Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68879506)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Administration of the Government of Georgia
Номер конкурса: 68879506
Дата публикации: 27-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250021539
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.11.2025 17:08
Начало приема предложения 06.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 09.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 892`092.85 GEL
Контрактная цена объекта закупки 60`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 5 წელზე მეტი წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (26 ერთეული) ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`921.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: taliko naskidashvili :: 26.11.2025 12:01
  • Последнее исправление: taliko naskidashvili :: 27.11.2025 17:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657228&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული 5 წელზე მეტი წლოვანების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (26 ერთეული) ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები წარმოდგენილია დანართი N1-ით (პრეისკურანტი)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით), 2026 წლის 01 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.4.2. მომსახურების გაწევის ვადები და პირობები:
1.4.3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდის კაპიტალური შეკეთება - მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღე.
1.4.4. ყველა ტიპის ელექტრო საშემკეთებლო სამუშაოები - მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღე.
1.4.5. ყველა ტიპის სავალი ნაწილების გამოცვლა/შეკეთება - არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღე.
1.4.6. წინა და უკანა ხუნდების შეცვლა - არაუგვიანეს 3 (სამი) საათი.
1.4.7. იმ ავტოსათადარიგო ნაწილების, რომლებიც არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე შეძენა მიწოდების და დაყენების ვადად განისაზღვრება - არაუმეტეს 20 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ქ. თბილისში.
1.5.2. მომსახურების გაწევა იწარმოებს მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ში.
1.5.3. მომსახურების ფარგლებში ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა).
1.5.4. მიმწოდებლისთვის შემსყიდველის (მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა) უნდა იყოს პრიორიტეტი და მისი მომსახურება/მოხდეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ.
1.5.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები; იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
1.5.6. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ;
1.5.7. თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამო ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან სათადარიგო ნაწილზე განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა დაზიანებული/წუნდებული ნაწილის შეცვლა ადგილზევე ან/და მისი ევაკუირება შესაბამის სერვის - ცენტრში საკუთარი ხარჯებით.
1.5.8. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანა გამოვა მწყობრიდან ქ. თბილისის გარეთ, საქართველოს მასშტაბით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით მოახდინოს ავტომანქანის ევაკუირება სერვისცენტრში არაუგვიანეს შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათისა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. გაწეული მომსახურება და შეცვლილი ნაწილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 6 (ექვსი) თვიანი გარანტიით.
1.7.1.2. ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა.
1.7.1.3. საგარანტიო ვადები/მოცულობა: ჰაერის ფილტრი - არანაკლებ 16000კმ., სალონის ფილტრი და საწვავის ფილტრი - არანაკლებ 24000კმ., გადაცემათა კოლოფის ზეთი და ფილტრი - არანაკლებ 40000 კმ., ძრავის ღვედი დამჭიმებით - არანაკლებ 40000 კმ., წინა ხუნდები - არანაკლებ 10000 კმ., უკანა ხუნდები - არანაკლებ 20000 კმ., გადაბმულობის ქურო, დისკი და მომჭიმი საკისარი - არანაკლებ 20000 კმ., საყრდენი დისკი (აპორნი) - არანაკლებ 40000 კმ.
1.7.1.4. გარანტია გულისხმობს, საგარანტიო პერიოდში, დაზიანებული/წუნდებული ნაწილის ან მომსახურების გამოსწორებას ან შეცვლას მიმწოდებლის მხრიდან საკუთარი ხარჯებითა და რისკით. წუნდებული ნაწილი უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2022 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ქონდეს არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია სრულად არის ატვირთული და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ფაქტობრივი გადახდები) სრულად, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR მითითება).

2.2.1.2. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი 2022 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე გაწეული ანალოგიური/მსგავსი მომსახურების შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციები გაცემული უნდა იყოს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული არანაკლებ 30 000 ლარის ღირებულების მომსახურებაზე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს საკუთრებაში, იჯარით ან ქვეკონტრაქტორის ფორმით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მოქმედი სერვისცენტრი ქ. თბილისში.

2.3.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქ.თბილისში, საკუთრების/ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - განახლებული ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან და საიჯარო ხელშეკრულებები, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბერს. საიჯარო ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს მეიჯარე(ები)ს სახელზე განახლებული ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან.

2.3.1.3. ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს მატერიალურ ტექნიკური ბაზა და მოიცავდეს ტექნიკური მომსახურების გაწევის ძირითად საექსპლუატაციო მახასიათებლებს.
ა) პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;
ბ) ავტომობილის მომსახურება უმოკლეს ვადაში და ოპერატიული შეკეთება;
გ) სათადარიგო ნაწილების შეკეთება და შეცვლა;
დ) საცხებ-საპოხი მასალების შეცვლა.

2.3.1.4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დაცული საწარმოო ფართი (ქ. თბილისში) და სასაწყობო ფართი.

2.3.1.5. პრეტენდენტის მიერ ქ. თბილისში მომსახურების გაწევისთვის საჭირო ძირითადი მანქანა დანადგარების საწარმოო სიმძლავრეები უნდა იყოს განლაგებული 2.3.1.2. ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფართზე. მომსახურების გაწევისთვის საჭირო ძირითადი მანქანა დანადგარების საწარმოო სიმძლავრეები უნდა მოიცავდეს:
ა) ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
ბ) ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 15 (თხუთმეტი) ცალი;
გ) ვულკანიზაციის, ბალანსირების და დისკების გასასწორებელი აპარატი;
დ) თვლების შეყრის (დახრილობის), კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
ე) კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი;
ვ) ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრს უნდა შეეძლოს არანაკლებ ერთი ერთეული ძრავის (კაპიტალური შეკეთება) შეკეთების მომსახურების შესაძლებლობა;
ზ) კოლოფის ზეთის შეცვლის აპარატი.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების არსებობა შემოწმდება შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ ადგილზე.

2.9 other additional requirements

2.9.1. ელექტრონული ვაჭრობა უნდა განხორციელდეს პრესიკურანტის ჯამურ ღირებულებაზე, ფასის კლების პრინციპით.
2.9.2. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა ( 892 092.85) და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს ყველა დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე.
2.9.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტებში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ სავარაუდო ღირებულებებს;
2.9.4. გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება 60 000.00 (სამოცი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ფარგლებში და იგი მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, შემსყიდველის საჭიროებისამებრ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებათა ჯამს. შესაბამისად, შესმყიდველი ვალდებულებას იხსნის განახორციელოს სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისება.
2.9.5. დანართი N1 პრეისკურანტი ატვირთული უნდა იყოს სისტემაში, მხოლოდ Excel-ის ფორმატში. Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9.6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედებამდე სიზუსტით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლების მქონე პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული დეფექტური აქტის, მიღება–ჩაბარების აქტის, შესაბამისი სასაქონლო ზედნადების (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში), საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თალიკო ნასყიდაშვილი, 577285090, tnaskidashvili@gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით გოგა თოლორაიას - ტელ: 577 285172

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
10.1.3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.
10.1.5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.7. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
10.1.8. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო და ახალი საქონელი.
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატის სახით.
10.1.10 „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.11. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru