Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68848095)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: RULAR DEVELOPMENT AGENCY
Номер конкурса: 68848095
Дата публикации: 26-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA250001195
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.11.2025 16:52
Начало приема предложения 03.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2025 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 885.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 18`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 4.00 GEL
Размер гарантии 180 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gela ghonghadze :: 24.11.2025 11:53
  • Последнее исправление: gela ghonghadze :: 26.11.2025 16:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=656801&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (შემდგომში „სააგენტო“) ბალანსზე რიცხული ავტომანქანების (ამ ეტაპზე ავტომანქანების რაოდენობა: ჯიპი - 17, სედანი 9, მიკროავტობუსი 1; აღნიშნული რაოდენობები შესაძლებელია გაიზარდოს 2026 წლის განმავლობაში, რაც წინასწარ ეცნობება მიმწოდებელს) რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს საბარათე სისტემის მეშვეობით, შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
1. მიმწოდებელის მხრიდან უნდა მოხდეს შემსყიდველის ბალანსზე რიცხულ შესაბამის ავტომანქანებზე პლასტიკური ბარათების (ამ უკანასკნელზე დატანილი უნდა იქნას ავტომანქანის სახ. ნომერი) უსასყიდლოდ დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი ინფორმაციის (ჩამონათვალის) მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შეძენილი რეცხვის/ქიმწმენდის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშულ ანგარიშზე, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის მომენტიდან, იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით, შემსყიდველის საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის გამოყენებით.
3. შემსყიდველის პირველად საიდენტიფიკაციო სახელსა და პაროლს მიმწოდებელი მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამავდროულად უტარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის შეცვლისა და გამოყენების წესების შესახებ. შემსყიდველი ვალდებულია ანგარიშის პირველ გამოყენებამდე და პლასტიკურ ბარათებზე მომსახურების გადატანამდე შეცვალოს მიმწოდებლის მიერ გადაცემული პაროლი და შემდგომში გამოიყენოს მხოლოდ მის მიერ შექმნილი ახალი პაროლი. პირველადი საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის შემსყიდველის წარმომადგენლისათვის გადაცემისთანავე ყოველგვარი პასუხისმგებლობა და რისკი საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის არასანქციონირებულ გამოყენებაზე, ელექტრონული ანგარიშიდან პლასტიკურ ბარათებზე მომსახურების უნებართვო გადატვირთვაზე და სხვა მსგავს შემთხვევებზე, აგრეთვე ამით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე, გადადის შემსყიდველზე.
4. ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრის შეცვლის ან შემსყიდველის ბალანსზე ახალი ავტომობილის დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი პლასტიკური ბარათების უსასყიდლოდ დამზადება და მიწოდება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
5. მიმწოდებელი ვალდებულია პლასტიკური ბარათის ფიზიკური დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბარათის ბლოკირება. შემსყიდველს უფლება აქვს შეიძინოს ახალი ბარათი და ითხოვოს მასზე ბლოკირების შემდეგ არსებული ნაშთების გადატანა, ამასთანავე, ბლოკირებამდე ბარათების გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე ყველანაირი პასუხისმგებლობა და რისკები ეკისრება შემსყიდველს. პლასტიკური ბარათის პროგრამულად დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი უსასყიდლოდ დაუმზადებს შემსყიდველს ახალ პლასტიკურ ბარათს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ავტომანქანების რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევის დაწყება უნდა მოხდეს მიმწოდებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ან მიმწოდებლის ქვეკონტრაქტორის არსებულ ავტოსამრეცხაო(ებ)ში (ყოველდღიური გრაფიკით 09:00 საათიდან არანაკლებ 19:00 საათამდე) შემსყიდველის თანამშრომლების მიერ ავტომანქანის მიყვანიდან და შესაბამისი ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 წუთის განმავლობაში. ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატელეფონო კონტაქტის საშუალებით შემსყიდველისათვის ინფორმაციის მიწოდება თავისუფალი სამრეცხაო ბოქსის შესახებ, რათა არ მოხდეს შემსყიდველის ავტომანქანის დაყოვნება ადგილზე მისვლისას.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების გარეგანი რეცხვა უკონტაქტო რეცხვისათვის საჭირო მაღალი წნევის სარეცხი აპარატურით და ასევე შიდა (სალონის, საბარგული) ნაწილის რეცხვა ხელით. რეცხვა უნდა წარმოებდეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი სპეციალური საშუალებებისა (ქაფი, გელი, სპეციალური სითხეები, საბურავის საწმენდი საშუალებები და სხვა) და სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ავტომანქანის გაშრობა.
8. ქიმიურ წმენდაში შედის ავტომობილის საბარგულის, სალონის, ჭერის იატაკის, სავარძლების, ფეხსაგების, სავენტილაციო, გათბობისა და კონდიცირების მილების წმენდა-დეზინფექცია, ინტერიერის სრულფასოვნად წმენდა.
9. ავტოტრანსპორტის ქიმიური წმენდა უნდა მოხდეს შესაბამისი აპარატით (ქიმიური ხსნარის შემფრქვევი და უკან გამოსატუმბი აპარატი), მტვერსასრუტით, მობილური საშრობით და ამისთვის გამოყენებული უნდა იქნას უმაღლესი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარები.
10. ქიმიური წმენდის მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელზე გადაცემული დავალებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
11. ავტომანქანების რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
12. ავტოსამრეცხაოსთან მისასვლელი გზა უნდა იყოს კეთილმოწყობილი (მოასფალტებული ან სხვა შესაბამისი მასალით მოპირკეთებული).

შენიშვნა:
ა) შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
ბ) პრეტენდენტის მიერ მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N2) თითოეულ პოზიციაზე დაფიქსირებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შესაბამის პოზიციებზე მითითებულ ერთეულის ზღვრულ ფასს.
გ) ელექრონული ვაჭრობის შემდგომ, ფასის დაზუსტებისას (ასეთი არსებობის შემთხვევაში) თითოეულ პოზიციაზე დაფიქსირებული საბოლოო ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ თავდაპირველად ატვირთულ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ შესაბამის ერთეულის ფასს. დ) „ბ“ და „გ“ პუნქტებში აღნიშნული პირობების დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ე) სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს.
ვ) სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური დავალება წარმოადგენს დანართს N1, რაც დაერთვება ხელშეკრულებას.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, სატენდერო პირობების 1.2 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია მიმწოდებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ან მისი ქვეკონტრაქტორის არსებული ავტოსამრეცხაო(ები).

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს საკუთრებაში/სარგებლობაში ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ავტოსამრეცხაო არანაკლებ 4 (ოთხი) ე.წ. „ბოქსით“ ქ. თბილისში, შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობიდან (დიღმის მასივი, ს. ახმეტელის ქ.10ა) საავტომობილო გზით არაუმეტეს 7 კილომეტრში (მოქმედი მინიმუმ 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სადაც ერთდროულად უნდა შესძლოს არანაკლებ 3 (სამი) ავტომანქანის რეცხვა და მინიმუმ 1 (ერთი) ავტომანქანის ქიმიური წმენდა. ავტოსამრეცხაო უნდა იყოს გადახურული ნაგებობა და აღჭურვილი თანამედროვე შესაბამისი აპარატურითა და დანადგარებით (ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ავტომანქანის უკონტაქტო რეცხვისათვის საჭირო მაღალი წნევის სარეცხი აპარატურა, მტვერსასრუტი, ქაფის აპარატი ა.შ. და მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ქიმიური წმენდის აპარატი (ქიმიური ხსნარის შემფრქვევი და უკან გამოსატუმბი აპარატი) მტვერსასრუტით და მობილური საშრობით)).

2.3.1.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას:
ა) ინფორმაცია პრეტენდენტის საკუთრებაში/სარგებლობაში ან მისი ქვეკონტრაქტორის არსებული ავტოსამრეცხაო(ები)ს მისამართ(ებ)ი შესახებ;
ბ) მინიმუმ ერთი ავტოსამრეცხაოს (არანაკლებ 4 (ოთხი) ე.წ. „ბოქსით“ ქ. თბილისში, შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობიდან (დიღმის მასივი, ს. ახმეტელის ქ.10ა) საავტომობილო გზით არაუმეტეს 7 კილომეტრში, (მოქმედი მინიმუმ 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება (სარგებლობის შემთხვევაში ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), სადაც მოხდება მომსახურების გაწევა.
გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ - სატენდერო პირობების 2.3.1.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ავტოსამრეცაო(ები)ს სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწავლილი იქნება შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული ავტოსამრეცხაო(ები) არ დააკმაყოფილებს სატენდერო პირობების მოთხოვნებს მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი უნდა იქნას ამ უკანასკნელთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 3 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით; ამასთან, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორზე ყველა ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტი.
2.8.1.2 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე არ იყენებს ქვეკონტრაქტორს აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ მოხდება.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან აუდიტორული დასკვნით (აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია და აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის რეესტრში და წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მათი სარეგისტრაციო ნომრების შესახებ).
ზემოაღნიშნული პირობების დაუცველობა, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, თვის განმავლობაში მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული ავტომანქანების რეცხვის/ქიმწმენდის მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა ღონღაძე, 591910091, gela.gongadze@rda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა, რწმუნებულება...) ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტმა, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ერთეულის და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
10.1.5 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) დანართი N2-ის შესაბამისად.
10.2.2 სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტის მოთხოვნების თანახმად განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru