1. ობიექტების ჩამონათვალი:
ობიექტი N1 - ქ. თბილისში, დაბა წავკისის მიმდებარედ, სსიპ „საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ საპელენგაციო სადგური.
კოორდინატები: 41°4119.48"N; 44°4325.02"E. (შემდეგში “დაბა წავკისის სადგური”)
ობიექტი N2 - სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“
შავნაბადას რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სტაციონარული
სადგური. კოორდინატები: 41°3913.33"N; 44°4843.16"E. (შემდეგში “შავნაბადას სადგური”)
ობიექტი N3 - ხობის რაიონის სოფ. ხეთას მიმდებარედ, სსიპ „საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ რადიოსიხშირული სპექტრის
მონიტორინგის სადგური. კოორდინატები: 42°2324.13"N; 41°5036.83"E. (შემდეგში “ურთას
სადგური”)
ობიექტი N4 - ქ. თბილისში, თოდრიას N50, ძეგვის მთაზე არსებული სსიპ
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ რადიომონიტორინგის
სადგური. კოორდინატები:41°4418.54"N; 44°4852.38"E. (შემდეგში “ძეგვის სადგური”)
2. დასაცავ ობიექტზე მდებარე მატერიალური ფასეულობები:
ოთხივე სადგურზე განთავსებული, შემსყიდველის საკუთრებაში არსებული,
რადიოსიხშირული აპარატურის ჩამონათვალი ღირებულებების მითითებით
იხილეთ დანართ N1_ში.
რადიოსიხშირული აპარატურის გარდა ანძებზე განთავსებულია შემდეგი
მატერიალური ფასეულობები და შენობა ნაგებობები, ასევე ანძის
ტერიტორია, რისი დაცვაც უნდა განხორციელდეს:
ობიექტი N1 (დაბა წავკისის სადგური):
• დაყენებულია ჭიშკარი, ტერიტორიის ფართობი 300 მ2. ობიექტი N2 (შავნაბადას
სადგური) :
• კაპიტალური შენობა, საერთო ფართი 60 მ2, შენობაში განთავსებული
მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებით.
• საგენერატოროში (ფართობი 9 მ2) განთავსებულია 6 კვტ გენერატორი და
მუდმივად 30 ლიტრი საწვავი.
• ანძის ტერიტორია შემოკავებულია მავთულის ღობით, მიწის ფართობი 3000 მ2
ობიექტი N3 (ურთას სადგური)
• ხის კოტეჯი - 50 მ2;
• საგენერატორო,
• ანძის ტერიტორია შემოკავებულია მავთულის ღობით, მიწის ფართობი 600 მ2;
ობიექტი N4 (ძეგვის სადგური)
• ხის კოტეჯი - 50 მ2;
• საგენერატორო შენობა;
• ანძის ტერიტორია შემოკავებულია მავთულის ღობით, მიწის ფართობი 600 მ2;
3. მოთხოვნები მომსახურების მიმართ:
3.1 დაცვის მომსახურება უნდა განხორციელდეს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში
კვირაში 7 დღე. დაცვის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დასაცავი ობიექტების
შიდა და გარე პერიმეტრის, მათ შორის პერიმეტრზე არსებული შენობა-
ნაგებობების და ანძის კონტროლი, როგორც მობილური ჯგუფების საშუალებით,
ასევე ვიდეოკონტროლის, დაცვის და უსაფრთხოების შესაბამისი სისტემების
გამოყენებით. ობიექტებზე განთავსებული ვიდეოკამერებით მიღებული
მასალებით შემსყდიველისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი
მოძრავი თუ უძრავი სხეულის იდენტიფიკაცია დასაცავ ტერიტორიაზე.
3.2 მომწოდებელს საკუთარი გადაწყვეტილებით დაცვის გაძლიერების მიზნით,
შეუძლია მოახდინოს დასაცავ ობიექტებზე ცოცხალი ძალის განთავსება,
რამაც არ უნდა გაზარდოს სატენდერო წინადადების ან/და ხელშეკრულების
ფასი. ცოცხალი ძალის გამოყენების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს
საქართველოს შრომის კოდექსი და ასევე დაცვითი მომსახურების
განხორციელების სფეროში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
3.3 სამეთვალყურეო კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალას თან უნდა ახლდეს
გადაღებისას არსებული რეალური დროის (წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი და
წამი) ჩანაწერი. აპარატურა სადგურებეზე უნდა განთავსდეს დაცვითი
მომსახურების გაწევის ვადით. აპარატურის მონტაჟი ოთხივე ობიექტზე უნდა
დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის
ვადაში. აპარატურის მონტაჟის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს
ობიექტების დაცვაზე აყვანა, რაზეც მომწოდებელი ადგენს შესაბამის აქტს.
აღნიშნული აქტის შედგენიდან მომწოდებელი იწყებს უშუალოდ დაცვის
მომსახურების განხორციელებას. სადგურებზე დამონტაჟებული დაცვის
აპარატურის გამართულად ფუნქციონირების ვალდებულება, ასევე შეკეთება
მათი დაზიანების შემთხვევაში
ეკისრება მომწოდებელს, თუ ასეთი დაზიანება გამოწვეული არ არის
შემსყიდველის უფლებამოსილი თანამშრომლის ბრალეულობით ან/და
დაუდევრობით.
3.4 მიმწოდებელი ვალდებულია ოთხივე სადგურის ტერიტორიაზე განათავსოს
თვალსაჩინო მაფრთხილებელი ნიშნები, რომ ტერიტორია დაცულია და
მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი.
3.5 ობიექტების დაცვაზე ასაყავანად და ამ ტენდერით მოთხოვნილი
მომსახურების ჯეროვანი განოხრიცლეების მიზნებისთვის მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო მოწყობილობის მონტაჟი. მომომწოდებელს
საკუთარი შეხედულებისამებრ ობიექტის დაცვის გაძლიერების მიზნით,
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეუძლია მოახდინოს დამატებითი
დაცვის მოწყობილობების მონტაჟი. აპარატურა შემსყიდველს გადმოეცემა
დროებით სარგებლობაში დაცვითი მომსახურების გაწევის ვადით. დროებით
სარგებლობაში გადმოცემული აპარატურის გამართულად ფუნქციონირების
ვალდებულება, ასევე შეკეთება მისი დაზიანების შემთხვევაში ეკისრება
მომწოდებელს, თუ ასეთი დაზიანება გამოწვეული არ არის შემსყიდველის
უფლებამოსილი თანამშრომლის ბრალეულობით ან/და დაუდევრობით.
ამჟამად დასაცავ ობიექტებზე განთავსებულია მომსახურების
განსახორციელებლად საჭირო კონტრაქტორის აპარატურა, რომელიც არის
შემსყიდველის დროებით სარგებლობაში და დემონტირებული იქნება
კონტრაქტორის მიერ არსებული ხელშეკრულების დასრულებისთანავე.
აპარატურის ჩამონათვალი და აღწერა იხილეთ დანართ N2_ში;
3.6 მომწოდებელი ვალდებულია დასაცავ ობიექტებზე უზრუნველყოს წესრიგის
დაცვა და აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაფიქსირების
შემთხვევაში უზრუნველყოს, როგორც შემსყიდველის, ისე შესაბამისი
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება და ოპერატიული ჯგუფის
გამოძახება.
3.7 ოთხივე დასაცავ ობიექტზე მართლსაწინააღმდეგო შეღწევის ან შეღწევის
მცდელობის შესახებ საგანგაშო სიგნალის მიღებიდან არაუმეტეს 15 წუთის
განმავლობაში დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ
დასაცავ ობიექტზე მისვლა, მიუხედავად გარემო მეტეოროლოგიური
პირობებისა.
3.8 შემსყიდველის მიერ ცალკეულ შემთხვევებში, საკუთარი
შეხედულებისამებრ, შესაძლებელი უნდა იყოს
ოპერატიული ჯგუფის გამოძახება, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს
მაღალკვალიფიციური კადრებით და რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი
აღჭურვილობა.
3.9 ოთხივე დაცვის ობიექტზე, დაცვაზე აყვანის მომენტიდან ობიექტებზე
არსებული მატერიალური ფასეულობების (მოძრავი ქონების) დაცვის
ვალდებულება ქურდობისაგან, დატაცებისაგან ან სხვაგვარი
დაზიანებისგან და მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან ეკისრება
მომწოდებელს, შესაბამისად ქონების მატერიალური პასუხისმგებლობაც
ეკისრება მომწოდებელს.
3.10 ობიექტების დაცვაზე აყვანისთანავე შემსყიდველსა და მომწოდებელს
შორის დგება ანძებზე განთავსებული მატერიალური ფასეულობების შესახებ
დაცვის მიზნით გადაბარების აქტი.
3.11 ოთხივე დასაცავ ობიექტზე მართლსაწინააღმდეგო შეღწევის შესახებ
საგანგაშო სიგნალის მიღებიდან 15 წუთის შემდეგ, ობიექტებზე არსებული
მოძრავი ქონების დატაცების, ქურდობის ან მართლსაწინააღმდეგო
დაზიანებაზე მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისება მომწოდებელს. ასეთ
შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს
მოპარული, დაზიანებული ან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული ან
დატაცებული ქონების საბაზრო ღირებულება ასეთი ფაქტის აღმოჩენიდან
არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან ანაზღაურების
პროცესი არ უნდა შეაფერხოს ოფიციალურმა საგამოძიებო მოქმედებებმა.
3.12 ოპერატიული ჯგუფის და/ან შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლების
გამოცხადებამდე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის
ხელშეუხებლობა და შესაბამისი ოქმის შედგენა.
3.13 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ოთხივე სადგურზე არსებული
ვიდეოჩანაწერის შემსყიდველისათვის გადაცემა, ასეთი მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 24 საათისა.
3.14 განგაშის სიგნალის დაფიქსირებისთანავე უნდა მოხდეს შემსყიდველის
უფლებამოსილი თანამშრომლ(ებ)ის ინფორმირება არანაკლებ 2 (ორი) მობილურ
ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან ზარის
განხორციელების გზით.
3.15 სადგურებზე სამეთვალყურეო და დაცვის სისტემების
ფუნქციონირებისათვის საჭირო ელ. ენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს
შემსყიდველი, შემსყიდველი ასევე უზრუნველყოფს 5 MB ინტერნეტ სიჩქარის
რესურსს თითოეულ ანძაზე. მომწოდებელი თავისუფლდება ინტერნეტის და ელ.
ენერგიის საფასურის გადახდისგან.
3.16. ახალი ობიექტის დამატების შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი მოქმედებები მხარეთა შორის შეთანხმებულ
გონივრულ ვადაში.
შენიშვნა: პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან
ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.