Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #68945263)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Maritime Transport Agency
Номер конкурса: 68945263
Дата публикации: 01-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021785
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.12.2025 11:13
Начало приема предложения 09.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 307`077.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 17`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
Срок подачи 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის (ქ. ბათუმი; ქ. ფოთი) გათბობა გაგრილების სისტემის, ელექტრო სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის/სან-კვანძების, სახანძრო სისტემისა და ბალანსზე რიცხული დიზელ-გენერატორის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 5`000.00 GEL
Размер гарантии 170 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome chkhartishvili :: 21.11.2025 11:59
  • Последнее исправление: salome chkhartishvili :: 01.12.2025 11:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656533&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის (ქ. ბათუმი; ქ. ფოთი) გათბობა გაგრილების სისტემის, ელექტრო სისტემების, წყალმომარაგების, კანალიზაციის/სან-კვანძების, სახანძრო სისტემისა და ბალანსზე რიცხული დიზელ-გენერატორის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 პრეტენდენტი, ელექტრონული ვაჭრობისას, წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
1.2.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება - 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარზე;
1.2.3 პრეისკურანტში ახალი პოზიციის დამატების შემთხვევაში ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით და პრეისკურანტში ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის ზღვრულ ფასებს.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;
1.2.6 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
1.2.7 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევისას უნდა გამოიყენოს ახალი სათადარიგო ნაწილები. მომსახურეობა გულისხმობს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი მაღალკვალიფიცირებული შესაბამისი ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფების გამოყოფას.
1.2.8 ტექნიკური დავალების მიღების და გამოძახების თარიღად ჩაითვალოს უფლებამოსილი პირის მიერ გაგზავნილი შეტყობინება (სატელეფონო ან ელ. ფოსტაზე), მომწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ვადებში აღმოფხვრას გაუმართაობა. ამასთან, მუშაობის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები;
1.2.9 შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 შემსყიდველის შეტყობინების შესაბამისად, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 01 იანვრიდან წლის 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. შეტყობინების გაგზავნა მოხდება სატელეფონო ან ელ.ფოსტის საშუალებით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ქალაქ ბათუმში არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შემდეგ მისამართებზე:

• ქ. ბათუმი ბაქოს ქ. N50 მდებარე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობა ფართი - 1396 მ2, სველი წერტილი - 12 ც; ფანჯარა/კარები - 65ც.
• ქ. ბათუმი თავდადედებულის ქუჩაზე N36 მდებარე ოფისი; საერთო ფართობი - 68 კვ.მ; 5 ფანჯარა და 7 კარები; სარდაფი - 37 კვ.მ; სველი წერტილების რაოდენობა - 1.
• ქ. ბათუმის შუქურას ფართობი : 21 კვ მ სველი წერტილების რაოდენობა : 1 სულ საერთო ფართი -1522 მ2, სველი წერტილი - 14 ც, ფანჯარა/კარები - 77ც.

1.5.2 ქალაქ ფოთში არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შემდეგ მისამართებზე:

• ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქ. N85-ში მდებარე:
• მთავარი შენობა ფართი - 662 მ2; სველი წერტილი - 4ც; ფანჯარა 25ც; კარები - 27ც და მესამე სართულზე ვიტრაჟები საერთო ფართი 300 მ2;
• ადმინისტრაციის შენობის ფართი - 308 მ2; სველი წერტილი - 1ც; ფანჯარა 14ც; კარები - 12ც.
• სამორიგეო შენობა ფართი - 117 მ2; სველი წერტილი - 1 ც; ფანჯარა 4ც; კარები - 7ც.
• დამხმარე შენობა (სნო) ფართობი. – 150 მ2; სველიწერტილი - 1ც; ფანჯარა - 8ც; კარები - 5ც.
• დაცვის ჯიხური - ფართობი 12 მ2 ; ფანჯარა - 2ც (7.8 მ2 ), კარები 1 ც.
• შუქურა (სამი იარუსის იატაკი) ფართობი 88 მ2 , კარები 2 ც.
- სულ საერთო ფართი -1337 მ2; სველი წერტილი - 7 ც; ფანჯარა- 53; კარები - 47ც; ვიტრაჟები საერთო ფართი 300 მ2. .

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადა უნდა ვრცელდებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდით.
1.7.2 საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა. (აღნიშნული მოთხოვნა მიმწოდებელს გაეგზავნება სატელეფონო ან ელ. ფოსტის საშუალებით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023-2024-2025 წლებში (ყოველწლიურად) უნდა გააჩნდეს ტენდერის შინაარსით გათვალისწინებული მომსახურების გამოცდილება, რის დასადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ანგარიშფაქტურები.
2.2.1.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR ნომრების წარმოდგენა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი).

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა;
2.9.2 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
2.9.3 ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
2.9.4 პრეისკურანტის დაზუსტების დროს პოზიციები უნდა განფასდეს დაკლებული ფასის პროპორციულად, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
2.9.5 ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი, რომელიც აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი, ან მინდობილი პირის მიერ (მინდობილი პირის შემთხვევაში ატვირთული უნდა იყოს მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
2.9.6 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.
2.9.7 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2.9.8 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;
2.9.9 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.
2.9.10 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
2.9.11 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
2.9.12 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების პრეისკურანტში (ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების პრეისკურანტით (ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (საქონლის ან/და მომსახურების გასევის) მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის საკუთარი სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ჩხარტიშვილი, 597531818, s.chkhartishvili@mta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.3 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru