Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Телекоммуникационные услуги (Грузия - Тендер #68908739)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia MIA LEPL "Security Police Department"
Номер конкурса: 68908739
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 343 680


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021697
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 16:54
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.12.2025 15:30
Предполагаемая цена закупки 343`680.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64200000-Телекоммуникационные услуги
Коды классификатора
  • 64200000 - Телекоммуникационные услуги
  • 64210000 - Телефонные услуги и услуги по передаче данных
  • 64212000 - Услуги мобильной телефонной связи
  • 64212500 - Услуги GPRS (общая служба пакетной связи)
Срок подачи 2026 წლის 01 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
GPRS მომსახურება
მრავალწლიანი შესყიდვა:
01.04.2026 - 31.12.2026 პერიოდი - 2026 წლის საკუთარი სახსრებით (257 760,00 ლარი)
01.01.2027 - 31.03.2027 პერიოდი - 2027 წლის საკუთარი სახსრებით (85 920,00 ლარი)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`400.00 GEL
Размер гарантии 3`437 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ani chrelashvili :: 22.10.2025 14:44
  • Последнее исправление: ani chrelashvili :: 28.11.2025 16:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652235&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

GPS/GPRS მოწყობილობის ნახვა/შემოწმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეერთება, მოწყობილობის კონფიგურირება - პროგრამირება შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურება უნდა განხორციელდეს იმ ა/მანქანებზე, რომლებიც უკვე ჩართულია GPS/GPRS კონტროლის სისტემაში და რომლებიც უნდა ჩაირთოს მომსახურების გაწევის განმავლობაში (სავარაუდოდ 4000 ა/მანქანა).

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საანგარიშო თვის მიხედვით, ერთეულ ა/მანქანაზე, ყველა ხარჯების და სახელმწიფო გადასახადის ჩათვლით, მათ შორის მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორზე სიმ-ბარათისთვის და ყოველთვიური GPRS მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის ჩათვლით.

მომსახურება უნდა მოიცავდეს GPS/GPRS მოწყობილობებით შემდეგი სახის მომსახურების გაწევას:

პროგრამული უზრუნველყოფით მომსახურება უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის კუთვნილი სერვერით და შემსყიდველის საკუთრებაში არსებული მონიტორინგისათვის ამჟამად გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. ასევე შესაძლებელია მომსახურება განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტმა მომსახურებას გაწევს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, შემოთავაზებულ პროგრამული უზრუნველყოფას უნდა შეეძლოს არანაკლები ან მსგავსი ფუნქციების შესრულება, რომლებიც აქვს შემსყიდველის საკუთრებაში არსებულ პროგრამას და მის ვებ-ინტერფეისს. პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს არანაკლები პროგრამული შესაძლებლობა, კერძოდ:

- სერვერული პროგრამული უზრუნველყოფისთვის პლატფორმა უნდა იყოს დამოუკიდებელი.
- პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს საშუალება Falcom Wireless Communications GmbH-ს სრულყოფილი მხარდაჭერის.
- სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის ვებ ინტერფეისი უნდა იყოს თავსებადი Internet Explorer 7 და ზევით, Google Chrome, Mozilla Firefox, Opera და Safar-ის ბრაუზერებთან.
- სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა გააჩნდეს მობილური აპლიკაციები როგორც Android ასევე iOS ოპერაციულ სისტემაზე და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
● ჩართული მოწყობილობები რუკაზე და სიის სახით;
● არჩეულ მოწყობილობაზე უნდა ჩანდეს შემდეგი მონაცემები: მოწყობილობიდან ბოლოს მიღებული ინფორმაციის დრო და თარიღი, დღის მანძილი, ჯგუფი, სატელიტების რაოდენობა, მძღოლი, ავტომობილის მარკა და მოდელი;
● არჩეულ მოწყობილობაზე უნდა იყოს შესაძლებელი ისტორიის როგორც დღის ასევე იმ პერიოდის რომელიც არის მითითებული სერვერულ პროგრამულ უზრუნველყოფაში;
● რეპორტი (ყველა რეპორტი რომელიც არის ვებ ინტერფეისში );
● მიმოხილვა (ე.წ. Dashboard).

- ვებ ინტერფეისში უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სახის რუკები: Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing, Yandex Maps, ორთო 2014 (TAS.GE);
- შემსყიდველს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე წვდომის მითითებით; მომხმარებლის შექმნა უნდა ხდებოდეს ელ-ფოსტის საშუალებით და ასევე სერვერულ პროგრამული უზრუნველყოფიდანაც;
- მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე, უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის, სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით;
- მონიტორინგის სისტემას უნდა ჰქონდეს საშუალება Chrome Notification-ში ინტეგრაციის;
- შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვა და სხვა ინფორმაციის მიწოდება:
● პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუკაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
● მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფორმაციის მიღება;
● პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
● პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით.

- მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუკაზე ნებისმიერი ფორმის და ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“ რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის დაძვრა/გაჩერებების ნახვა. რაოდენობა გამოტანილი ცალ-ცალკე ავტომობილების უნდა იყოს ულიმიტო;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა ულიმიტო ობიექტების დამატების, ასევე დამატებულ ობიექტზე დაჭერისას რუკაზე უნდა იხატებოდეს მისი რადიუსი;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე ავტომობილი არჩეულ პერიოდში;
- მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული), მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების სიის სახით ნახვა;
- შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
- მონიტორინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს შეტყობინებების ელ. ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნა, მითითებული პერიოდის მიხედვით;
- მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
- ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
- მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით: მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები რომლებიც დგანან ახლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი გავლილი კმ-ის მიხედვით;
- EcoDrive ფუნქცია-რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხორციელდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
- დასახლებულ პუნქტებში რუკაზე უნდა იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
- ლოგირების სისტემა - მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებლის ID, დროის და IP მისამართის მითითებით;
პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა შეეძლოს შემსყიდველის მიერ მითითებული სხვა ორგანიზაციების პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირებული GPS სერვისის შემდგომი მომსახურება, კერძოდ:
• ა/მანქანების სტატუსების (დაკავებული, თავისუფალი) მიხედვით დაყოფა. აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამული უზრუნველყოფიდან მიღებული ბრძანებების შესაბამისად და რუკაზე შესაბამისი პიქტოგრამების გამოტანა;
• მისამართის მითითების შემთხვევაში, აღნიშნული ადგილმდებარეობიდან უახლოესი ა/მანქანების მოძიება და აღნიშნული ორგანიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
• შემდგომში საჭირო მცირედი ცვლილებების (რეპორტინგის ნაწილში) განხორციელება პროგრამულ უზრუნველყოფაში და შსს „112“-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ანალოგიური სერვისის ინტეგრაცია.

პროგრამულ უზრუნველყოფას უნდა ჰქონდეს FMGSoft-ის „ინფო საწარმო“-სთან ინტეგრაციის საშუალება, რომელიც გამოიხატება შემდგომ ფუნქციონალით:
1. სადისტრიბუციო მობილური აპლიკაციის და შესაბამისი ვებ სერვისის მეშვეობით დისტრიბუტორი აფიქსირებს კონკრეტულ მაღაზიაში ვიზიტის დროს, ადგილმდებარეობას და უთითებს შესაბამის სტატუსს. შემდგომში ეს ინფორმაცია აისახება რუკაზე;
2. GPS მონიტორინგის სისტემაში დეფინირებულია ვიზიტების 3 სტატუსი. ‘ვიზიტირებულია’, ‘არ აუღია შეკვეთა’ და ‘არავიზიტირებულია’ და შესაბამისად დათვლილია ვიზიტების ჯამური რაოდენობა სტატუსების მიხედვით;
3. GPS მონიტორინგის სისტემაში, რუკაზე აისახება კონკრეტული ვიზიტები გამოყოფილი ფერების მიხედვით რომლებიც განისაზღვრება ვიზიტის სტატუსის მიხედვით:
ვიზიტირებულია – მწვანე;
არ აუღია შეკვეთა – ყვითელი;
არავიზიტირებულია – წითელი;
რუკაზე ობიექტების ფილტრაცია ხდება სეილსმენების, სტატუსის და დღეების მიხედვით.
4. მომხმარებელს რეპორტის სახით შეუძლია ნახოს დისტრიბუტორების ვიზიტები მაღაზიებში სეილსმენების და დროის პერიოდის მიხედვით;
5. GPS მონიტორინგის სისტემაში ინტეგრირებული ვებ სერვისის მეშვეობით ხდება ვიზიტების შესახებ აქტუალური მონაცემების გაახლება;
FMGSoft-ის „ინფო საწარმო“-სთან ინტეგრაციისთვის საჭიროა ე.წ Web Interface-ი მუშაობდეს Internet Explorer 7 ვერსიაში.

შენიშვნა:
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამის ზღვრულ ფასს.
2. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ მომსახურების არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით გაწევის შემთხვევები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4. 1. მომსახურება უნდა განხორციელდეს იმ ა/მანქანებზე, რომლებიც უკვე ჩართულია GPS/GPRS კონტროლის სისტემაში და რომლებიც უნდა ჩაირთოს მომსახურების გაწევის განმავლობაში (სავარაუდოდ 4000 ა/მანქანა), 2026 წლის 01 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით (12 თვე).

1.4.2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემყიდველისგან მიღებული დავალების (მოწყობილობების მონტაჟი-პროგრამული გამართვა) შესრულება არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.4.3. დავალება/შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს სატელეფონო ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გზით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს მასშტაბით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური - GPS/GPRS კონტროლის და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
2.2.1.2. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

მომსახურება GPS/GPRS მოწყობილობების კუთხით:

- GPS/GPRS მოწყობილობის დემონტაჟი-მონტაჟი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეერთება, მოწყობილობის კონფიგურირება- პროგრამირება შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს რესურსი, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეძლოს სამუშაო დღის განმავლობაში ერთ ადგილზე ლოკალიზებული მინიმუმ 50 ა/მანქანაში მოწყობილობების მონტაჟი და პროგრამული გამართვა.
- პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისგან მიღებული დავალების (მოწყობილობების მონტაჟი-პროგრამული გამართვა) შესრულება არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
- GPS/GPRS მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში, მისი დიაგნოსტიკა და იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ექვემდებარება შეკეთებას - მისი ექსპლუატაციაში მოყვანა.
- პრეტენდენტს უნდა შეეძლოს GPS/GPRS კონტროლის მოწყობილობაზე სხვა მოწყობილობების (მაგ.: საწვავის დონის, საწვავის ხარჯვის, ჯდომის სენსორების, მიკროფონების, განგაშის ღილაკების, ტემპერატურული სენსორის და ა.შ.) მიერთება და სერვერთან კომუნიკაცია.
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მომსახურებას გაწევს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (რომელსაც აქვს შემსყიდვლის პროგრამულ უზრუნველყოფის მსგავსი არქიტექტურა და ყველა ის ფუნქცია/შესაძლებლობა, რომლებიც აღწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში), ამ შემთხვევაში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში უფასოდ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ა/მანქანებზე (დაახლოებით 3800 ა/მანქანა) დაყენებული GPS/GPRS მოწყობილობების თავის პროგრამულ უზრუნველყოფაში ინტეგრირება და არსებული მოწყობილობებიდან მიღებული ინფორმაციის ბოლო 1 წლის მანძილზე გადატანა შემოთავაზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

შემსყიდველის მიერ GPS/GPRS მოწყობილობების დემონტაჟის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს GPS/GPRS მოწყობილობების დემონტაჟი და მოწყობილობის შემსყიდველისთვის გადაცემა,
- ამასთანავე, 1 (ერთი) დღეში არანაკლებ 10 ცალი GPS/GPRS მოწყობილობისა.

GPS/GPRS მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში, მისი დიაგნოსტიკა და იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა ექვემდებარება შეკეთებას - მისი ექსპლუატაციაში მოყვანა. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობა არ ექვემდებარება შეკეთებას სათანადო წერილობით დოკუმენტის შექმნა, მოწყობილობის შეკეთების და ექსპლუატაციაში მოყვანის შეუძლებლობის შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული გასაწევი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები“.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5% – ის ოდენობით. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოადგინოს, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში დასადებ ხელშეკრულებასთან.
6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ჩათვლით.
6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.4. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის, აგრეთვე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ, 2026-2027 წლის საკუთარი სახსრებით.
7.2.3. მიმწოდებელმა მიღება-ჩაბარების აქტი, აგრეთვე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღეში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება 7,2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო ბერიძე, 599181715, n.beridze@spd.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.4. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
10.1.5. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

- ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
- ინფორმაცია ტექნიკური დავალების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru