Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68879572)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori Municipality Transport Agency
Номер конкурса: 68879572
Дата публикации: 27-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021589
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.11.2025 18:58
Начало приема предложения 08.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 11.12.2025 18:00
Предполагаемая цена прейскуранта 3`445`791.09 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50113000 - Ремонт и техническое обслуживание автобусов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტობუსების, ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გარდა) (დაფინანსების წყარო:2026 წლების სახსრები)
“OTOKAR“-ის მარკის, ‘’NAVIGO LF’’-ის და ‘’KENT C
’’-ს მოდელის საქალაქო ავტობუსების სათადარიგო ნაწილების შესყიდვა.
Procurement Category: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Buyer: LLC "Gori Transport Company"
Tender Announcement Date: 27/11/2025
Beginning of Submission of Tender Proposals: 8/12/2025
Deadline for Submission of Tender Proposals: 11/12/2025. 18:00
Funding - 2026 funds
Estimated procurement cost: 3`445`791.09 GEL
Tender proposal must be submitted: VAT included
Classification code (CPV) and classification unit: 50100000 - Repair and maintenance services of buses
Purchase number or volume: See tender documentation
Delivery period: from the conclusion of the contract until March 31, 2026.
Price reduction step: 13`783.16 GEL
Warranty amount: 34`458 GEL
Warranty validity period: 160 days
Additional information: Purchase of spare parts for city buses of the “OTOKAR” brand, “NAVIGO LF” and “KENT C models


Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 13`783.16 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopo chilashvili :: 02.10.2025 17:49
  • Последнее исправление: sopo chilashvili :: 27.11.2025 18:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=650216&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ააიპ - გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსების) შეკეთება და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გარდა)

30 ერთეული Otokar-ის ავტობუსი:

1.მოდელი Kent C- 12 ერთეული
2.მოდელი Navigo- 18 ერთეული

Kent C - 12 ერთეული
1. UU398AA KENT C NLRTMR130MA008262
2. UU399AA KENT C NLRTMR130MA008243
3. UU401AA KENT C NLRTMR130MA008236
4. UU402AA KENT C NLRTMR130MA008241
5. UU403AA KENT C NLRTMR130MA008257
6. UU405AA KENT C NLRTMR130MA008242
7. UU406AA KENT C NLRTMR130MA008240
8. JJ 556 FF KENT C NLRTMR130MA008237
9. JJ 557 FF KENT C NLRTMR130MA008238
10. JJ 558 FF KENT C NLRTMR130MA008244
11. JJ 559 FF KENT C NLRTMR130MA008235
12. JJ 560 FF KENT C NLRTMR130MA008239

Navigo LF - 18 ერთეული
1. UU407AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024592
2. UU408AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024642
3. UU409AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024563
4. UU410AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024601
5. UU412AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024607
6. UU413AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024634
7. UU415AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024632
8. UU416AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024646
9. UU417AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024560
10. UU418AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024609
11. UU419AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024554
12. UU420AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024648
13. UU421AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024637
14. UU422AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024604
15. UU423AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024551
16. UU425AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024557
17. UU426AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024639
18. UU427AA NAVIGO LF NLRTMFC80MA024636

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2 ავტობუსების უწყვეტი და უსაფრთხო ექსპლუატაცია (იმ პირობის გათვალისწინებით, საშუალოდ თითოეული ავტობუსი გადის 5000 კმ თვეში).

1.2 ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის დროული (იხ. „მომსახურების მოცულობა“) პროფილაქტიკა, ა (ა)ი პ „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო“-ს (შემდგომში სააგენტო) მიერ შედგენილი დეფექტური აქტების შესაბამისად.

1.3 სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ყველა ვადის წინ, დეტალური ტექნიკური შემოწმების ჩატარება სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, რაც ნიშნავს სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების უზრუნველყოფას და უპრობლემოდ გავლას.

1.4 გამომდინარე იქედან რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi AS, კორპორაცია, რეგისტრირებული თურქეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სათავო ოფისით მისამართზე: Aydinevler Mahallesi Saygi Caddesi No 58, Kucukyali – Maltepe, 34854, სტამბოლი, თურქეთი, (შემდგომში „ოტოკარი“) შორის გასულ 2020 წელს დადებულ ხელშეკრულებაში (ხელშეკრულება N. EBRD/GUTEP/G/01-2019 / გვ.25 პუნქ.213 ქვეპ.12) ავტობუსების რიგ დეტალებზე (ავტობუსის ძარა, გვერდითი კედლები, კორპუსი, საბურავების თაღები (ნიშები), სკამების ჩარჩოები კარკასები, სახელურები, გარედან და შიგნიდან კოროზიის შეუღწევადობა და სხვ.) არსებობს 12 წლიანი გარანტია, ზემო აღნიშნული გარანტიის სააგენტოსთვის მიღების მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სააგენტოსთან ერთობლივად ამყარებს კავშირს მწარმოებელ ოტოკარი კომპანისთან, ზემო აღნიშნული გარანტიის შესრულების უზრუნველსაყოფად.


ავარიული სერვისი:
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

სათადარიგო ნაწილები

•მისაწოდებელი ავტონაწილები უნდა იყოს ქარხნული წარმოების, ახალი, თავსებადი უნდა იყოს ავტობუსი OTOKAR NAVIGO LF-ის და OTOKAR KENT C-ისათვის.

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი მომსახურებას განახორციელებს სააგენტოს კუთვნის ბოქსებში მაგრამ თავად უნდა გააჩნდეს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი (ლიცენზირებული პროგრამული უზრუნვეყოფით), განშლადობის გასასწორებელი დანადგარი, კონდიციონერის დასატუმბი აპარატი, ძრავის ამოსაღები ამწე, ავტო-ამწეები, შემსყიდველს გააჩნია ბაზა, მაგრამ პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურა და დანადგარები, რომლებიც აუცილებელია აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობისა და მის ფარგლებში გასაზღვრული სამუშაოების/სერვისების სრულყოფილად შესასრულებლად.
დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე პრეტენდენსტს აქვს უფლება დაზიანებული აგრეგატი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (ძრავი, ტრანსმისია და ხიდები) შეაკეთოს სააგენტოს კუთვნილი ბოქსების გარეთ.

ტექნიკური მომსახურეობის ღირებულების საფასური განისაზღვრება საათობრივად ლარის (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით რომელიც იანგარიშება მიმწოდებლის მიერ მომსახურების შესრულებისათვის, მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტული დროის შესაბამისად;


პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასი განსაფასებელი პრეისკურანტის_დანართი 1 ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ პრეისკურანტში_დანართი 1 მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება და ჩაითვლება, რომ ამ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ღირებულება დაიფარება სხვა სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ხარჯზე.

ავტობუსების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, აგრეთვე, მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში_დანართი 1 არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, აღნიშნული მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

შენიშვნა:
ა) დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4 მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან
(არაუადრეს 2026 წლის იანვარისა) - 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 60 დღით აღემატება ხელშეკრულების შესრულების ვადას, შემდეგი პირობების გათვალიწინებით:

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დაუყოვნებლად, შემსყიდველი მიერ ავტობუსის დაზიანების შესახებ დეფექტური აქტის წარდგენის მომენტიდან, მომწოდებელი ვალდებულია 48 საათის განმავლობაში
შეისწავლოს დაზიანების ხარისხი, მოცულობა და დაადასტუროს აღნიშნული დეფექტური აქტი.

მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს 120 საათამდე.
ტერმინი „ავტობუსის მნიშვნელოვანი დაზიანება“ ნიშნავს ისეთ მექანიკურ, სტრუქტურულ ან ტექნიკურ დაზიანებას, რომელიც გავლენას ახდენს ავტობუსის უსაფრთხოებაზე, გამართულ მუშაობასა და ექსპლუატაციაზე. ძარის (კორპუსის) მთავარი კონსტრუქციული ელემენტების დეფორმაცია — ჩარჩო, საყრდენი ბოძები, ჭერის ან იატაკის ბზარები; სამუხრუჭე სისტემის სერიოზული დაზიანება; საჭის მექანიზმის გაუმართაობა; ძრავის ან გადაცემათა კოლოფის მნიშვნელოვანი მწყობრიდან გამოსვლა, რაც აფერხებს გადაადგილებას; საწვავის, ჰაერის ან ჰიდრავლიკური სისტემის გაჟონვა, რაც ქმნის ხანძრის ან ავარიის საფრთხეს; მგზავრთა კარის ან ფანჯრების დაზიანება, რაც ზღუდავს ევაკუაციის უსაფრთხოებას; ვტობუსის ჩარჩოს კოროზია ან ბზარი, რომელიც არღვევს სიმტკიცეს.

დეფექტური აქტის გამოცემიდან დაზიანებული ნაწილების მოწოდება და დაზიანების აღმოფხვრა უნდა მოხდეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო თუ დაზიანება ეხება (ძრავს, ტრანსმისიას და საკიდარს) დაზიანების აღმოფხვრის ვადა შეიძლება გაიზარდოს 15 კალენდარულ დღემდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს სააგენტოს ბოქსებში. მის: გორი, სოფ.ორთაშენი, შინდისის გმირების 2 კმ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 თვე.

1.7.1.2. დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.7.1.3 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
(1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ.

2) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ფასების ცხრილში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ საქონლის წარმოშობის (წყაროს) ქვეყნის, მწარმოებლის ან ბრენდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან ბრენდის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო სამი წლის მანძილზე (2023-2024-2025 წლები) უნდა გააჩნდეს არანაკლებ 800000 (რვაასიათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მომსახურების გაწევის აქტი, ან/და გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
3. ქვეკონტრაქორ(ებ)ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ შედეგზე შემსყიდველის წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიმწოდებელი.
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ი (ფიზიკური ან/და იურიდიული პირ(ებ)ი) არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“
5. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და აღნიშნული მომსახურების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

2.9.2 სატენდერო წინადადების ფასი:
ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ფასის კლება განხორციელდება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9.3.1. პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
2.9.4 ტენდერის შერჩევა - შეფასების ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს პრეტენდენტის (ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის) სერვის ცენტრების დათვალიერება ინსპექტირება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი)

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

პ(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არ არსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

პუშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1), (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუხმობი და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი
მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის
ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, ან/და მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი
მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის
მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვირის პარასკევ დღეს უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,, სასაქონლო ზედნადები, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი) წარდგენა ექსპლუატაციის სამსახურის უფროსთან და ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru