Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #68908650)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 68908650
Дата публикации: 28-11-2025
Сумма контракта: 1 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000524
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.11.2025 14:32
Начало приема предложения 04.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 1`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30213100 - Портативные компьютеры
Срок подачи გამარჯვებულად გამოვლენიდან 120 კალენდარული დღე.
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი - სტანდარტული ლეპტოპი.

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 3 843 ერთეული სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი
Шаг снижения цены 5.00 GEL
Размер гарантии 65`331 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: tinatin asratashvili :: 22.10.2025 14:53
  • Последнее исправление: ketevan kadagidze :: 28.11.2025 14:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=652237&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერი (შემდგომში - სტანდარტული ლეპტოპი).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 3 843 (სამი ათას რვაას ორმოცდასამი) ერთეული სტანდარტული ლეპტოპი.

მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული (მისაწოდებელი) სტანდარტული ლეპტოპების ჯამური რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ჯამურად, 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე.

1.2.2. პრეტენდენტმა მის მიერ შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად.

1.2.3. შესასყიდი სტანდარტული ლეპტოპების რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, მოცემულია დანართ №2-ში.

1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის შესაბამისად.

1.2.5. შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც აღნიშნულის თაობაზე მიმართავს მას გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებელი და შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქონლის გაცემა/მიღება განახორციელონ/დაასრულონ გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული 45 (ორმოცდახუთი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ (გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღე) შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გააფორმოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბრისა, თუ მიმწოდებელი და სატენდერო კომისია თანხმობას განაცხადებენ აღნიშნულზე. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნილი საქონლის გაცემა განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.3. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმწოდებელი არ არის ვალდებული განახორციელოს საქონლის მიწოდება გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 (ასი) კალენდარულ დღეზე ადრე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სტანდარტული ლეპტოპების გაცემა უნდა მოხდეს ქ. თბილისიდან, თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია შემოთავაზებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან გაავრცელოს 3 წლიანი გარანტია, რომლის მიხედვითაც, ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში, ნებისმიერი წუნის/ხარვეზის/დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში სტანდარტული ლეპტოპ(ებ)ის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია.

1.7.1.2. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს სტანდარტული ლეპტოპ(ებ)ი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.3. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს მიმწოდებელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.7.1.4. საგარანტიო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასი და ჯამური ღირებულება უნდა მიუთითოს დანართი №3-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №3-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
სტანდარტული ლეპტოპის ბრენდის, მოდელის, მწარმოებლის ან წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
ამასთან, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის, წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) კომპიუტერული ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება.
აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:

ა)აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების პერსონალური კომპიუტერებისა (დესკტოპების) ან/და პორტაბელური კომპიუტერების (ლეპტოპების) მიწოდების გამოცდილება ან

ბ)ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები კერძოდ, SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართების და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.2. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური წერილი/დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.7.1.3. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილი/დოკუმენტი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად (რათა დადგინდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან), წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

2.7.1.4. მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილ(ებ)ში/ინფორმაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, შემოთავაზებული საქონლის ბრენდი, მოდელი და საორიენტაციო რაოდენობა.

ამასთან, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტით, 2.7.1.1; 2.7.1.2. და 2.7.1.3. ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოფიციალური წერილ(ებ)ი/დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს ერთი და იმავე პირის მიერ.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის დაზუსტებული ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფოტო და სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული სტანდარტული ლეპტოპის ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

65331

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

10

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულებების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.
მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

6.2.4.3 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი გასცემს საავანსო თანხას ურთიერთ შეთანხმებული ოდენობით მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ის ოდენობით.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების, პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის (2026 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2026 წლის განმავლობაში პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახსრების განკარგვის მიზნითა და მხოლოდ მის ფარგლებში, განახორციელოს პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების შესყიდვისა.

10.1.3. სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების (2026 წლის განმავლობაში სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდგომში - სატენდერო კომისია). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.1.4. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულება გაუფორმოს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება შესაძლებელია მიმწოდებლისა და სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1 დეკემბრისა.

10.1.5. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ პრეტენდენტს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თუნდაც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც გამარჯვებულად გამოვლენიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, მიმართავს მას ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აცნობოს სატენდერო კომისიას აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს სავალდებულო ხელშეკრულებების გაფორმების ვადის გასვლიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან 45 კალენდარული დღე) 30 კალენდარული დღის ვადაში.

10.1.5.1. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით, სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.5 პუნქტის გათვალისწინებით.

10.1.6. შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულების გაფორმების თაობა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru