ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ტექნიკური დავალება ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამის
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზისა და გის
პორტალის განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა" ფარგლებში
პროგრამისტების, ვებ-დიზაინერის(UX), გის სპეციალისტის მომსახურების
შესყიდვას.
კულტურული მემკვიდრეობის გის მონაცემთა ბაზა შეიქმნა საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის
კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის კულტურული მემკვიდრეობის
სფეროში დადებული მრავალწლიანი საგრანტო შეთანხმების ფარგლებში. ამ
ეტაპზე მონაცემთა ბაზის სტრუქტურა დასრულებულია, იგი შედგება 10
კომპონენტისაგან (უძრავი ობიექტები/ძეგლები; მოძრავი
ობიექტები/ძეგლები; კედლის მხატვრობა; ქვაზე კვეთილობა; ზოგადი დამცავი
ზონა, მუზეუმ-ნაკრძალი/მუზეუმი, ქმედება; დოკუმენტაცია; პიროვნება;
ორგანიზაცია) და მუდმივად მიმდინარეობს ამ სისტემის ახალი მონაცემებით
შევსების პროცესი. ამასთანავე 2017-2018 წლებში ნორვეგიის კულტურული
მემკვიდრეობის დირექტორატსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების
ფარგლებში განხორციელდა გის მონაცემთა ბაზის ახალ სისტემაზე (.NET)
გადაყვანა. 2020-2021 წლებში კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განახლდა
კულტურული მემკვიდრეობის პორტალის (https://memkvidreoba.gov.ge/) სამომხმარებლო დიზაინი
(UX) და პროგრამულად თავიდან აეწყო React-ის ბიბლიოთეკაზე.
მონაცემთა ბაზის ფუნქციონალის, ინტერფეისის გაუმჯობესების, მონაცემთა
დაცულობის და მონაცემების შეყვანის, რედაქტირების, დათვალიერების
გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მუდმივად საჭიროა
პროგრამისტის, ვებ-დიზაინერის(UX), გის სპეციალისტის და სერვერების
ადმინისტრატორის მომსახურება. წლის განმავლობაში საინფორმაციო
სისტემების სამსახურის მიერ მონაცემთა ბაზის განახლების და
ფუნქციონალის გაუმჯობესების კუთხით მიმდინარეობს არსებული
სისტემების სამუშაო რეჟიმში ტესტირება, გაანალიზება და გამოვლენილი
საკითხების საფუძველზე სამოქმედო გეგმისა და ტექნიკური დავალების
მომზადდება.
აღნიშნული ტექნიკური დავალება ეფუძნება რეკომენდაციებს და რჩევებს,
შემუშავებულს როგორც მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემისა
და პორტალის მართვის ჯგუფის, ასევე ამ სისტემის გარე მომხმარებლების
მხრიდან. მათი განხორციელების შემთხვევაში მონაცემების მართვა,
რედაქტირება და სხვადასხვა საანგარიშო ფორმატში გამოსახვა გაცილებით
უფრო მოხერხებული გახდება.
ამასთანავე, ტექნიკური დავალება ითვალისწინებს კულტურული
მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის 12 თვის
განმავლობაში თანხლებას.
შესასრულებელი სამუშაოების აღწერა
1. კულტურული მემკვიდრეობის სივრცითი მონაცემების რუკის (WMS) და
ჩამოსატვირთი სერვისების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
არსებული სერვისების გამართვა ისე, რომ თავსებადი იყოს ეროვნული
სივრცითი ინფრასტრუქტურის (nsdi.gov.ge) პლატფორმასთან. ამასთანავე დამკვეთის
მხრიდან გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე ცვლილებების
განხორციელება როგორიცაა, სიმბოლოს შეცვლა, ახალი ველების დამატება ან
არსებულის ამოღება, რომელიმე ველის სახელის შეცვლა, ახალი ფენის
დამატება და ა.შ.
2. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო
სისტემის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფებზე გადაყვანა
• აპლიკაციის მხარეს არსებული ASP.NET MVC ტექნოლოგიიდან .NET Core-ის უახლეს
ვერსიაზე გადასვლა განხორციელდება სისტემის ოპტიმიზაციისა და
მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ASP.NET MVC ჩარჩო (Framework) დღეისათვის უკვე მოძველებულია და ოფიციალურად
შეწყვეტილია მისი განვითარება და მხარდაჭერა Microsoft-ის მხრიდან. შედეგად,
სისტემა ვერ იღებს უსაფრთხოების კრიტიკულ განახლებებს, ახალი
ბიბლიოთეკების თავსებადობას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის
ფუნქციონალს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული MVC არქიტექტურა საიმედო და სტაბილური
იყო, მისი შემდგომი ექსპლუატაცია ზრდის:
უსაფრთხოების რისკებს;
კოდის შეუსაბამობას ახალ პლატფორმებთან;
მომსახურების ხარჯებს მომავალი წლების განმავლობაში.
.NET Core კი წარმოადგენს უახლეს, ღია კოდის მქონე და პლატფორმათაშორის
ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს:
მაღალ წარმადობასა და რესურსების ოპტიმიზაციას;
მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების განახლებებს Microsoft-ის
მხრიდან;
მიკროსერვისული არქიტექტურისა და კონტეინერიზაციის (Docker/Kubernetes)
მხარდაჭერას;
მულტიპლატფორმულობას (Windows, Linux, macOS),
გაფართოებულ თავსებადობას REST API-ებთან და თანამედროვე ფრონტენდ
ჩარჩოებთან (React, Angular).
• ფრონტის ნაწილის React-ის ან Angular-ის უახლეს ვერსიაზე გადაყვანა
უზრუნველყოფს თანამედროვე, რეაქტიული მომხმარებლის ინტერფეისის
შექმნას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამოყენების გამოცდილებას
(UX) და სისტემის ფუნქციონირებას ბრაუზერში.
3. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო
სისტემაში რუკის ნაწილის ბიბლიოთეკა, რომელიც იყენებს ArcGIS Maps SDK for JavaScript
ბიბლიოთეკას, უნდა გადაიწეროს ახალ ვერსიაზე. ამჯერად აწყობილია 3.26-ის
ვერსიაზე და დღეს არსებული საბოლოო ვერსია არის 4.33. გადაწერისას უნდა
შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს ყველა არსებული ფუნქციონალი:
• ლეგენდის დათვალიერება, ფენების მართვა (რუკაზე გამოჩენა ან გაქრობა),
გამჭირვალობის მომატება ან კლება, ატრიბუტული ცხრილების გამოძახება.
• რუკის საერთო ხედვის ჩვენება
• რუკაზე მანძილის ან ფართობის გაზომვა
• რუკაზე ობიექტების მონიშვნა წერტილოვნად ან პოლიგონალურად. უნდა
ნიშნავდე იმ ობიექტებს, რომლის ფენაცაა არჩეული.
• ახალი ობიექტების დამატება: წერტილის დასმით, პოლიგონის შემოხაზვით,
კოორდინატების (მეტრულში და მეათედ გრადუსებში) მითითებით,
დაარქივებული .shp-ის ატვირთვით.
• რუკაზე ობიექტების დასმისას ინდივიდუალური დამცავი ზონების
გენერირება.
• მონიშნული ობიექტის რედაქტირება ან წაშლა
• რუკის ხედის ექსპორტი. შესაძლოა აეწყოს რამდენიმე შაბლონური
ვერსია.
• რუკის მასშტაბის ცვლილება.
• საბაზისო რუკების არჩევა
• რუკაზე კურსორის მდებარეობის კოორდინატების გამოსახვა და ამ
კოორდინატების სხვადასხვა ფორმატში ჩვენების ფუნქცია.
• ატრიბუტული ცხრილის გამოჩენა, მასში ობიექტების მონიშვნა,
მონიშნულები ნახვა და ა.შ..
4. კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე რუკის ნაწილის ბიბლიოთეკა,
რომელიც იყენებს ArcGIS Maps SDK for JavaScript ბიბლიოთეკას, უნდა გადაიწეროს ახალ
ვერსიაზე. ამჯერად აწყობილია 4.17-ის ვერსიაზე და დღეს არსებული საბოლოო
ვერსია არის 4.33. გადაწერისას უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს ყველა
არსებული ფუნქციონალი:
• ლეგენდის დათვალიერება, ფენების მართვა (რუკაზე გამოჩენა ან გაქრობა),
გამჭირვალობის მომატება ან კლება.
• რუკაზე მანძილის ან ფართობის გაზომვა
• საბაზისო რუკების არჩევა
• მომხმარებლის მდებარეობის ჩვენება
• რუკის სრული ხედის ჩვენება
5. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო
სისტემაში რუკის თითოეულ ფენაზე უნდა დაემატოს მასში არსებულ
ობიექტებზე რუკაზე წარწერის გამოტანის ფუნქციონალი. ამ წარწერის
შესაბამისი ველის არჩევა მომხმარებელს უნდა შეეძლოს.
6. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო
სისტემაში უძრავების კომპონენტში ფოტო ცხრილის და ცხრილის
გვერდებიდან დაფილტრული მონაცემების ექსელის ფორმატში ექსპორტის
ფუნქციონალის აწყობა. ანალოგიური ფუნქცია უნდა აეწყოს პირადი
კოლექციის გვერდიდან მონაცემების ექსპორტისთვის.
7. პირად კოლექციაში უნდა დაემატოს კოლექციის სახელით ძიების ფუნქცია.
8. უნდა აეწყოს ისეთი გარემო რისი მეშვეობითაც რუკის საბაზისო
სერვისების მიღების შემთხვევაში დამკვეთს თავად შეეძლება მათი მიბმა
როგორც შიდა ბაზის რუკაზე ასევე პორტალის რუკაზეც. საჭიროების
შემთხვევაში უნდა მომზადდეს შესაბამისი სახელმძღვანელო და ასევე
დატრეინინგდეს სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები ამ
მიმართულებით.
9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული საკადასტრო
მონაცემების ინტეგრირება კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის
გეოსაინფორმაციო სისტემაში. სივრცითი მონაცემების საფუძველზე უნდა
აეწყოს სერვისი რომელიც ინტეგრირდება შიდა ბაზაში. ამასთანავე
შესაძლებელი უნდა იყოს ამ ფენაში საკადასტრო კოდით ნაკვეთების ძიება,
მოძიებული ნაკვეთების დროებით კოლექციაში დამატება, რუკაზე მონიშვნა,
ატრიბუტულ ცხრილში გამოჩენა, ინფო ღილაკით კონკრეტული ნაკვეთის
საკადასტრო კოდის ნახვა, ნაკვეთების ჩამონათვალის ექსელის ან რაიმე
სხვა ფორმატში ფაილის მიბმის შემთხვევაში ამ ნაკვეთების მონიშვნა
არსებულ ფენაში.
10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დამისამართების ფენის
მიღების შემთხვევაში უნდა შემუშავდეს მეთოდოლოგია როგორ უნდა
გადავიდეს არსებული მონაცემები ახალ მონაცემებზე მაქსიმალურად
მექანიკური სამუშაოს არიდებით. ახალი მონაცემები უნდა დაინტეგრირდეს
სისტემასთან. საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში დარჩეს ძველი
მისამართიც და დაემატოს ახალი.
11. დამკვეთის მხრიდან წინასწარ განსაზღვრული სხვადასხვა
სტატისტიკურ-ანალიტიკური ანგარიშების გენერირება. მაგ. რამდენ
ობიექტზე განახლდა მონაცემი, რამდენი დაემატა, რამდენი ობიექტის
ადგილმდებარეობა დაზუსტდა და ა.შ..
12. უნდა მომზადდეს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის
გეოსაინფორმაციო სისტემის და კულტურული მემკვიდრეობის პორტალის
არქიტექტურის, მონაცემთა სტრუქტურის, ფუნქციონალის, გამოყენებული
ტექნოლოგიებისა და პროგრამული ბიბლიოთეკების აღწერითი სრული
დოკუმენტაცია.
13. კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო
სისტემის და კულტურული მემკვიდრეობის პორტალის ტექნიკური მხარდაჭერა
(12 თვე).
• არსებულ სისტემებში (კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის
გეოსაინფორმაციო სისტემა და კულტურული მემკვიდრეობის პორტალი)
ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ამ ხარვეზების პროგრამულად
გამოსწორება.
• აქამდე აწყობილი ფუნქციონალების გამართვა. თუ აღმოჩნდება, რომ
რომელიმე არსებული ფუნქცია (ძიება, რედაქტირება, ახალი ობიექტების
შექმნა, მონაცემების ექსპორტი და ა.შ.) გამართულად არ მუშაობს მათი
გამართვა.
• ახალი დავალებების მომზადებისას პროგრამისტთან და გის სერვერის
სპეციალისტთან კონსულტაცია.