Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Топливо (Грузия - Тендер #69000519)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 69000519
Дата публикации: 03-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000539
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 03.12.2025 11:05
Начало приема предложения 09.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 2.35 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 09100000-Топливо
Коды классификатора
  • 09132000 - Бензин
Срок подачи 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს არანაკლებ 95 ოქტანობის პრემიუმის ტიპის ბენზინი (შემდგომში - პრემიუმი)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 0.01 GEL
Размер гарантии 859`826 GEL
Срока действия гарантии 430 День
  • Загрузка объявления: elene kavtaradze :: 28.11.2025 19:03
  • Последнее исправление: elene kavtaradze :: 02.12.2025 17:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657859&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს არანაკლებ 95 ოქტანობის პრემიუმის ტიპის ბენზინი (შემდგომში - პრემიუმი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი პრემიუმის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 36 588 300 (ოცდათექვსმეტი მილიონ ხუთას ოთხმოცდარვა ათას სამასი) ლიტრს.

1.2.2 სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ყველა პირობას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე პრემიუმის მიწოდება განხორციელდება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად ან ერთჯერადად, შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ არანაკლებ 45 (ორმოცდახუთი) ავტოგასამართ სადგურზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყანას, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს ფასების ცხრილი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფლობს/სარგებლობაში აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწყობილი არანაკლებ 45 ავტოგასამართი სადგურისაგან შემდგარი ნავთობპროდუქციის, საწვავის (შემდგომში - საწვავი) საცალო რეალიზაციის ქსელი, რომელთაგანაც მიმწოდებელი 2026 წლის განმავლობაში განახორციელებს პრემიუმის მიწოდებას კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. აღნიშნულ ავტოგასამართ სადგურებზე აუცილებელია მითითებულ იქნეს მიმწოდებლის სასაქონლო ნიშანი, რათა შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეძლონ გამარჯვებული მიმწოდებლის შემოთავაზებული საქონლის ან/და მომსახურების იდენტიფიკაცია და მარტივად განასხვავონ იგი კონკურენტის ან სხვა მიმწოდებლის საქონლისა თუ მომსახურებისაგან.

2.3.1.2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1. პუნქტით განსაზღვრული საცალო რეალიზაციის ქსელში შემავალი ავტოგასამართი სადგურებისა და მათი ადგილმდებარეობის შესახებ (მისამართების მითითებით) ინფორმაცია, აგრეთვე ამ ავტოგასამართი სადგურების ადგილმდებარეობის გეოგრაფიული რუკა. აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პრემიუმის შესახებ, საწვავის ექსპერტიზის სფეროში აკრედიტირებული საექსპერტო დაწესებულების ან მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ”EN 228” სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულ დოკუმენტში ხარისხის ანალიზისას გამოყენებული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებით (ISO) და ევროპული ნორმებით (EN) განსაზღვრული მეთოდები. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

2.9.1. გარდა დანართი 2-ის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, მიმწოდებელი ვალდებულია კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან პრემიუმის გაცემა განახორციელოს „აგაი“ სისტემის მეშვეობით. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის (შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება რომელშიც შემსყიდველის გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს „აგაი“ სისტემის მეშვეობით საწვავის ჩასხმა) საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას.

2.9.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია საწვავის გაცემა განახორციელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც „აგაი“ სისტემის მეშვეობით განხორციელდება ავტორიზებული ავტომანქანის იდენტიფიცირება.

2.9.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „აგაი“ სისტემის კომპონენტის მონტაჟი განახორციელოს ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა/დემონტაჟი. დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე განახორციელოს „აგაი“ სისტემის კომპონენტის დემონტაჟი ან/და რაიმე სახის ზემოქმედება. აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება განხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

2.9.2. მიმწოდებელმა 2026 წლის 1-ლი იანვრიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1-ლი აპრილისა, უნდა უზრუნველყოს იმ შემსყიდველი ორგანიზაციების ავტომანქანების (ავტორიზებული ავტომანქანების) აღჭურვა „აგაი“ სისტემით, რომელთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას პრემიუმის მიწოდებაზე.

2.9.3. იმ შემთხვევაში, თუ პრემიუმის 2026 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა პრემიუმის 2025 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა, რომელსაც 2025 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში უკვე დანერგილი აქვს „აგაი“ სისტემა, იგი ვალდებულია, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან, პრემიუმის მიწოდება განახორციელოს 2025 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის მეშვეობით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის ფარგლებში დაემატა აგაი სისტემით აღსაჭური ავტომანქანების რაოდენობა, აღნიშნული მიმწოდებელი ვალდებულია ყველა მათგანი აღჭურვოს, არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა.

2.9.4 იმ შემთხვევაში, თუ პრემიუმის 2026 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა პრემიუმის 2023 ან/და 2024 წლების კონსოლიდირებულ ტენდერებში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა, რომელიც ზემოაღნიშნულ წლებში პრემიუმის მიწოდებას ახორციელებდა აგაი სისტემის მეშვეობით, ვალდებულია, უზრუნველყოს ავტორიზებული ავტომანქანების აღჭურვა არაუგვიანეს 2026 წლის 15 თებერვლისა.

2.9.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციისაგან შესაბამისი წერილობითი განაცხადის მიღების შემდეგ, ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში, უსასყიდლოდ აღჭურვოს შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ავტორიზებული ავტომანქანა „აგაი“ სისტემით.

2.9.6. აგაი სისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით, შემსყიდველი ვალდებულია დროულად მიმართოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი კი თავის მხრივ, ვალდებულია, არ შეაფერხოს აღნიშნული პროცესი.

2.9.7. აგაი სისტემის კომპონენტების მონტაჟის ან/და დემონტაჟის პროცესის რაიმე მიზეზით შეფერხების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია და გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულნი არაინ აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სატენდერო კომისიას.

2.9.8. „აგაი“ სისტემის დამონტაჟებამდე, პრემიუმის მიწოდება უნდა განხორციელდეს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. მიმწოდებელმა ეტაპობრივად, ხელშკერულების დადებიდან სამი დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ბარათებით ყველა ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელთანაც გააფორმებს ხელშეკრულებას პრემიუმის მიწოდებაზე. „აგაი“ სისტემის დანერგვის შემდგომ, პრემიუმის მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნული სისტემის მეშვეობით.

2.9.9. „აგაი“ სისტემის კომპონენტები წარმოადგენს მიმწოდებლის საკუთრებას, რომელსაც იგი დროებით, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საფასურის გარეშე გადასცემს შემსყიდველ ორგანიზაციებს მათ ავტორიზებულ ავტომანქანებზე დამონტაჟების გზით. მიმწოდებელმა არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა, საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს შემსყიდველი ორგანიზაციის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის კომპონენტის დემონტაჟი, რისთვისაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2027 წლის 1- ლი იანვრიდან მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებულ გონივრულ ვადაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მის ავტორიზებულ ავტომანქანაზე დამონტაჟებული „აგაი“ სისტემის კომპონენტის მიმწოდებლისთვის უკან დაბრუნების მიზნით. „აგაი“ სისტემის კომპონენტების შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში ან მიმწოდებლისათვის უკან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებელს აუნაზღაუროს აღნიშნული კომპონენტის საინვოისო ღირებულება.

2.9.10. თითოეულმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 10 დღისა წერილობით უნდა წარუდგინოს მიმწოდებელს მისი იმ ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობა, რომლებშიც უნდა ჩაისხას პრემიუმი, თითოეულზე დაწესებული პრემიუმის ლიმიტები და სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრები.

2.9.11. შემსყიდველი ორგანიზაციის ავტოპარკის შემადგენლობაში რაიმე ცვლილების, ან სანომრე ნიშნების ცვლილების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნული ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს წერილობით, რათა მიმწოდებელმა დროულად უზრუნველყოს აგაი სისტემასთან ან პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები.

2.9.12. თითოეულმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრემიუმის ხელშეკრულებას დანართის სახით უნდა დაურთოს ავტორიზებული ავტომანქანების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრები. ხელშეკრულებაში მითითებული ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობა, შესასყიდი პრემიუმის მოცულობა და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

2.9.13. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სათანადო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ითანამშრომლოს მიმწოდებელთან (მაგ. გამოყოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, შეათანხმოს ვადები და ავტორიზებული ავტომანქანების რაოდენობა, რიგითობა და სხვა საკითხები) „აგაი“ სისტემის მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მიზნით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

859826

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

2

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და ცნობადობის გათვალისწინებით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მიმდინარე თვის სახელშეკრულებო ფასის საფუძველზე დადგენილი საანგარიშსწორებო ფასის (C2) მიხედვით, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. საანგარიშსწორებო ფასი გამოქვეყნდება მიმწოდებლისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.

7.2.2. შესყიდვის ობიექტის ფასის განსაზღვრა და ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება დანართი 1-ის შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს იგი ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. არასაბარათე (ტალონი), საბარათე და „აგაი“ სისტემის მეშვეობით პრემიუმის მიწოდებისას, ანგარიშსწორება განხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

7.3.2. 2026 წლის დეკემბრის განმავლობაში მიწოდებულ საწვავზე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს 2027 წლის იანვრის თვის ჩათვლით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ქადაგიძე, 591900020, kkadagidze@spa.ge ელენე ქავთარაძე 597082082

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

10000

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru