Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #68908716)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Municipal Services Development Agency
Номер конкурса: 68908716
Дата публикации: 28-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021720
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 17:24
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 08.12.2025 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 28`472.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 35`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50300000 - Техническое обслуживание и ремонт
  • 50310000 - Техническое обслуживание и ремонт офисной техники
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სააგენტოს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკისა და კარტრიჯების/დრამების აღდგენა/შეკეთება/დატენის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 569.00 GEL
Размер гарантии 350 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lasha-giorgi datashvili :: 24.11.2025 13:10
  • Последнее исправление: lasha-giorgi datashvili :: 28.11.2025 17:24
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656835&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სააგენტოს ბალანსზე რიცხული კომპიუტერული ტექნიკისა და კარტრიჯების/დრამების აღდგენა/შეკეთება/დატენის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

კარტრიჯების დამუხტვა:
1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სავალდებულოა გაითვალისწინოს შემდეგი: მომსახურების პროცესში გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ხარისხის ტონერი
დანართი №2 (თითოეული პოზიციის კარტრიჯისათვის), რის დამადასტურებლადაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ტონერის მწარმოებლის სახელზე გაცემული საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015 და ISO14001:2015 დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2. კარტრიჯის და დრამის დამუხტვა/აღდგენა უნდა ითვალისწინებდეს დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას და საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ნებისმიერი სახის დეტალის (დანები, დრამი, ჩიპი, მაგნიტური / დამმუხტავი ლილვი, ფოტოდოლი,რეზინის ღერძი, კორპუსი და ყველა სხვა აუცილებელი დეტალი თუ ნაწილი) შეცვლას, რათა უზრუნველყოფილი იქნას კარტრიჯის და დრამის მუშაობა ბეჭვდის მაღალი ხარისხით ყოველგვარი წერტილების, ზოლების თუ ფონის გარეშე. სახარჯი მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის. იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევისას მიმწოდებლის მიერ დაზიანებულ იქნა კარტრიჯის ან/და დრამის კორპუსი მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანებული დრამი ან/და კარტრიჯი შეცვალოს ახლით საკუთარი სახსრებით 2 (ორი) სამუშაო დღეში.
3. აღდგენილი კარტრიჯები/დრამები შეფუთული უნდა იყოს ჰერმეტულად ტომარაში (ტრანსპორტირებისას ფხვნილის კარტრიჯიდან გადმოყრის თავიდან ასაცილებლად), შეფუთული უნდა იყოს უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეფუთვით (სპეციალური ჰაერით გასაბერი პარკით), ასევე უნდა იყოს გასუფთავებული და არ იწვევდეს მომხმარებლის დასვრას ნარჩენი ტონერით.
4. აღდგენილი კარტრიჯის/დრამის ბეჭდვის რესურსი მოითხოვება არანაკლებ თანდართული ცხრილით განსაზღვრული(აღდგენილი კარტრიჯის და დრამის მიერ დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობა) 70%-ისა;
5. ყოველ აღდგენილ/დამუხტულ კარტრიჯს და დრამს უნდა მოყვეს აღდგენის შემდგომი კარტრიჯის ტესტირების ფურცელი დანართი №4-ის სახით.
6.იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ აღდგენილი/დამუხტული კარტრიჯი/დრამის გამოყენებით ან/და სხვა ჩატარებული სამუშაოს შედეგად დაზიანდება შემსყიდველის ტექნიკა და დამატებით საჭირო გახდება დაზიანებული ტექნიკის გაწმენდა, დეტალების გამოცვლა და სხვა, მომწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. ამასთან შეცვლილ (საჭიროებისამებრ) დეტალებზე უნდა ვრცელდებოდეს 6 (ექვსი) თვიანი გარანტია.
7. პრეტენდენტი უნდა ფლობდეს სპეციალურ მოწყობილობა დანადგარებს კარტრიჯებისა და კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის. წარმოადგინოს დამადასტურებელი ფოტოსურათები.
8. სატენდერო კომისია უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში მითითებულ მისამართზე, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, გადაამოწმოს მოთხოვნილი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური ბაზა.
9. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომსახურებაში შედის დაცლილი კარტრიჯების ტრანსპორტირება (დაცლილი კარტრიჯების წაღება და მზა საქონლის მოტანა შემსყიდველის მისამართზე ქ. თბილისი მიცკევიჩის ქ N29/29ა) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არასრულყოფილადაა შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით, ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში;
10. კომპიუტერული ტექნიკის, ტელევიზორების, პროექტორების და კარტრიჯების მარკა/ბრენდი და რაოდენობა მოცემულია დანართ N1-ში და დანართი N2-ში (პრეისკურანტში).
11. მომსახურება უნდა განხორცილდეს დანართ N1-ში და დანართ N2-ში (პრეისკურანტში) მითითებული შესაბამისი საქონლის და მომსახურების შესაბამისად.
12. პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში (დანართი N1; დანართი N2) მითითებული ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო მაქსიმალურ ფასებს.
13. თუ პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი პირველადი წინადადების ფასი, ნაკლები იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა ფასების კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს პრეისკურანტის ჩამონათვალის თითოეული პოზიციის ერთეულის ფასებზე. თუ ერთეულის ფასები გამოვიდა მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
14. პრეტენდენტის მიერ (ძირითად დროში ან ვაჭრობის დამატებითი რაუნდების შედეგად ფასის ცვლილება) წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.
15. პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის და დანართი N2-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის და დანართი №2-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
17. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილები. მეორადი ნაწილების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, მოცემულ შემთხვევაში მეორადი სათადარიგო ნაწილის ფასი უნდა იყოს განსხვავებული და ის უნდა განისაზღვროს საბაზრო ფასის გათვალისწინებით, ურთეირთშეთანხმების საფუძველზე.
18. საგარანტიო ვადა (დანართი №1-ის თითოეული პოზიციისთვის): მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე. ხოლო დანართი №2-ში მოცემული თითოეული პოზიციისთვის სრულ დაცლამდე ნაბეჭდ ფურცლებზე ხარვეზების გარეშე. საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (შემსყიდველის მისამართიდან სერვის-ცენტრამდე და უკან შემსყიდველთან ტრანსპორტირებას უზრუნველყოს მომწოდებელი) უნდა უზრუნველყოს მომსახურებაზე ან/და გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეტყობინებიდან (წერილობითი, ელ. ფოსტის მეშვეობით ან სატელეფონო) არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
19. პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების/საქონლის რომელიმე ერთეულის არასებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში დანადგარის ტექნიკური მომსახურების ერთულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
20. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში (თუ მომსახურება არ არის გაწეული სრულყოფილად) მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება (გაწიოს საჭირო მომსახურება და/ან ახალი შესყიდვის ობიექტის მიწოდება) არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად; მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი, მიცკევიჩის ქ N29/29ა მეოთხე სართული

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საგარანტიო ვადა : მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე. საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (შემსყიდველის მისამართიდან სერვის-ცენტრამდე და უკან შემსყიდველთან ტრანსპორტირებას უზრუნველყოს მომწოდებელი) უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის (ხარვეზის) აღმოფხვრა (შეკეთება ან კვლავ ახლით შეცვლა), შეტყობინებიდან (წერილობითი, ელ. ფოსტის მეშვეობით ან სატელეფონო) არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
1.7.1.2 იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ აღდგენილი/დამუხტული კარტრიჯი/დრამის გამოყენებით ან/და სხვა ჩატარებული სამუშაოს შედეგად დაზიანდება შემსყიდველის ტექნიკა და დამატებით საჭირო გახდება დაზიანებული ტექნიკის გაწმენდა, დეტალების გამოცვლა და სხვა, მომწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. ამასთან შეცვლილ (საჭიროებისამებრ) დეტალებზე უნდა ვრცელდებოდეს 6 (ექვსი) თვიანი გარანტია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კარტრიჯების, დრამების დატუმბვა-აღდგენის 3 (2023; 2024 და 2025) წლიანი გამოცდილება, ასევე უნდა გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების 3 (2023; 2024 და 2025) წლიანი გამოცდილება, აღნიშნული გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული, კარტრიჯების დატუმბვა-აღდგენის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი) ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სათანადოდ მოწყობილი სერვის ცენტრი (მატ.ტექ.ბაზა) ქ.თბილისში (მისამართის მითითებით). სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მომსახურების სრულყოფილად განხორციელებისთვის სავალდებულო მოწყობილობა/დანადგარები:
1. კარტრიჯების საწმენდი,
2. პერსონალური კომპიუტერების და საბეჭდი მოწყობილობების საწმენდი,
3. კარტრიჯების კორპუსის მთლიანობის სატესტი დანადგარი,
4. შესაბამისი მოდელის საბეჭდი მოწყობილობები გარდა დანართი№2 პოზიცია №5 მოდელისა EPSON1774 კარტრიჯების საბოლოო ტესტირებისთვის,
5.კარტრიჯების შესაფუთი.

მოწყობილობა/დანადგარები უნდა იყოს გამართულ მუშა მდგომარეობაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურებისთვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში მითითებულ მისამართზე, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (შერჩევა-შეფასების ეტაპზე) გადაამოწმოს სათანადო მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც წარმოდგენილი შესაბამისი მოწყობილობა/დანადგარები უნდა იყოს გამართულ (მუშა) მდგომარეობაში. გადამოწმების შედეგად, თუ დადგინდა დანართი №3 სახით წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეუსაბამობა ფაქტობრივად წარმოდგენილთან ან მოწყობილობა დანადგარები იქნება გაუმართავ მდგომარეობაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან. სერვის ცენტრის გადამოწმებისას (დამუხტული/აღდგენილი კარტრიჯის ნიმუშის წარდგენის და ხელსაწყო/დანაგდარების მუშა მდგომარეობის დადგენის წარმოდგენილი ორი სხვადასხვა მოდელის კარტრიჯის დამუხტვა, დრამის აღდგენა, ჩიპის შეცვლა, შემოწმება კარტრიჯის კორპუსის მთლიანობაზე სატესტი დანადგარი, საბოლოო ტესტირება შესაბამისი მიდელის საბეჭდ მოწყობილობაზე, შეფუთვა. დანართი №3-თან ერთად უნდა წარმოადგინოს ფოტოსურათები მომსახურეობისთვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ. თუ პრეტენდენტს არ ექნება მომსახურების შესრულებისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გამართულ მდგომარეობაში ან დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება დანართის შეუსაბამოდ ან არასრულად, მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
ინფორმაცია ჩამონათვალი მოწყობილობა დანადგარების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №3-ის მიხედვით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების მომსახურების ფარგლებში გამოყოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში ფასების ცხრილი დანართი №1-ის მიხედვით სათანადო კვალიფიკაციის და გამოცდილების სერტიფიცირებული კადრები, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ პრინტერების, მრავალფუნქციური-ასლგადამღები მოწყობილობების, სკანერების, სამუშაო სადგურების (სისტემური ბლოკი), პორტარტული კომპიუტერების (notebooks) და პროექტორების მომსახურების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. პრეტენდენტმა პირველივე ეტაპზე (განფასებასთან ერთად) უნდა წარმოადგინოს უშუალოდ შეკეთების პროცესში ჩართული სპეციალისტების საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები (ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული) ასევე მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტიები, (შრომითი კონტრაქტები ან/და ხელშეკრულებები), აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკავლიფიკაციას შესყიდვების პროცედურებიდან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სერტიფიკატები:
მომსახურების პროცესში გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტონერი (თითოეული პოზიციის კარტრიჯისათვის), რის დამადასტურებლადაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ტონერის მწარმოებლის სახელზე გაცემული საერთაშორისო სტანდარტის ISO9001:2015 და ISO14001:2015 დამადასტურებელი სერტიფიკატი.

2.9 other additional requirements

2.9.1 შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე. პრეტენდენტის მიერ მომსახურების პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი №1-ის და დანართი№2-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.
2.9.2 პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პრეისკურანტში ერთეულის ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში და დანართი№2-ში (პრეისკურანტი) შესაბამის პოზიციებზე მითითებული ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს. წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
2.9.3 განფასების ცხრილში არ არსებული დეტალის ან/და მომსახურების არ არსებობის შემთხვევაში, დეტალის და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილის/მომსახურების არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
2.9.4 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის ცხრილის რომელიმე პოზიციის შეუვსებლობის (ცარიელი უჯრა ან/და უჯრა დეფისით) შემთხვევაში, აღნიშნულ პოზიციაში მოცემული სათადარიგო ნაწილის/მომსახურების გაწევის საჭიროების დადგომისას მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ანაზღაურების გარეშე.
2.9.5 პრეისკურანტი ,,ფასების ცხრილი“ დანართი №1 და დანართი №2 წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ექსპერტიზის დასკვნით, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ინვოისით ან ხელშეკრულებით და მიღება ჩაბარების აქტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია) წარმოდგენის შემთხვევაში;
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში,

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლაშა-გიორგი დათაშვილი, 595234761, l.datashvili@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა, მას დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
10.1.5. პრეტენდნეტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის დადგენილებას.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

28-11-2025 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

28-11-2025 Компьютерное оборудование и принадлежности.

28-11-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

28-11-2025 Оборудование для производства и использования механической энергии .

28-11-2025 Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги.

28-11-2025 Продукты мукомольной промышленности, крахмал и крахмалопродукты .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru