1.2.1. კარტოფილი - 10000 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი,
მკვრივი, საღი, ღივის გარეშე, სუფთა. მიწის შემცველობა არ უნდა იყოს
საერთო წონის 1%–ზე მეტი. არ უნდა აღენიშნებოდეს გულის სიდამპლე,
ბაქტეროლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული
დაზიანებები, არ უნდა იყოს მოყინული და მომწვანო შეფერილობის.
გამოსავლიანობა პირველადი დამუშავების შემდეგ – არანაკლებ 70%.
დაფასოებული 10-50 კგ. ტომრებში.
1.2.2. კომბოსტო - 800კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 15-20 სმ.
1.2.3. ყვავილოვანი კომბოსტო - 1500 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 17-20 სმ.
1.2.4. წითელი კომბოსტო - 180 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს, საღი,
სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები. დიამეტრი 10-18 სმ.
1.2.5. ჭარხალი - 500 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, პრიალა ზედაპირით, მუქი წითელი ფერის. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა
მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები, ნეკროზული ლაქების გარეშე.
ბოლქვის დიამეტრი 6-10 სმ.
1.2.6. სტაფილო- 3000 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს მშრალი, მკვრივი,
საღი, სუფთა, მოყინვის გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური,
ბაქტეროლოგიური, სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. თითოეულის სიგრძე 13-20 სმ.
1.2.7. ხახვი - 1800 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს თხელფოთლიანი,
საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, ღივის და მოყინვის გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებები. დიამეტრი
5- 7 სმ.
1.2.8.გოგრა - 700 კგ საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების გარეშე,
არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან არც გული), არ უნდა იყოს
მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა
იყოს მოყინული, ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა
.
1.2.9. ბროკოლი - 1300 კგ საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა და ლაქების
გარეშე, კარგად შეკრული თავები, ღეროები დაჭრილი, არ უნდა იყოს ჭიანი,
დამპალი (არც გარედან არც გული), არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების
მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა იყოს მოყინული, ჯიშისათვის
დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო ზომისა, თითოეულ თავს არ უნდა
აღენიშნებოდეს სოკოვანი, ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა
მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები.
1.2.10. სალათის ფოთოლი-აისბერგი - 100 კგ საღი, სუფთა, მშრალი, კარგად შეკრული
თავები, არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან არც გული), არ უნდა იყოს
მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა), არ უნდა
იყოს მოყინული, ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო
ზომისა.
1.2.11. მინდვრის ლობიო - 1000 კგ მინდვრის ლობიო წითელი ფერის,საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.
1.2.12. ბანანი - 3600 კგ საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი, პრიალა, გლუვზედაპირიანი;
არ უნდა იყოს დამპალი (არც გარედან და არც - გული), მექანიკური
დაზიანებების მქონე (გაჭრილი, დაჟეჟილი და სხვა); არ უნდა ემჩნეოდეს
გადამწიფებისგან გამოწვეული შავი ლაქები; გემო უნდა იყოს სახეობისთვის
დამახასიათებელი; შეფერილობა - ყვითელი;თითოეულის სიგრძე უნდა იყოს
არანაკლებ 15 სმ და წონა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 გრამს,პროდუქტი
დაფასოებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში.
1.2.13. კივი - 300 კგ საღი, სუფთა, მკვრივი, მშრალი. არ უნდა იყოს დამპალი (არც
გარედან და არც - გული), მექანიკური დაზიანებების მქონე (გაჭრილი,
დაჟეჟილი და სხვა).ჯიშისათვის დამახასიათებელი არანაკლებ საშუალო
ზომისა.
1.2.14. ვაშლი - 4000 კგ უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 50-70 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, მოყინვის და შავი წერტილების გარეშე. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები.
1.2.15. ატამი- 350 კგ უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 40-70 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.
1.2.16. ნიორი - 150 კგ მრგვალი, მკვრივი ფორმის, საღი, მშრალი, სუფთა, ღივის
გარეშე. ფერი მოთეთრო, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური და
ბაქტერიოლოგიური დაზიანებები (ლპობის ნიშნები).
1.2.17. მწვანილი- 800 კგ მწვანილი:ოხრახუში, ქინძი, კამა ახალი, მწვანე
ფოთლებით არ უნდა იყოს სველი, გამხმარი, დამპალი და გაყვითლებული.
ფესვების გარეშე.
1.2.18 ქლიავი - 350 კგ უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 10-15 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.
1.2.19. კომში - 300 კგ უმაღლესი ხარისხის, ერთი ცალის წონა 60-100 გრ. საღი, სუფთა,
მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები.
1.2.20. წიწიბურა- 1500 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს, ღია
ჩალისფერი, ობისა და სინესტის გარეშე. სუნი – დამახასიათებელი
გარკვეული ნიმუშისათვის, მარცვლები არ უნდა იყოს დამტვრეული. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს, შეესაბამებოდეს
ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს. შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული 1-5 კგ–იანი შეფუთვით.
1.2.21.ბრინჯი - 1500 კგ მარცვალი გამჭირვალე, თეთრი შეფერილობის, მოგრძო
ფორმის, ობისა და სინესტის გარეშე, არ უნდა იყოს დამტვრეული. უცხო
მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და
ტექნიკურ ნორმებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 1-5 კგ–იანი
შეფუთვით.
1.2.22. ლიმონი - 100 კგ საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, შავი წერტილების გარეშე. არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური, ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან
მიყენებული დაზიანებები.
1.2.23. შვრიის ფანტელი - 300 კგ უმაღლესი ხარისხის, დაფასოება 1-5 კგ. ქარხნული
წესით; მშრალი, ობისა და ნესტის გარეშე; მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანების გარეშე; ეტიკეტირებული.
1.2.24. ფეტვი - 200 კგ მშრალი, საღი, მექანიკური და ბაქტეროლოგიური დაზიანების
გარეშე.
1.2.25. ოსპი - 300 კგ ყვითელი მარცვალი,მშრალი, საღი, მექანიკური და
ბაქტეროლოგიური დაზიანების გარეშე.
1.2.26. მანდარინი - 350 კგ საშუალო ზომის, მკვრივი , მწიფე, საღი , ჭკნობის
ნიშნების , მავნებლების,მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების
გარეშე.
1.2.27. ფორთოხალი - 420 კგ საშუალო ზომის, მკვრივი , მწიფე, საღი , ჭკნობის
ნიშნების , მავნებლების,მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების
გარეშე.
1.2.28. ბულგარული წიწაკა - 1000 კგ წითელი,საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა
და ლაქების გარეშე,არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან არც გული), არ
უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე,არანაკლებ საშუალო
ზომისა(მთელი წლით).
1.2.29. ბულგარული წიწაკა - 1000 კგ მწვანე,საღი, სუფთა, მშრალი, მუქი წერტილებისა
და ლაქების გარეშე,არ უნდა იყოს ჭიანი, დამპალი (არც გარედან არც გული), არ
უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე,არანაკლებ საშუალო
ზომისა(მთელი წლით).
1.2.30. კიტრი - 1000 კგ თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს საშუალო ზომის,
საღი, მკვრივი. არ უნდა აღენიშნებოდეს სიდამპლე, ბაქტეროლოგიური და
სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები(მთელი წლით).
1.2.31. ქიშმიში- 120 კგ გამომშრალი თეთრი ყურძნის მარცვლები, ობისა და ნესტის
გარეშე.
1.2.32. კაკალი - 200 კგ გარჩეული,საღი,ობისა და ნესტის გარეშე.
1.2.33. ბარდა ყვითელი - 250 კგ ყვითელი მარცვალი,მშრალი, საღი, მექანიკური და
ბაქტეროლოგიური დაზიანების გარეშე.
1.2.34 სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
2 - პრეტენდენტი/მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს „მცენარის,
მცენარეული პროდუქტისა და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი
ობიექტის მწარმოებელ, გადამამუშავებელ ან/და დისტრიბუტორ
ბიზნესოპერატორთა ვალდებულებებისა და მათი აღრიცხვის წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის N619
დადგენილების შესაბამისად.
3 - მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
5 - შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა
აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის
დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა
და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.
1.2.35. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო
ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვითაც მოხდება
გაერთიანების მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად,
გაერთიანება ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით
გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა.