყოს ობიექტის საზოგადოებრივი წესრიგის, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისაგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ცოცხალი ძალით სადღეღამისო მორიგეობა განურჩევლად სამუშაო და არასამუშაო დღეებისა (სპეციალური ფორმითა და აღჭურვილობით);
6. უზრუნვლეყოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისაგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა;
7. უზრუნვლეყოს ცოცხალი ძალით სადღეღამისო მორიგეობა განურჩევლად სამუშაო და არასამუშაო დღეებისა თითოეული მორიგეობის არანაკლებ 3 გუშაგის შესრულებით (სპეციალური ფორმითა და აღჭურვილობით) 24 საათის განმავლობაში. მიმწოდებლის მიერ შერჩეულმა ცვლის უფროსმა უნდა უზრუნველყოს დაცვის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო კოორდინაცია და დაცვის მომსახურების განხორციელება.
7.1. ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა N172-ში მომსახურება უნდა განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში დაცვის სამსახურის სპეციალური ა/მანქანით, რომელზეც გამოსახული იქნება დაცვის სამსახურს დასახელება და ლოგო, დაცვაში მომუშავე არანაკლებ 1 დაცვის თანამშრომლის მეშვეობით. მიმწოდებლის მიერ შერჩეულმა ცვლის უფროსმა უნდა უზრუნველყოს დაცვის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო კოორდინაცია და დაცვის მომსახურების განხორციელება.
8. დაცვის სამსახურს უნდა ჰყავდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, (მინიმუმ 3) სპეციალური შეფერილობის ავტომობილებით, ობიექტზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებისას, ოპერატიულად გამოცხადების მიზნით, აგრეთვე არასტანდარტული სიტუაციების წარმოქმნისას (ხანძარი, უბედური შემთხვევა და სხვა) ობიექტზე დამატებითი (მობილური ჯგუფის) გაგზავნა, რომლებიც იქნებიან სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი (რაციები, ხელჯოხები და სხვა).
9. დაცვის თანამშრომლის აღჭურვა მინიმუმ: უნიფორმით, ხელბორკილებით, რეზინის ხელკეტით, ელექტრონული სანათი მოწყობილობით (ფარანი), მობილური ტელეფონით (სამორიგეო ნომრით) შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით, რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით და სხვა აღჭურვილობით, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების სრულფასოვნად და საერთაშორისო ნორმების დაცვის შესაბამისად გაწევისათვის.
10. მომსახურების გაწევისას დასაქმებული პერსონალი უნდა იყოს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული (აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს). დაცვის თანამშრომლები უნდა მოქმედებდნენ მშვიდად, მათთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ქცევის ზრდილობიანი მანერა. დაცვის თანამშრომელთა ჩაცმულობის სტილი უნდა იყოს საერთო სტანდარტის და შეთანხმებული შემსყიდველთან. დაცვის თანამშრომლები ვალდებული არიან მორიგეობაზე გამოცხადდნენ მოწესრიგებულად სპეციალური ჩაცმულობით, რომელთაც ამავე დროს ევალებათ დაიცვან პირადი ჰიგიენა.
11. დაცვითი მომსახურების განხორციელების ყოველთვიური გრაფიკის შედგენა ცვლაში მონაწილე დაცვის მუშაკების სახელის, გვარის და მობილური ტელეფონის ნომრის ჩვენებით, რომელიც თავის მხვრივ შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
12. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაცვის თანამშრომელმა უნდა მოახდინოს დაცვის ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს როგორც ,,შემსყიდველის” ისე “მიმწოდებლის” წარმომადგენელს და საჭიროებისამებრ კომპეტენტურ ორგანოებს და აღნიშნულ პირთა მოსვლამდე უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა. ასევე გამოძახებულ უნდა იქნეს ოპერატიული ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში 112-ის ცხელ ხაზზე დაფიქსირება. აღნიშნული შემთხვევების დაფიქსირებისას „მიმწოდებელი“ ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დააფიქსიროს მხარეების ხელმოწერები.
13. ოპერატიული ჯგუფის და/ან შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების გამოცხადებამდე მიმწოდებელის წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა და შესაბამისი ოქმის შედგენა მომხდარი შემთხვევის შესახებ დაზიანებული, დაკარგული, განადგურებული ქონების ან სხვა მნიშვნელოვანი გარემოების და ფაქტის მითითებით. დაკარგულ, დაზიანებულ ან განადგურებულ მატერიალურ ფასეულობაზე, აგრეთვე შენობის დაზიანებაზე, ფინანსურად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
14. მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით. ზარალის ოდენობის განსაზღვრა მოხდება მხარეთა მონაწილეობით შედგენილი შედარების აქტით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს შემსყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციას. შემსყიდველისათვის ფაქტობრივი ზარალის ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი მოახდენს ერთობლივი კომისიის დასკვნის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წინამდებარე ტენდერის შედაგად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკების სადაზღვეო პოლისის ფარგლებში;
15. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სამორიგეო ოთახებში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
16. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა სხვა ღონისძიების გატარება, რომელიც დაკავშირებული იქნება მომსახურების სრულფასოვანი და საერთაშორისო ნორმებთან მისადაგებულად გაწევის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

• ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ.N116
• ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ.N172
• კასპის რაიონი, ოკამი, ჩანგილარი.

იხ, დანართი N3 (ობიექტების ჩამონათვალი)

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.1.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ტენდერის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2022-2025 წლების განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურება არანაკლებ 300 000 ლარის ღირებულების;

2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები).

2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია განთავსებულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/) მაშინ პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას შესაბამისი SPA, NAT და/ან CMR ნომრები (ამ შემთხევაში დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

შესაბამის სფეროში გამოცდილების არ ქონა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები:

• სპეც-შეფერილობის სამსახურებრივი ავტომობილები;
• საჭიროების შემთხვევაში - ოპერატიული ჯგუფით უზრუნველყოფა;
• სპეც-აღჭურვილობა: რადიო-სადგური (რაცია შესაბამისი სიხშირით), ხელბორკილი, ხელკეტი;


შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია ფოტო-მასალისა და ავტომობილების სარეგისტრაციო მოწმობების სახით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას სისტემის საშუალებით.

2.6.1 requirement related to financial capacities of a tenderer

პრეტენდენტმა გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროფესიული საქმიანობის რისკების დაზღვევის პოლისი არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დაცვითი საქმიანობის გაწევის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (ლიცენზია) ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის, ან უვადო.

2.9 other additional requirements

• ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
• ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
• პრეტენდენტის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა, რწმუნებულება...) ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტმა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/ELibrary/metod-mititebebi-da-recomendaciebi.aspx.
• სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით.
• სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
• პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
• ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
• სასურველია დაინტერესებული პირი ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს, აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში;
7.2.2. ანგარიშსწორება/გადახდა იწარმოებს ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის მიღების შედეგად გაფორმებული მჩ აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენისა და მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.3.2. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჯაფიაშვილი, 595034566, info@amadco.ge ბექა ბერაძე 595 11 14 01, b.beradze@amadco.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი ტექნიკური დავალება - დანართი N1-ის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
2. ფასების ცხრილი დანართი N2-ს შესაბამისად;
3. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები დანართი N4 - 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
4. ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ 2.3.1 პუნქტის შესაბამისად.
5. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია/ნებართვა მსგავსი საქმიანობის განხორციელების შესახებ 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru