Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Нефть, уголь и нефтепродукты (Грузия - Тендер #69000453)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 69000453
Дата публикации: 02-12-2025
Сумма контракта: 83 188


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250022017
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.12.2025 14:22
Начало приема предложения 08.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.12.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 83`188.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 09200000-Нефть, уголь и нефтепродукты
Коды классификатора
  • 09200000 - Нефть, уголь и нефтепродукты
  • 09211400 - Трансмиссионные масла
  • 09211600 - Масла для гидравлических систем и других целей
  • 09211650 - Тормозная жидкость
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.
Дополнительная информация
დეპარტამენტის ტექნიკისათვის საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. ერთიან ელექტრონულ სისტემაში
Шаг снижения цены 832.00 GEL
Размер гарантии 832 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irina putkaradze :: 18.11.2025 15:57
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 02.12.2025 14:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655835&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დეპარტამენტის ტექნიკისათვის საცხებ-საპოხი მასალები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვა მოიცავს შემდეგი საქონლის მოწოდებას:

1) ჰიდრავლიკის ზეთი HLP 46 - 3000 ლიტრი; კასრების/ქილების ტევადობა- 20-205 ლიტრი;

2) ჰიდრავლიკის ზეთი HLP 68 - 3000 ლიტრი; კასრების/ქილების ტევადობა- 20-205 ლიტრი;


3) ტრანსმისიის ზეთი 80W90 GL-5 - 2000 ლიტრი. კასრების/ქილების ტევადობა- 20-205 ლიტრი;


4) ტრანსმისიის ზეთი 10W-30 - 1 400 ლიტრი; კასრების/ქილების ტევადობა- 20-200 ლიტრი;


5) სამუხრუჭე სითხე უნივერსალი DOT-4 - 60 ლიტრი; კასრების/ქილების ტევადობა- 0.5-5 ლიტრი;


6) ანტიფრიზი (მწვანე, ყინვაგამძლე, არანაკლებ მინუს 36 გრადუსისა) - 1 500 ლიტრი. კასრების/ქილების ტევადობა- 20-200 ლიტრი;



- საქონელი უნდა იყოს მოწოდებული ქარხნული წესით დალუქულ კასრებში/ქილებში. კასრების/ქილების ტევადობა მითითებულია ფასების ცხრილში.

- პრეტენდენტმა ფასების ცხრილში მიუთითოს კასრების/ქილების ზუსტი ტევადობა.

- ფასების ცხრილის მე-3 და მე-4 პოზიცია ტრანსმისიის ზეთი 80W90 GL-5 და ტრანსმისიის ზეთი 10W-30 განკუთვნილია სპეცტექნიკისთვის, კერძოდ: თვლიანი სატვირთველი, ექსკავატორი, ბულდოზერი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 2026 წლის 01 იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილია - ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქუჩა #4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ჩამოცლა მიწოდების ადგილზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

მოწოდებული საქონელი სატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ უნდა ავლენდეს რაიმე დეფექტს, კერძოდ: ზეთმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ნორმალური მუშაობა და არ უნდა აღინიშნებოდეს ზეთის დანაკარგი. სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესახებ ინსტრუქციაში განსაზღვრული პერიოდის მანძილზე ზეთმა არ უნდა დაკარგოს აუცილებელი პარამეტრები (სიბლანტე, წებოვნობა, ძრავში არ დაიკლებს მისი მოცულობა დასაშვებზე მეტი ოდენობით და ა. შ.). ასეთი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებით და საშუალებებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
- წუნდებული საქონელის მოწოდების დადასტურების შემთხვევაში ექსპერტიზის ხარჯები დაეკისრება მომწოდებელს.


მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ დანართი #2-ის

შესაბამისად, დამოწმებული ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.


(1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან/და ბრენდის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.
2) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე პრეტენდენტის მიერ
არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან/და ბრენდის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერის პროცედურებიდან.

3) დანართი N3 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

(2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

-პრეტენდენტმა, თითოეული შემოთავაზებული პროდუქციის შესყიდვის ობიექტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, წარმოადგინოს ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც უნდა იძლეოდეს ინფორმაციას საქონლის სპეციფიკაციისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

- დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული.

(2.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)

2.9 other additional requirements

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

8. ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს);

9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.

11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის როგორც ნაწილობრივ (ეტაპობრივად), ასე სრულად მოწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა.

შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru