შესყიდვის ობიექტია ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“
(შემდგომში „სააგენტო“) ბალანსზე რიცხული ავტომანქანების (ამ ეტაპზე
ავტომანქანების რაოდენობა: ჯიპი - 17, სედანი 9, მიკროავტობუსი 1; აღნიშნული
რაოდენობები შესაძლებელია გაიზარდოს 2026 წლის განმავლობაში, რაც
წინასწარ ეცნობება მიმწოდებელს) რეცხვითი და ქიმიური წმენდის
მომსახურებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს საბარათე სისტემის
მეშვეობით, შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
1. მიმწოდებელის მხრიდან უნდა მოხდეს შემსყიდველის ბალანსზე რიცხულ
შესაბამის ავტომანქანებზე პლასტიკური ბარათების (ამ უკანასკნელზე
დატანილი უნდა იქნას ავტომანქანის სახ. ნომერი) უსასყიდლოდ დამზადება
და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი ინფორმაციის
(ჩამონათვალის) მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3
(სამი) სამუშაო დღის ვადაში, თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს
სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შეძენილი
რეცხვის/ქიმწმენდის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშულ ანგარიშზე,
პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ
ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის მომენტიდან, იგი
წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს
ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი
შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე
პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით,
შემსყიდველის საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის გამოყენებით.
3. შემსყიდველის პირველად საიდენტიფიკაციო სახელსა და პაროლს
მიმწოდებელი მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს შემსყიდველის
უფლებამოსილ წარმომადგენელს და ამავდროულად უტარებს შესაბამის
ინსტრუქტაჟს საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის შეცვლისა და
გამოყენების წესების შესახებ. შემსყიდველი ვალდებულია ანგარიშის
პირველ გამოყენებამდე და პლასტიკურ ბარათებზე მომსახურების
გადატანამდე შეცვალოს მიმწოდებლის მიერ გადაცემული პაროლი და
შემდგომში გამოიყენოს მხოლოდ მის მიერ შექმნილი ახალი პაროლი.
პირველადი საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის შემსყიდველის
წარმომადგენლისათვის გადაცემისთანავე ყოველგვარი პასუხისმგებლობა
და რისკი საიდენტიფიკაციო სახელისა და პაროლის არასანქციონირებულ
გამოყენებაზე, ელექტრონული ანგარიშიდან პლასტიკურ ბარათებზე
მომსახურების უნებართვო გადატვირთვაზე და სხვა მსგავს შემთხვევებზე,
აგრეთვე ამით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე, გადადის შემსყიდველზე.
4. ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრის შეცვლის ან შემსყიდველის ბალანსზე
ახალი ავტომობილის დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია
უზრუნველყოს შესაბამისი პლასტიკური ბარათების უსასყიდლოდ დამზადება
და მიწოდება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი)
სამუშაო დღის ვადაში.
5. მიმწოდებელი ვალდებულია პლასტიკური ბარათის ფიზიკური დაზიანების
ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან წერილობითი
შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბარათის
ბლოკირება. შემსყიდველს უფლება აქვს შეიძინოს ახალი ბარათი და ითხოვოს
მასზე ბლოკირების შემდეგ არსებული ნაშთების გადატანა, ამასთანავე,
ბლოკირებამდე ბარათების გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე ყველანაირი
პასუხისმგებლობა და რისკები ეკისრება შემსყიდველს. პლასტიკური
ბარათის პროგრამულად დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი
უსასყიდლოდ დაუმზადებს შემსყიდველს ახალ პლასტიკურ ბარათს
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის
განმავლობაში.
6. ავტომანქანების რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევის
დაწყება უნდა მოხდეს მიმწოდებლის საკუთრებაში/სარგებლობაში ან
მიმწოდებლის ქვეკონტრაქტორის არსებულ ავტოსამრეცხაო(ებ)ში
(ყოველდღიური გრაფიკით 09:00 საათიდან არანაკლებ 19:00 საათამდე)
შემსყიდველის თანამშრომლების მიერ ავტომანქანის მიყვანიდან და
შესაბამისი ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 30 წუთის განმავლობაში.
ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს სატელეფონო კონტაქტის საშუალებით შემსყიდველისათვის
ინფორმაციის მიწოდება თავისუფალი სამრეცხაო ბოქსის შესახებ, რათა არ
მოხდეს შემსყიდველის ავტომანქანის დაყოვნება ადგილზე მისვლისას.
7. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების გარეგანი
რეცხვა უკონტაქტო რეცხვისათვის საჭირო მაღალი წნევის სარეცხი
აპარატურით და ასევე შიდა (სალონის, საბარგული) ნაწილის რეცხვა ხელით.
რეცხვა უნდა წარმოებდეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი
სპეციალური საშუალებებისა (ქაფი, გელი, სპეციალური სითხეები, საბურავის
საწმენდი საშუალებები და სხვა) და სპეციალური მოწყობილობების
გამოყენებით. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ავტომანქანის გაშრობა.
8. ქიმიურ წმენდაში შედის ავტომობილის საბარგულის, სალონის, ჭერის
იატაკის, სავარძლების, ფეხსაგების, სავენტილაციო, გათბობისა და
კონდიცირების მილების წმენდა-დეზინფექცია, ინტერიერის სრულფასოვნად
წმენდა.
9. ავტოტრანსპორტის ქიმიური წმენდა უნდა მოხდეს შესაბამისი აპარატით
(ქიმიური ხსნარის შემფრქვევი და უკან გამოსატუმბი აპარატი),
მტვერსასრუტით, მობილური საშრობით და ამისთვის გამოყენებული უნდა
იქნას უმაღლესი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სპეციალური
ხსნარები.
10. ქიმიური წმენდის მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ
შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელზე
გადაცემული დავალებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის
ვადაში.
11. ავტომანქანების რეცხვითი და ქიმიური წმენდის მომსახურების გაწევის
დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული
ნებისმიერი ზიანის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
12. ავტოსამრეცხაოსთან მისასვლელი გზა უნდა იყოს კეთილმოწყობილი
(მოასფალტებული ან სხვა შესაბამისი მასალით მოპირკეთებული).
შენიშვნა:
ა) შესყიდვა ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე და ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
ბ) პრეტენდენტის მიერ მომსახურების ხარჯთაღრიცხვის (დანართი N2) თითოეულ
პოზიციაზე დაფიქსირებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს
მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში შესაბამის პოზიციებზე მითითებულ
ერთეულის ზღვრულ ფასს.
გ) ელექრონული ვაჭრობის შემდგომ, ფასის დაზუსტებისას (ასეთი არსებობის
შემთხვევაში) თითოეულ პოზიციაზე დაფიქსირებული საბოლოო ერთეულის ფასი
არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ თავდაპირველად ატვირთულ მომსახურების
ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებულ შესაბამის ერთეულის ფასს. დ) „ბ“ და „გ“
პუნქტებში აღნიშნული პირობების დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას.
ე) სატენდერო წინადადების წარმომდგენი პრეტენდენტი ავტომატურად
ეთანხმება სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური
დავალებით განსაზღვრულ პირობებს.
ვ) სატენდერო პირობების 1.2 პუნტში მოცემული ტექნიკური დავალება
წარმოადგენს დანართს N1, რაც დაერთვება ხელშეკრულებას.