Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #68908686)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 68908686
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 381 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250021658
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 15:28
Начало приема предложения 07.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 381`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45453100 - Работы по реконструкции
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შენობის განახლებისათვის მცირე სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (CPV კოდი 45453100)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`525.00 GEL
Размер гарантии 3`810 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam chakhava :: 27.11.2025 11:22
  • Последнее исправление: teimuraz chichua :: 28.11.2025 15:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657461&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შენობის განახლებისათვის მცირე სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (CPV კოდი 45453100)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას წინამდებარე ტექნიკური დავალების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის ""სარემონტო სამუშაოები - ხარჯთაღრიცხვა"" შესაბამისად.
დანართი №1 - ""სარემონტო სამუშაოები - ხარჯთაღრიცხვა"" წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ Excel-ის ცხრილის სახით
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)).
1.2.2 გამოსაყენებელი მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მათი ფერი, ფორმა და ხარისხი, ასევე მოწყობილობები და დანადგარები მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს შემსყიდველს. ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს და შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი გამოყენებულ მასალებზე და მოწყობილობებზე.
1.2.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სარემონტო ადგილზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
1.2.6 მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს ადგილზე არსებული მდგომარეობა და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს.
1.2.7 სამუშაოს მასშტაბის შესაბამისად, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.8 მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.9 სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
1.2.10 სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.11 ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღნიშნულის შედეგად წარმოშობილ ზიანზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.12 აუცილებლობის/საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს სარემონტო ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის გადაადგილება ან/და შეფუთვა, ხოლო რემონტის დასრულების შემდგომ საწყის მდებარეობის ადგილზე დაბრუნება. მიმწოდებელი სრულად აგებს პასუხს მათი დაზიანების შემთხვევაში.
1.2.13 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების შესაბამისად.
1.3 ატვირთეთ ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
გთხოვთ, იხილოთ დანართი №1 - "სარემონტო სამუშაოები - ხარჯთაღრიცხვა".

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების, მოთხოვნისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.2 პუნქტის შესაბამისად დეფექტურ აქტ(ებ)ში მითითებული კონკრეტული ვადების დაცვით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, პარლამენტის სასახლე.
1.5.2 მიმწოდებელის მიერ ყოველ კონკრეტულ ჯერზე სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წინასწარ, წერილობით შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე. დეფექტურ აქტში მითითებული უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებულ ვადებს.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ ყველა სახის სამუშაოზე და გამოყენებულ მასალაზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვეს.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით), მათ შორის წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
1.6.3 პრეტენდენტი ვალდებულია დანართი #1-ის "სარემონტო სამუშაოები - ხარჯთაღრიცხვა" შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის კონკრეტული საგარანტიო პერიოდის შესახებ (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023, 2024, 2025 (აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე) წლებში უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება თითოეულ წელს.
გაწეული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების ღირებულება ერთ რომელიმე კონკრეტულ წელს ან ერთობლივად რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამურად (2023-2025 წლების (აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე) პერიოდში) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50,000.00 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
აღნიშნულის თაობაზე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, ან
ბ) შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი (აღნიშნული უნიკალური ნომრის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა იკითხებოდეს/იძებნებოდეს ""ა"" პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტები/ინფორმაცია).
(იმ შემთხვევაში თუ ""ა"" პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ასახულია ""ბ"" პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტების ან მათ სანაცვლოდ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არაა).
2.2.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ 1 დადებითი რეკომენდაცია (გაცემული არა წინამდებარე ტენდერის გამომცხადებელი ორგანიზაციის მიერ*), 2023 წლიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოები შესრულების შესახებ, ღირებულებით არანაკლებ 10,000.00 ლარი (ერთი კონკრეტული ხელშეკრულების/პროექტის ფარგლებში). რეკომენდაციას თან უნდა ერთოდეს დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ: შესაბამისი ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულების შესრულების ფაქტს. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციაში მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: SPA, NAT, CMR ან სხვა სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის უნიკალური ნომერი, მაშინ დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ან მიღება-ჩაბარების აქტის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ხელშეკრულების შესრულების ფაქტს) წარმოდგენა სავალდებულო არაა. რეკომენდაცია გაცემული უნდა იყოს კონკრეტულად აღნიშნული ტენდერისთვის (რეკომენდაცია კონკრეტულად მოცემული ტენდერისთვის ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაცემულია მოცემულ ტენდერში სტატუსის - ""ტენდერი გამოცხადებულია""-ს მინიჭების შემდგომ პერიოდში).

*შენიშვნა: რეკომენდაციის წარმოდგენის დროს პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ არ განიხილება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია იმავე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენის შემთხვევაში."

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზა/ინსპექტირება ხორციელდება და შესაბამისი დასკვნა/ანგარიში გაიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული
დაწესებულების/პირის მიერ (სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის განმახორციელებელი ორგანო).
4.1.1.3 სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნა/ინსპექტირების ანგარიში უნდა ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით, საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ჩანაწერს, რომ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა შეესაბამება „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებს.
4.1.1.4 პრეტენდენტის მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზის დასკვნასთან/ინსპექტირების ანგარიშთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის/ინსპექტირების ანგარიშის გამცემი დაწესებულების/პირის შესაბამისი უფლებამოსილების (კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარების) დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში თუ მაგალითად დასკვნის გამცემი პირია კერძო სამართლის სუბიექტი - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დოკუმენტზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს დასკვნაზე/ინსპექტირების ანგარიშზე ორგანიზაციის სახელით ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
6.4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნებას.
6.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება პერიოდულად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეიმურაზ ჩიჩუა, 599700079, tchichua@parliament.ge ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: გიორგი ავალიშვილი, 591888900, gavalishvili@parliament.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება "განსაფასებელი პოზიციების" 5%-ს. (ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ახლავს სატენდერო დოკუმენტაციას, ყველა პოზიცია, რომელიც ექვემდებარე განფასებას ("განსაფასებელი პოზიციები") შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ აღნიშნულია (განფასებულია) ნულებით).
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 - "სარემონტო სამუშაოები-ხარჯთაღრიცხვა", რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ Excel-ის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)), უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru