მომსახურება უნდა განხორციელდეს იმ ა/მანქანებზე, რომლებიც უკვე
ჩართულია GPS/GPRS კონტროლის სისტემაში და რომლებიც უნდა ჩაირთოს
მომსახურების გაწევის განმავლობაში (სავარაუდოდ 4000 ა/მანქანა).
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საანგარიშო თვის მიხედვით,
ერთეულ ა/მანქანაზე, ყველა ხარჯების და სახელმწიფო გადასახადის
ჩათვლით, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორზე
სიმ-ბარათისთვის და ყოველთვიური GPRS მომსახურებისათვის გადასახდელი
თანხის ჩათვლით.
მომსახურება უნდა მოიცავდეს GPS/GPRS მოწყობილობებით შემდეგი სახის
მომსახურების გაწევას:
პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება უნდა განხორციელდეს
პრეტენდენტის კუთვნილი სერვერით და შემსყიდველის საკუთრებაში
არსებული მონიტორინგისათვის ამჟამად გამოყენებული პროგრამული
უზრუნველყოფის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მომსახურება
განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სხვა პროგრამული
უზრუნველყოფის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტმა
მომსახურებას გაწევს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით,
შემოთავაზებულ პროგრამული უზრუნველყოფას უნდა შეეძლოს არანაკლები ან
მსგავსი ფუნქციების შესრულება, რომლებიც აქვს შემსყიდველის
საკუთრებაში არსებულ პროგრამას და მის ვებ-ინტერფეისს. პროგრამულ
უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს არანაკლები პროგრამული შესაძლებლობა,
კერძოდ:
- სერვერული პროგრამული უზრუნველყოფისთვის პლატფორმა უნდა იყოს
დამოუკიდებელი.
- პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს საშუალება Falcom Wireless Communications GmbH-ს
სრულყოფილი მხარდაჭერის.
- სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის ვებ ინტერფეისი უნდა იყოს
თავსებადი Internet Explorer 7 და ზევით, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera და Safar-ის ბრაუზერებთან.
- სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს მობილური
აპლიკაციები როგორც Android ასევე iOS ოპერაციულ სისტემაზე და მასში უნდა
ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
● ჩართული მოწყობილობები რუკაზე და სიის სახით;
● არჩეულ მოწყობილობაზე უნდა ჩანდეს შემდეგი მონაცემები:
მოწყობილობიდან ბოლოს მიღებული ინფორმაციის დრო და თარიღი, დღის
მანძილი, ჯგუფი, სატელიტების რაოდენობა, მძღოლი, ავტომობილის მარკა და
მოდელი;
● არჩეულ მოწყობილობაზე უნდა იყოს შესაძლებელი ისტორიის როგორც დღის
ასევე იმ პერიოდის რომელიც არის მითითებული სერვერულ პროგრამულ
უზრუნველყოფაში;
● რეპორტი (ყველა რეპორტი რომელიც არის ვებ ინტერფეისში );
● მიმოხილვა (ე.წ. Dashboard).
- ვებ ინტერფეისში უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის რუკები: Google Streets/Satellite,
OpenStreetMap, Microsoft Bing, Yandex Maps, ორთო 2014 (TAS.GE);
- შემსყიდველს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის
მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების
და სერვისებზე წვდომის მითითებით; მომხმარებლის შექმნა უნდა ხდებოდეს
ელ-ფოსტის საშუალებით და ასევე სერვერულ პროგრამული
უზრუნველყოფიდანაც;
- მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე
კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე
სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის
მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების
აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე, უნდა
იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი
პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის,
სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით;
- მონიტორინგის სისტემას უნდა ჰქონდეს საშუალება Chrome Notification-ში
ინტეგრაციის;
- შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვა და სხვა
ინფორმაციის მიწოდება:
● პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუკაზე, მოძრაობის
ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
● მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად
განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ
ინფორმაციის მიღება;
● პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
● პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის
მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით.
- მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუკაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული
ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ
ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის
დაძვრა/გაჩერებების ნახვა. რაოდენობა გამოტანილი ცალ-ცალკე
ავტომობილების უნდა იყოს ულიმიტო;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა ულიმიტო ობიექტების
დამატების, ასევე დამატებულ ობიექტზე დაჭერისას რუკაზე უნდა
იხატებოდეს მისი რადიუსი;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის
და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე
ავტომობილი არჩეულ პერიოდში;
- მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სატრანსპორტო
საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს
ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული),
მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც
„ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე
მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების
სიის სახით ნახვა;
- შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
- მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს შეტყობინებების ელ. ფოსტაზე
ავტომატურად გადაგზავნა, მითითებული პერიოდის მიხედვით;
- მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც
იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით:
მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები
რომლებიც დგანან ახლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები
ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების
მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი
გავლილი კმ-ის მიხედვით;
- EcoDrive ფუნქცია-რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხორციელდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
- დასახლებულ პუნქტებში რუკაზე უნდა იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
- ლოგირების სისტემა - მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებლის ID, დროის და IP მისამართის მითითებით;
პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა შეეძლოს შემსყიდველის მიერ მითითებული
სხვა ორგანიზაციების პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებული GPS
სერვისის შემდგომი მომსახურება, კერძოდ:
• ა/მანქანების სტატუსების (დაკავებული, თავისუფალი) მიხედვით დაყოფა.
აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული
ბრძანებების შესაბამისად და რუკაზე შესაბამისი პიქტოგრამების
გამოტანა;
• მისამართის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული ადგილმდებარეობიდან
უახლოესი ა/მანქანების მოძიება და აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამულ
უზრუნველყოფაში ასახვა;
• შემდგომში საჭირო მცირედი ცვლილებების (რეპორტინგის ნაწილში)
განხორციელება პროგრამულ უზრუნველყოფაში და შსს „112“-ის პროგრამულ
უზრუნველყოფაში ანალოგიური სერვისის ინტეგრაცია.
პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს FMGSoft-ის „ინფო საწარმო“-სთან
ინტეგრაციის საშუალება, რომელიც გამოიხატება შემდგომ ფუნქციონალით:
1. სადისტრიბუციო მობილური აპლიკაციის და შესაბამისი ვებ სერვისის
მეშვეობით დისტრიბუტორი აფიქსირებს კონკრეტულ მაღაზიაში ვიზიტის
დროს, ადგილმდებარეობას და უთითებს შესაბამის სტატუსს. შემდგომში ეს
ინფორმაცია აისახება რუკაზე;
2. GPS მონიტორინგის სისტემაში დეფინირებულია ვიზიტების 3 სტატუსი.
‘ვიზიტირებულია’, ‘არ აუღია შეკვეთა’ და ‘არავიზიტირებულია’ და
შესაბამისად დათვლილია ვიზიტების ჯამური რაოდენობა სტატუსების
მიხედვით;
3. GPS მონიტორინგის სისტემაში, რუკაზე აისახება კონკრეტული ვიზიტები
გამოყოფილი ფერების მიხედვით რომლებიც განისაზღვრება ვიზიტის
სტატუსის მიხედვით:
ვიზიტირებულია – მწვანე;
არ აუღია შეკვეთა – ყვითელი;
არავიზიტირებულია – წითელი;
რუკაზე ობიექტების ფილტრაცია ხდება სეილსმენების, სტატუსის და დღეების
მიხედვით.
4. მომხმარებელს რეპორტის სახით შეუძლია ნახოს დისტრიბუტორების
ვიზიტები მაღაზიებში სეილსმენების და დროის პერიოდის მიხედვით;
5. GPS მონიტორინგის სისტემაში ინტეგრირებული ვებ სერვისის მეშვეობით
ხდება ვიზიტების შესახებ აქტუალური მონაცემების გაახლება;
FMGSoft-ის „ინფო საწარმო“-სთან ინტეგრაციისთვის საჭიროა ე.წ Web Interface-ი
მუშაობდეს Internet Explorer 7 ვერსიაში.
შენიშვნა:
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს
ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამის ზღვრულ ფასს.
2. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ
მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი,
სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან
ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები.