Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68908666)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68908666
Дата публикации: 28-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021647
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 15:07
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.12.2025 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 915.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან ან ხელშეკრულების გაფორმებიდან (რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვისა და ქიმიური წმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 20.11.2025 10:16
  • Последнее исправление: pavle antelava :: 28.11.2025 15:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656205&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვისა და ქიმიური წმენდის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1. ავტომანქანების რეცხვა/დასუფთავების და ქიმიური რეცხვის (ქიმწმენდა) მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს შემდეგს: ტენდერში გამარჯვებული პირი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით (პროგრამით), რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების ყოველთვიური ლიმიტები სპეციალურ ელექტრონულ ანგარიშზე და გადასცეს სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის და ქიმწმენდის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მისი კუთვნილი რეცხვითი მომსახურების ყოველთვიური ლიმიტი. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურში.
ელექტრონულ სისტემას (პროგრამას) შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ავტომანქანების ყოველთვიური რეცხვის არსებული ლიმიტების ავტომატურად აისახოს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში 00:00 სთ-ზე (დასვენების დღეების ჩათვლით).

2. პლასტიკური ბარათი უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
ა) შემსყიდველის დასახელებას;
ბ) მიმწოდებლის დასახელებას;
გ) რეცხვის პლასტიკური ბარათის იდენტიფიცირების უნიკალურ ნომერს;
დ) ავტომანქანის სახელმწიფო ნომერს;
ე) ავტომობილების სახეობას (სედანი/ჰეტჩბეკი/ჯიპი/მიკროავტობუსი).

3. „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს „შემსყიდველის“ მიერ მოთხოვნილი რაოდენობის მიხედვით, რეცხვის პლასტიკური ბარათების დამზადება და სპეციალური ანგარიშის გახსნა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

4. პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ახალი პლასტიკური ბარათის შემსყიდველისათვის უსასყიდლო მიწოდება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შემსყიდველს ბალანსზე დაემატება ახალი ავტომანქანა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის დამზადება უსასყიდლოდ.

6. საბარათე სისტემის საშუალებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ყოველ სამრეცხაო ობიექტზე განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საბარათე სისტემის წამკითხველი (გასატარებელი) მოწყობილობა, რომელზეც სამრეცხაო ბარათის დაფიქსირების დროს უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების მომენტალური ასახვა, ელექტრონულ სისტემაში (რეცხვისა და ქიმწმენდის განხორციელების შემთხვევაში მომენტალურად უნდა აისახოს ელექტრონულ სისტემაში „საიტზე“ (პროგრამაში) ყოველი გარეცხილი ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, რეცხვის თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა და შესაბამისად ნაშთის ცვალებადობაც ანუ კლება შემსყიდველის სპეციალურ ანგარიშზე ე.წ. პროგრამაში).

7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების როგორც ექსტერიერის (ძარა), ასევე ინტერიერის (სალონი, საბარგული) სრულად რეცხვა, გასუფთავება და გამშრალება, სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. ასევე, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში ძრავის რეცხვა.

8. რეცხვისთვის გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები.

9. ავტომანქანების გარედან რეცხვა უნდა მოხდეს ე.წ. უკონტაქტო რეცხვის მეთოდის გამოყენებით, რომელიც არ აზიანებს ავტომანქანის საღებავს.

10. ავტოსამრეცხაოებში რეცხვისა და ქიმიური წმენდის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღე არანაკლებ 09:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.

11. ქიმიური წმენდის მომსახურება (ასევე ავტომანქანის გაშრობა) უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ავტოსამრეცხაოებში შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელზე გადაცემული დავალებიდან (პლასტიკური ბარათის წარდგენიდან) არაუგვიანეს 48 საათის ვადაში.

12. ავტომანქანის ქიმწმენდა უნდა განხორცილედეს შემდეგი პირობებით:
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების - სედანის, ჰეტჩბეკის, ჯიპისა და მიკროავტობუსის ტიპის ავტომანქანების ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ავტომანქანების ინტერიერის, სალონის და საბარგულის სრულად წმენდას შესაბამისი ხსნარებით.
- წმენდა უნდა განხორციელდეს სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების გამოყენებით.
- წმენდისას უნდა მოხდეს სალონის პლასტიკური და ტყავის/ნაჭრის ელემენტების დამუშავება დამცავი და დამარბილებელი სპეციალური სითხით და კრემებით, სალონის გაწმენდა და დეზინფექცია, არასასიამოვნო სუნის ლიკვიდაცია. მოთხოვნის შემთხვევაში (იატაკზე დაგებული ქეჩის ამოღება, მისი სრულფასოვანი დამუშავება, წმენდა, გაშრობა.
მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა შეთანხმებულ დროს უნდა განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს (დასრულდეს) რეცხვის პლასტიკური ბარათის წარდგენიდან არაუმეტეს 1 (ერთი) საათის განმავლობაში.

დანართი N1-ში ავტომანქანების ადგილმდებარეობის მითითება პირობითია და 2026 წლის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. მიმწოდებელი ვალდებულია გაწიოს შესაბამისი მომსახურება სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ავტომანქანაზე.

ცხრილში ჩამოთვლილი ავტომანქანებიდან IVECO DAILY-ს - (სახ. ნომ: GN-071EA) სამრეცხაო ბოქსის შესასვლელის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3,5 მეტრი, ხოლო Kia K-2700 - ს (სახ. ნომ: GN-039-EA) შემთხვევაში არანაკლებ 3 მეტრი.

შენიშვნა:
ავტომანქანების ჩამონათვალი იხ. დანართი N1-ტექნიკური დავალება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან ან ხელშეკრულების გაფორმებიდან (რომელი თარიღიც უფრო გვიან დადგება) - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში, ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში მის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ავტოსამრეცხაოებში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ავტომობილების რეცხვითი მომსახურების გამოცდილება არანაკლებ ორი ხელშეკრულების ფარგლებში, თითოეულის ხანგრძლივობით არანაკლებ სამი თვე (შესრულებული ხელშეკრულება). აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა შესაბამისი ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს საკუთრების/სარგებლობის უფლებით უნდა გააჩნდეს ქ. თბილისში ავტომანქანების რეცხვის მინიმუმ 3 (სამი) სამრეცხაო, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 3 (სამ) სამრეცხაო ბოქსს, ხოლო დანარჩენები 2-2 (ორ-ორ) ბოქსს. ასევე ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ავტომანქანების რეცხვის მინიმუმ 1 (ერთი) სამრეცხაო, რომლებიც უნდა მოიცავდნენ მინიმუმ 1 (ერთი) სამრეცხაო ბოქსს.
2. ქ. თბილისში სამრეცხაოები და ქიმწმენდისთვის განკუთვნილი ბოქსები აუცილებლად განთავსებული უნდა იყოს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტო“-ს იურიდიული მისამართიდან (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის N 150) არაუმეტეს 8 კმ საავტომობილო გზის დაშორებით.
3. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქ. თბილისში, ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ავტოსამრეცხაოების და ქიმწმენდისთვის განკუთვნილი ბოქსების მდებარეობის შესახებ (ზუსტი მისამართების ტელეფონებისა და ბოქსების რაოდენობების მითითებით).
4. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ავტოსამრეცხაოების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსამრეცხაოები არ წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, სისტემაში უნდა აიტვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები (იჯარის ან სხვა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია), რომლის მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ტელეფონის ნომერი (ნომრები), რომლის (რომელთა) საშუალებითაც შემსყიდველი განახორციელებს მომსახურების წინასწარ დაჯავშნას, რის საფუძველზეც მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს რიგგარეშე მომსახურება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. ქვეკონტრაქტის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებულ სერვის-ცენტრ(ებ)თან (ქვეკონტრაქტორთან) სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (იჯარის ან სხვა სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულება, შეთახმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს პირ(ებ)ის ნებას ავტომობილების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურების განხორციელების თაობაზე).

2. ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პრეტენდენტს (მიმწოდებელს).

3. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია".

შენიშვნა: თუ პრეტენდენტს განზრახული აქვს მომსახურების მიწოდება ქვეკონტრაქტორის გარეშე, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამის შესახებ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

სატენდერო დოკუმენტაციის 7.2 ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
3. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2026 წლის სახელწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება"

9. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი დანართი N2-ის მიხედვით (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად);

ბ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისად;

გ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 მუხლის შესაბამისად;

დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru