სუფრის მარილი (იოდირებული)
• უნდა იყოს კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა, უცხო მინარევების და უცხო
გემოს გარეშე. სინესტის გარეშე. წმინდად დაფქული, თეთრი
(დამახასიათებელი) შეფერილობის.
• დაფასოება წონით 1კგ-დან 50 კგ-მდე (±0.4%) პაკეტებში ან ტომრებში
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
• დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს იოდირების ვადის არანაკლებ
60%, მაგრამ არანაკლებ 5 თვე.
მარილი ერთჯერადი შეფუთვით 2 გრამიანი
• დაფასოებული ინდივიდუალურად 2 გრამიან ქაღალდის პაკეტებში,
• უნდა იყოს კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა, უცხო მინარევების და უცხო
გემოს გარეშე. სინესტის გარეშე. წმინდად დაფქული, თეთრი
(დამახასიათებელი) შეფერილობის.
• დაფასოება წონით 1კგ-დან 50 კგ-მდე (±0.4%) მუყაოს ყუთებში ან ტომრებში
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
• დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%,
მაგრამ არანაკლებ 3 თვე.
ძმარი (ღვინის)
• არ უნდა შეიცავდეს ესენციას და კონცენტრატს, დამზადებული ნატურალური
ღვინისაგან, ძმარმჟავას შემცველობა 100 მლ–ში 5-12 გრამი.
• დაფასოებული ქარხნული წესით 0,5-1 ლიტრიან მინის ბოთლებში.
• ჩალაგებული ყუთებში ან პოლიეთილენის ფუთებში.
მდოგვი
• ქარხნული, უმაღლესი ხარისხის,
• დაფასოებული 20 ან 50 გრამიან პლასტმასის ან პოლიეთილენის ყუთებში,
• შეფუთული ან დაფასოებული ქარხნული წესით.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
არანაკლებ 30 დღე.
წიწაკა, საკმაზ - სანელებლები
• დაფქვილი, სუფთა, მინარევების, საღებავების, ემულგატორების და
კონსერვატების გარეშე, სინესტისა და ობის სუნის გარეშე.
• ერთგვაროვანი ფხვიერი მასა.
• არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ საკვებ დანამატებს.
• სუნელი (უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ძირა, ხარჩოს სუნელი, ქონდარი, შავი
პილპილი, წითელი წიწაკა (დაფქვილი, დაღერღილი), სვანური მარილი, პაპრიკა,
ხმელი სუნელი, ხმელი რეჰანი) - მოთხოვნის შესაბამისად.
• შეფუთვა 1კგ-მდე დაფასოებით, ქარხნული წესით.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 6 თვე.
გამაფხვიერებელი
• სუფთა, მინარევების გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
საკვებდანამატებს (ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით).
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული 10გ-100გ ქარხნული
წესით.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 70%.
ფქვილის უნივერსალური გამაუმჯობესებელი ვიტამინი
• ფქვილში უნდა ამაღლებდეს წყლის აბსორბაციის უნარს, ზრდიდეს პურის
გამოსავლიანობას, აუმჯობესებდეს ცომის ორგანო-ლეპტიკურ
მახასიათებლებს: ზრდიდეს ცომის სტრეს-მედეგობას, აადვილებდეს და
ამოკლებდეს ცომის მექანიკურ გადამუშავების პროცესს, არეგულირებდეს
პურის ფოროვანობას, ამცირებდეს დაფშხვნადობას, ზრდიდეს პურის შენახვის
ვადას.
• არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ
დანამატებს.
• დამატების შედეგად მეტად უნდა გამოიხატებოდეს პურის გემო და
არომატი.
• დოზირება: 10 გრ-50 კგ ფქვილზე.
• დაფასოებული უნდა იყოს 0,01-0,02 კგ - იანი შეფუთვით, ქარხნული წესით.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 80%.
საფუარი
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული 10გ-100გ ქარხნული
წესით.
• არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
საკვებდანამატებს (ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით).
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 70%.
ჩურჩხელა
• შემდეგი შემცველობით: ხორბლის ფქვილი, ნიგოზი თეთრი და ბადაგი
ნატურალური.
• ნესტის, ობის სუნისა და გემოს გარეშე.
• ნიგოზის აცმის სიგრძე არანაკლებ 20 სანტიმეტრი (აცმაში არ უნდა იყოს
გამოტოვებები),
• ჩურჩხელის დიამეტრით არანაკლებ 2 სმ.
• დაფასოებული 10-20 ცალიან შეკვრებად ქაღალდის პაკეტებში
ბარდა (კონსერვი)
• ფერი მწვანე, დამზადებული ქარხნული ტექნოლოგიით.
• მარცვლების მასური წილი კონსერვის ნეტო წონის არანაკლებ 57%.
• დაფასოებული 0,3-0,5 კგ.-მდე მინის ან უჟანგავი თუნუქის ქილებში.
• მექანიკური და კოროზიული (ჟანგი) დაზიანების გარეშე, ასევე ბომბაჟის
გარეშე.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანაკლებ 6 თვე.
ყავა
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს 100%-ით ნატურალური, დაფქული,
ხსნადი.
• არ უნდა იყოს კოფეინის გარეშე.
• დაფასოებული 0,150 -1 კგ ტარაში.
• ყავისთვის დამახასიათებელი თვისებებით: გემო, ფერი,სუნი.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.
ყავა ერთჯერადი
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული 2 გრ. ვაკუუმ
პაკეტებში, 100%-ით ნატურალური, ხსნადი.
• კოფეინის შემცველობა არანაკლებ 2.3% მშრალ ნივთიერებაზე
გაანგარიშებით.
• თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის.
• შეფუთული შეკვრებად (მუყაოს კოლოფებში), შესაბამისი მარკირებით.
• მინიშნებული უნდა იყოს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა.
• შენახვის ვადა 18 თვე. მოწოდებისას საქონლის შენახვის ვადა საერთო
ვადის არანაკლებ 80%
ჩაი
• ფოთლოვანი, შავი, ბაიხის.
• უცხო სუნის, ობის, ნესტის, მინარევებისა და მტვრის გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ საღებავებსა და ემულგატორებს.
• დაფასოება წონით 1კგ. - 10კგ. (+/- 0.4%) შეფუთვით (შემსყიდველის მოთხოვნის
მიხედვით).
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 70%, მაგრამ
არანაკლებ 7 თვე.
ჩაი ერთჯერადი
• შავი, ბაიხის.
• უცხო სუნის, ობის, ნესტის, მინარევებისა და მტვრის გარეშე.
• დაფასოება 2გრ. პაკეტებში, თითოეული პაკეტი შეფუთული ინდივიდუალურ
კონვერტში, დაფასოებული მუყაოს ყუთებში.
• შენახვის ვადა არანაკლებ 2 წელი. მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა
უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის 80%.
გოზინაყი
• 1ც წონა 45-55 გრ.(ინდივიდუალური შეფუთვა);
• შემადგენლობა: თაფლი, ნიგოზი, უცხო მინარევებისა და მავნებლების
გარეშე;
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 20 დღე.
სოკოს მარინადი
• ქამა სოკო, დაჭრილი, დამზადებული ქარხნული ტექნოლოგიით,
• დაფასოებული 0.4-1 კგ-იან მინის ან/და თუნუქის ქილებში.
• მექანიკური და კოროზიული (ჟანგი) დაზიანების გარეშე, ასევე ბომბაჟის
გარეშე.
• პროდუქტის მასური წილი კონსერვის ნეტო წონის არანაკლებ 40%, ქუდები -
არანაკლებ 25 %, ხოლო ფეხები - არაუმეტეს - 75 % (დატანილი უნდა იყოს
ეტიკეტზე);
• პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და
აკრძალულ საკვებ დანამატებს.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
სიმინდის კონსერვი
• დამარცვლული, დამზადებული ქარხნული ტექნოლოგიით, მარცვლების მასური
წილი კონსერვის ნეტო წონის არანაკლებ 57,5%. სხვადასხვა უცხო მინარევების
გარეშე.
• დაფასოებული 0,3-1.2 კგ.-მდე მინის ან უჟანგავი თუნუქის ქილებში,
• მექანიკური და კოროზიული (ჟანგი) დაზიანების გარეშე, ასევე ბომბაჟის
გარეშე.
• პროდუქტის ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.
მშრალი სუფი (საქონელი, ქათამი, სოკო)
• სწრაფი მომზადების ლაფშა ჭიქაში (საქონლის, ქათმის, სოკოს);
• პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და
აკრძალულ საკვებ დანამატებს.
• წონა 50 გრ-დან 100 გრ-მდე.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 80 %.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და
ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016
წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების
პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და
ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით)
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
საკმაზ-სანელებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2018
წლის 7 თებერვლის N73 დადგენილებას „სუნელებისა და სანელებლების
წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან
დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
შემსყიდველისათვის მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა
აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის
დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა
და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით.