Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69000487)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 69000487
Дата публикации: 02-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250022042
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.12.2025 15:41
Начало приема предложения 12.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 17:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`846`661.58 GEL
Контрактная цена объекта закупки 110`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 18`467.00 GEL
Размер гарантии 1`100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre zhvania :: 28.11.2025 18:55
  • Последнее исправление: aleksandre zhvania :: 02.12.2025 15:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657856&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ კუთვნილი ავტომანქანების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

TOYOTA CAMRY - 2011 წლის მოდელი, VIN - JTNBK4FK303001284, სახ.ნომ BB-717-SB;
HYUNDAI ACCENT - 2011 წლის მოდელი, VIN - KMHCT41CBCU065712, სახ.ნომ WH-522-HW;
SKODA ROOMSTER PRAKTIK - 2010 წლის მოდელი, VIN - TMB1JC5J1B5029534, სახ ნომ WH-541-HW;
SUZUKI SX4 - 2014 წლის მოდელი, VIN - TSMEYB21S00813712, სახ. ნომ WH-247-HW;
SUZUKI SX4 - 2014 წლის მოდელი, VIN - TSMEYB21S00813730, სახ. ნომ WH-537-HW;
SUZUKI SX4 - 2014 წლის მოდელი, VIN - TSMEYB21S00813643; სახ. ნომ CC-307-II;
HYUNDAI SONATA, 2010 წლის მოდელი, VIN-5NPEB4AC1BH020182, სახ/ნომ FF-011-KK;
MITSUBISHI L200, 2015 წლის მოდელი VIN - MMBJNKB40FD060325, სახ/ნომ LG-597-GL;
RENAULT LOGAN, 2016 წლის მოდელი,VIN - VF14SREB454733429,სახ/ნომ ZS-114 -SZ;
KIA RIO, 2015 წლის მოდელი, VIN - KNADM512AG6607487, სახ/ნომ CS-530-SC;
KIA RIO, 2016 წლის მოდელი, VIN - KNADN512AG6782795, სახ /ნომ CC-225- GG;
TOYOTA CAMRY, 2012 წლის მოდელი, VIN - JTNBK4FK703002535, სახ/ნომ MM-123-JJ;
VW caravelle, 2012 წლის მოდელი, VIN - WV2ZZZ7HZDH050329, სახ/ნომ DD-795-JJ;
SKODA OCTAVIA, 2010 წლის მოდელი, VIN - TMBDA41Z4B2075388, სახ/ნომ MM-233-SM;
SKODA OCTAVIA, 2010 წლის მოდელი, VIN - TMBCK21Z5D2037376, სახ/ნომ MM-216-SM;
SKODA OCTAVIA, 2012 წლის მოდელი, VIN - TMBDA41Z7B2075143, სახ/ნომ MM-235-SM;
TOYOTA HILUX, 2007 წლის მოდელი, VIN - MROFR22GX00643138, სახ/ნომ MM-249-SM;
AUDI A6, 2010 წლის მოდელი, VIN -WAUZZZ4F5BN026029, სახ/ნომ JJ-059-WW;
FORD TRANSIT Van RWD 470LWB - 2014 წლის მოდელი, VIN - WF0XXXTTGXEM48157, სახ ნომ AF 790 FA;
FORD TRANSIT VAN RWD 350 WB+B1057, 2017 წლის მოდელი, VIN - WF0XXXTTGXHM13385, სახ/ნომ BU-171-BB;
FORD TRANSIT 460E, 2020 წლის მოდელი, VIN - WF0HXXTTGHLL42551, სახ/ნომ DD-730-SD;
FORD TRANSIT 460E, 2020 წლის მოდელი, VIN - WF0HXXTTGHLL331973197, სახ/ნომ DD-741-SD;
FORD TRANSIT 460E, 2020 წლის მოდელი, VIN- WF0HXXTTGHLL48445, სახ/ნომ DD-724-SD;
FORD TRANSIT 460E, 2020 წლის მოდელი, VIN - WFOHXXTTGHLL39965, სახ/ნომ DD-733-SD;
FORD TRANSIT 460E, 2020 წლის მოდელი, VIN - WFOHXXTTGHLL39964, სახ/ნომ DD-732-SD.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, ოპერატიულად, რიგგარეშედ, მიმწოდებელმა უნდა ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება.
1.2.2. ავტომანქანის დათვალიერების შემდეგ უნდა შედგეს დეფექტური აქტი, სადაც უნდა მიეთითოს შემოწმების თარიღი, ავტომობილის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დაზიანება/ხარვეზის ზუსტი აღწერილობა, დაზიანების/ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადა (გონივრულ ვადაზე თანხმდებიან მიმწოდებელი და შემსყიდველი ერთად) და ა.შ. ასევე ყოველ ავტომანქანაზე გაწეულ მომსახურებაზე მხარეები შეადგენენ გაწეული მომსახურების შესრულების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების, საცხებ–საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულის და საერთო ღირებულება, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების ვადები და სხვა მონაცემები.
1.2.3 ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების/საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ობიექტის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება საბაზრო ფასის გათვალისწინებით შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, რაზეც გაფორმდება შეთანხმების ოქმი, რომელშიც მიეთითება: სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების და მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა, ერთეულის ფასი (გადასახადების გათვალისწინებით), საერთო ფასი (გადასახადების გათვალისწინებით) და საგარანტიო ვადა- არანაკლებ 1(ერთი) წელი. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრეისკურანტის თავდაპირველი ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 აუცილებელია ავტომანქანის გამოყენებული/ექსპლუატაციაში მყოფი, დაზიანებული და გაცვეთილი ნაწილების ახალი სათადარიგო ნაწილებით შეცვლა, მეორადი ნაწილის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთახანხმის შემდეგ.
1.2.5 პრეტენდენტის სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურითა და დანადგარებით. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების ადგილზე, სერვის ცენტრში შეკეთება.
1.2.6 პრეტენდენტის სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს გამოცდილი სპეციალისტებით და ადგილზე უზრუნველყოფდეს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების ელექტროსისტემების, ძრავის, გადაცემათა კოლოფის, კონდინციონერის დატუმბვა/ამოტუმბვას, საწვავის მიწოდების და სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას, ასევე აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
1.2.7 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს სსიპ "იუსტიციის სახლის" წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა განხორციელდება მიმწოდებლის სერვის ცენტრებში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე და შესაბამის სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით (გარდა საბურავების მომსახურების, ფრეონის, საცხებ-საპოხი მასალების, სითხეების, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდებისა).
1.7.1.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, აღმოფხვრას გამოვლენილი ნაკლოვანებები დამატებითი ანაზღაურების გარეშე, შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ექსპლუატაციის წესების დარღვევით ან/და მექანიკური ზემოქმედებით.
1,7,1,3 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩნდება წუნდებული მომსახურება ან/და საქონელი, რომლის გამოსწორება/შეცვლა შეუძლებელია, შემსყიდველის მიერ ასეთი მომსახურების/საქონლის საფასური არ ანაზღაურდება. თუ შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს წუნდებული მომსახურების/ საქონლის ღირებულება, მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული თანხა, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ან/და მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება. 2024 წლიდან წიმამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 2 ხელშეკრულება, თითოეული ხელშეკრლების მიხედვით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 50 000.00 ლარზე ნაკლები. აღნიშნულის დასტურად, წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტს და ამგვარი ობიექტის დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული მინიმუმ 2 (ორი) დადებითი რეკომენდაცია, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია" მინიჭების შემდეგ.
2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ. ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს სერვისცენტრების ქსელი:
• ქ. თბილისში - არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი;
• ქ. ქუთაისში ან/და მის მიმდებარედ არაუმეტეს 5კმ დაშორებით - არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი;
• დასავლეთ საქართველოს ქალაქში (ქ. ბათუმი ან/და ქ. ზუგდიდი) ან/და მის მიმდებარედ არაუმეტეს 5კმ დაშორებით - არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი;
• აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქში (ქ.თელავი ან/და ქ. გურჯაანი) ან/და მის მიმდებარედ არაუმეტეს 5კმ დაშორებით - არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელში არსებული სერვისცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. ასევე, საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს სერვისცენტრი აღებული აქვს დროებით სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

* დასაშვებია არაუმეტეს 1 (ერთი) სერვის ცენტრის არსებობა ქვეკონტრაქტის საშუალებით.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:
1. მფლობელი კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რომ იგი ნამდვილად ფლობს შესაბამის სერვის ცენტრს.
2. ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამისი სერვისცენტრის შესახებ).
3. წერილობით თანხმობა რომ მფლობელი კომპანია ნამდვილად გაუწევს მომსახურებას პრეტენდენტის მიერ სსიპ იუსტიციის სახლთან აღებული ვალდებულების შესაბამისად.
4. ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

დანართი №1 - პრეისკურანტში პოზიციებზე, რომეილიც ივსება პრეტენდენტის მიერ, ნაწილის ღირებულების ველში და მომსახურების ღირებულების ველში, სადაც შემსყიდველის მიერ ფიქსირებულია „0", უნდა მიეთითოს „0", წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პოზიციები ჩაითვლება განუფასებლად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
4.1.1.3 პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.
4.1.1.3.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის (პრეისკურანტის) ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჟვანია, 591447034, alzhvania@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები მათ შორის დღგ) გათვალისწინებით.
10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის დანართში №1 პრეტენდენტის მიერ მითითებული საქონლისა და მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ერთეულის ფასებს, რომელიც დადგენილია ბაზრის კვლევის შედეგად.
10.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას ელექტრონულ ვაჭრობაში, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-პრეისკურანტის წარმოდგენისას, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად მითითებული ერთეულის ფასის ცვლილება მატების კუთხით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა სატენდერო კომისიის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც პრეტენდენტს დაევალება წარმოადგინოს კორექტირებული პრეისკურანტები ზემოაღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად საქონლისა და მომსახურების თითოეული პოზიციისათვის.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. ხელმოწერას არ საჭიოებს დანართი №1-პრეისკურანტი, თუ იგი წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატით.
10.1.6 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10,1,8 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1,9 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru