*მაწონი - 5400 ცალი (400გრ),
დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზირებული რძისაგან, ქარხნული
წესით, მცენარეული ცხიმის გარეშე. კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის
მასიური წილი 3,2%. არადამახასიათებელი გემოს გარეშე, არ უნდა შეიცავდეს
მავნე ქიმიურ ელემენტებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული
არაუმეტეს 400გრ. ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში.
*არაჟანი - 2200 ცალი (400გრ)
დამზადებული პასტერიზებული,ნორმალიზებული რძისგან,მცენარეული
ცხიმების გარეშე, დამზადებული ქარხნული წესით,კონსისტენცია
ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე,არ უნდა
შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,მიკრობიოლოგიური და ქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 400 გრ. ჰერმენტულად დახურულ
შეფუთვაში 15%-25% მდე ცხიმიანობით. თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან უნდა
ახლდეს ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატი.
*ხაჭო - 2600 ცალი (400გრ.)
დამზადებული უნდა იყოს ქარხნულად,მაღალი ხარისხის,ცხიმიანობა ( 6% -9%)არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის მავნე
ნივთიერებებს,არადამახასიათებელი სუნის,ფერის სიმჟავის გარეშე.
შესაბამისი ეტიკეტირებით და მითითებული ვადებით.თითოეულ მოწოდებულ
პარტიას თან უნდა ახლდეს ხარისხისა და შესაბამისობის სერთიფიკატი.
* რძის ფხვნილი - 1800 კგ.
* თითოეული მოწოდებული პარტია დამზადებული უნდა იყოს მშრალი, სუფთა,
ერთგვაროვანი ფხვიერი მასისგან, მინარევების გარეშე.
* დაუშვებელია, წარმოებაში გამოყენებულ იქნას მცენარეული ცხიმი.
* უნდა იყოს არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე.
* რძის ცხიმის მასური წილი უნდა იყოს არანაკლებ 26%.
* შეფუთული 1 კგ-დან 10 კგ-მდე (+/- 0.4%) (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
* მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით და
სათანადოდ ეტიკეტირებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო
ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების
სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ
ბრძანებით) განსაზღვრულ ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის
დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის
ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების,
შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –
საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მშრალი რძე პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით, უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით
დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს..
*კარაქი - 5200 ცალი
უნდა იყოს ხარისხიანი,რძის ნაღებით, 200გრ შეფუთვით ქარხნულად
დამზადებული,ცხიმიანობა 82.5% არადამახასიათებელი სუნის,ფერის სიმჟავის
გარეშე.შეფუთვას უნდა ეწეროს ვარგისიანობის ვადა.
*პასტერიზებული რძე - 2000 ლიტრი
*თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული
ნორმალიზირებული რძისაგან, მცენარეული ცხიმების გარეშე,დამუშავებული
ქარხნული წესით. კონსისტენცია ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი
გემოს გარეშე. ცხიმის მასიური წილი არანაკლებ 2.5%. რძე უნდა იყოს
არანაკლებ 0,800 ლიტრისა და არაუმეტეს - 1ლიტრიან თავსახურიან შეფუთვაში,
რომელიც თავსახურით იხსნება და იხურება(ტეტრაპაკი, პეტი ან პოლიმერული
მასალის პაკეტი, ასეპტიკური ჩამოსხმით) და სათანადოდ ეტიკეტირებული,
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 80%.
*პროდუქტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
პრემიერ–მინისტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 ბრძანებას „ტექნიკური
რეგლამენტი – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების
ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების
შესახებ“,ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების „სასურსათო
ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების
სანიტარული წესები და ნორმების“ მოთხოვნებს.
*რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15
იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
*საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მომწოდებლის
მიერ დაცული უნდა იქნას „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმების“
მოთხოვნები;
*ყოველი მოწოდებული პარტია სათანადოდ უნდა იყოს ეტიკეტირებული,
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
*არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს
შეცვლილ გარემოებებს;
*საქონლის ლაბორატორიული შემოწმება: - მიმწოდებელი ვალდებულია
ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ, თავისი
ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის
(შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში თვისობრივი კვლევა) შესახებ
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი. ნიმუშის
აღება და
ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად. შემსყიდველი
უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის აკრედიტაციის
მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის ლაბორატორიული შემოწმება,
იმ შემთხვევაში თუ აკრედიტებული ლაბორატორია შერჩეული იქნება
მიმწოდებლის მიერ. ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად
შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ,
შემსყიდველის მიერ შერჩეული საბავშვო ბაღიდან/ბაღებიდან, აღებული
ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის მიხედვით და გაიგზავნება
აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
*საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა
იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
*რძის პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
* საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით,
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმით, თუ
დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ
შეესაბამება ხელშკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი
უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მიმწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ღონისძიებები;
*მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება
ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს
დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლით.