Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68908767)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Culture of Georgia
Номер конкурса: 68908767
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 46 400


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021725
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 17:32
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 46`400.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე
Дополнительная информация
ავტომანქანების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების შეყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 464 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli tsikolia :: 27.11.2025 09:24
  • Последнее исправление: irakli tsikolia :: 28.11.2025 17:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657425&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს კულტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2. ტექნიკური დავალება:

1.2.1. ავტომობილების რეცხვა/გასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით რაც გულისხმობს შემდეგს: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება (სახელისა და საიდენტიფიკაციო პაროლის გამოყენებით), გააქტიუროს რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობა სპეციალურ ანგარიშზე. შემსყიდველს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ონლაინ, 24 საათის განმავლობაში, შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე გაანაწილოს რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობა. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების მოთხოვნილი რაოდენობის ასახვის შემდეგ შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემდგომ მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე არსებული რეცხვის ან ქიმწმენდის მომსახურება მიმწოდებლის ავტოსამრეცხაო სადგურებში. საბარათე სისტემა ავტომატურად, ონლაინ რეჟიმში უნდა ასახავდეს მომსახურების გაწევას.
1.2.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი, საბარგული) რეცხვა. ამასთან, რეცხვა უნდა მოხდეს ხელით სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით; რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ავტომობილის გამშრალება;
რეცხვისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს ავტომობილის რეცხვისათვის განკუთვნილი სარეცხი და საწმენდი საშუალებები; მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს; მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურება უნდა განახორციელოს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარდგენის შემდეგ. მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შესაბამისი პლასტიკური ბარათის წარდგენიდან არაუმეტეს 1 საათში;
1.2.3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქიმწმენდა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების - ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ინტერიერის (სალონი და საბარგული) სრულად წმენდას შესაბამისი ხსნარებით, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებით;
წმენდისას უნდა მოხდეს სალონის პლასტიკური და ტყავის ელემენტების დამუშავება
დამცავი და დამარბილებელი სპეციალური სითხით და კრემებით, სალონის გაწმენდა და დეზინფექცია, არასასიამოვნო სუნის ლიკვიდაცია;
1.2.4. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.2.5. მიმწოდებელმა ქიმწმენდის მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შესაბამისი პლასტიკური ბარათის წარდგენიდან არაუმეტეს 48 საათში; შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის: პლასტიკური ბარათების (საჭიროების შემთხვევაში) დამზადების ხარჯებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. სატენდერო წინადადების ფასი მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

რეცხვის მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, თბილისში არანაკლებ 3 (სამი) სამრეცხაო სადგურზე რომელთაგან მინიმუმ ერთი სანაპიროს ქ.N4-დან არაუმეტეს 7კმ საავტომობილო გზით უნდა იყოს დაშორებული, თითოეული ავტოსამრეცხაოს ბოქსების ჯამური რაოდება არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საბარათე სისტემით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს არანაკლებ 45 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის/ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევის გამოცდილება, რის დასტურად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს, ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების ამსახველი მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ი ან მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ი შემცვლელი სხვა დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მომსახურების გაწევას. ხელშეკრულების და მიღება–ჩაბარების აქტის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სისტემის SPA, NAT, CMR ან/და სხვა ნომრები.

2.2.1.2. პრეტენდენტს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტის შესაბამისად სისტემაში წარმოდგენილი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურების გაწევის გამოცდილება, აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილ უნდა იქნეს დამკვეთი/შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არაუგვიანეს 2025 წელს გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომელშიც უნდა იყოს მითითებული, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხელშეკრულების ნომერი, შესყიდვის ობიექტის დასახელება, ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება და ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში უნდა გააჩნდეს თბილისში, არანაკლებ 3 (სამი) სამრეცხაო სადგური რომელთაგან მინიმუმ ერთი სანაპიროს ქ.N4-დან არაუმეტეს 7კმ საავტომობილო გზით უნდა იყოს დაშორებული, თითოეული სამრეცხაოს ბოქსების ჯამური რაოდენობა არ უნდა იყოს 4-ზე ნაკლები. ავტოსამრეცხაო სადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მომსახურებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკით. ავტო-სამრეცახაო/ები და მათი ბოქსები უნდა იყოს მოწესრიგებული, გამართული, გარემონტებული, სუფთა.

2.3.1.2 სამრეცხაოზე საკუთრების ან მასზე სარგებლობის უფლების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას უძრავ ქონებაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან უძრავი ქონების არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქირავნობის, იჯარის და ა.შ. ხელშეკრულება).

2.3.1.3 თუ პრეტენდენტი უზრუნველყოფს ავტომობილების რეცხვის/ქიმწმენდის მომსახურების გაწევას მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სამრეცხაო სადგურზე, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ კომპანიასა და პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ქვეკონტრაქტორი კომპანია კისრულობს ვალდებულებას პრეტენდენტის წინაშე 2026 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში, კონკრეტულ მისამართზე მდებარე ავტოსამრეცხაო სადგურზე გასწიოს ავტომობილის რეცხვის ან/და ქიმწმენდის მომსახურება პრეტენდენტი კომპანიის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათის საფუძველზე.

2.3.1.4 ავტოსამრეცხაოს და მისი აღჭურვილობის შესაბამისობა ზემოაღნიშნულ სატენდერო მოთხოვნებთან დადგინდება მიმწოდებლის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ფოტოსურათებით და შემსყიდველის წარმომადგენლის ადგილზე ფიზიკურად შემოწმებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს დაფიქსირებულ ფასად, მიმწოდებლ ის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესარულების შესაძლებლობას. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ „ ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევვებში) გამოწერისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ციკოლია, 577959188, itsikolia@culture.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.

10.1.6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1) ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

10.1.7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru